Commschool-დან Burtula-ში - ალექსანდრე დაბრუნდაშვილის კარიერული გზა

blog-detail-img

კურსზე გავიღრმავე ცოდნა Facebook Ads Manager-ის შესახებ, გავიგე ისეთი ფუნქციების შესახებ, რომლებიც მანამდე არ ვიცოდი და მათი საშუალებით ახლა უფრო ეფექტური რეკლამის შექმნას შევძლებ

ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ ციფრულ ეპოქაში ციფრული მარკეტინგი, კონკრეტულად კი ციფრული რეკლამირება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

Digital Advertising-ის მთავარი უპირატესობა მისი გაზომვადობაა, – შენ შეგიძლია თითოეული მარკეტინგული ინიციატივის შეფასება და მისი ბიზნეს შედეგებში თარგმნა, ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ტაქტიკების დახვეწა რიცხვებზე დაყრდნობით. 

ამ ბლოგში კი მინდა Digital Advertising-ის კურსდამთავრებული, ალექსანდრე დაბრუნდაშვილი გაგაცნო, რომელიც Alumni Club-ის ფარგლებში კარიერულ განვითარებას Burtula-ში განაგრძობს. 

 ალექსანდრეს სოციალურ მენეჯერად მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს, მუშაობის პროცესში კი ხედავდა Digital Advertising-ის საჭიროებას ‘მნიშვნელოვანია, პროდუქტი მომხმარებელთან დროულად და ეფექტურად მივიტანოთ, რაშიც Digital Advertising საუკეთესო გზაა‘, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ Advertising-ის მიმართულებითაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდა, გადაწყვიტა უფრო სიღრმისეულად შეესწავლა და Commschool-ში მოსულიყო.

ალექსანდრეს აზრით, სწავლის პროცესი საინეტერესო იყო, მართალია ლექციები 3 საათი გრძლდებოდა, მაგრამ მისი თქმით, დასქრება დამღლელი საერთოდ არ ყოფილა, რადგან:

ყოველივეს, რასაც ლექციის დასაწყისში ვისმენდით, თან ახლდა პრაქტიკული სამუშაობი, რომელთა შესრულებაც მოსმენილ მასალას მარტივად დასამახსოვრებელს ხდიდა.

როგორც უკვე გითხარი, ალექსანდრეს კურსის გავლამდე გარკვეული ცოდნა უკვე ჰქონდა, მაგრამ პროგრამაზე ჩარიცხვა ამ მიმართულების უფრო საფუძვლიანად შესწავლამ გადააწყვეტინა.  პროგრამის დასრულების შემდეგ კი ალექსანდრე ამბობს, რომ:

კურსი კი ამაში ნამდვილად დამეხმარა, გავიღრმავე ცოდნა Facebook Business Manager-ის შესახებ, ასევე კურსის განმავლობაში შევისწავლე Google Ads, Google Tag Manager და Google Analytics.

თუ არ იცი გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალური გამოცდის ერთ-ერთი კომპონენტის სახით ციფრული არხში რეკლამირებისთვის ადგენენ სარეკლამო სტრატეგიას, განსაზღვრავენ სამიზნე აუდიტორიას და შემდეგ უშვებენ რეკლამას. 

საინტერესო იყო ფინალური გამოცდაც, მისი არსებობა პასუხისმგებლობას მმატებდა, კურსი საფუძვლიანად შემესწავლა, ხოლო გამოცდაში მიღებულმა ქულამ (98.5/100) მეტი თავდაჯერებლობა შემძინა.

ალექსანდრეს თქმით, მის მიერ მიღებული საინტერესო ცოდნისა და გამოცდილების მიზეზი Commschool-ის ადმინისტრაციისა და ლექტორის მიერ შექმნილი გარემოა, რაც ერთგვარ მოტივაციასაც გაძლევს. 

ლექტორი ყოველთვის ამომწურავად პასუხობდა დასმულ შეკითხვებს და მაქსიმალურად ცდილობდა საფუძვლიანად ესწავლებინა ციფრული რეკლამირება

ასე და ამგვარად, თუ შენც გაქვს შეხება ან/და გაინტერესებს ციფრული  რეკლამირება და მისი მართვის პროცესი, შემოგვიერთდი, Digital Advertising-ის კურსს 16 თებერვალს ვიწყებთ!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება