Commschool-დან Watergunz-ში - ქეთევან წვერავას კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

ვფიქრობ, რომ კურსზე ჩარიცხვა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც მიმიღია.

ქეთევან წვერავა ერთ-ერთი მათგანია, ვინც Commschool-ში კონენტ მენეჯმენტის კურსი გაიარა, ფინალურ პროექტზე წარმატებით იმუშავა, ტოპ 3 კურსდამთავრებულს შორის მოხვდა და შესაბამისად Alumni Club-ის ფარგლებში Watergunz-ში გადის სტაჟირებას.

ქეთევანი გვიყვება, რომ კურსის გავლამდე ზედაპირული ცოდნა და დაახლოებითი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, თუ რა არის კონტენტ მენეჯმენტი. კურსის დამთავრების შემდეგ კი უკვე დამოუკიდებლად შეუძლია დაგეგმოს და აწარმოოს კამპანიები.

ქეთევანი კურსის გავლას კონტენტ მენეჯმენტით დაინტერესებულ ყველა ადამიანს ურჩევს, განურჩევლად პირველადი პროფესიისა.

ყველას, ვისაც სურს ცოდნის შეძენა ან მისი გაღრმავება, კარგი ხალხის გაცნობა და განვითარება, უდიდეს რეკომენდაციას ვუწევ ამ კურსს და ზოგადად ქომსქულს

მისი თქმით, ყველაზე დიდ ემოციურ კმაყოფილებას კურსის ფარგლებში დაგროვილი ცოდნის შეკვრა, ფინალურ პროექტზე მუშაობა ანიჭებდა.

კურსის განმავლობაში არსებული ყველა პრაქტიკული სავარჯიშო მეხმარებოდა თეორიული ცოდნის გაღრმავებაში. ვფიქრობ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, ფინალური პროექტი კი ზუსტად ეგეთი იყო, მუშაობისს ნაწილ-ნაწილ შესწავლილი საკითხები საკუთარ თავში დავალაგე, გავაერთიანე და პრაქტიკაში გადმოვიტანე. ამ ყველაფერს კი ბუნებრივია, დიდი კმაყოფილების გრძნობა მოყვება.

კონტენტი ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილია, შეგიძლია გაიგო, აღიქვა და შეხედო მას. კონტენტი ყველგანაა, ამიტომ თუ შენც ფიქრობ, რომ ყველაფერში ხედავ ისეთ რაღაცას, რისი კონტენტად ქცევაც შესაძლებელია, ვფიქრობ Content Management-ის კურსი შენთვის საინტერესო იქნება.

კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

  • დაგეგმო და აღასრულო კონტენტ კამპანია დამოუკიდებლად
  • კონტენტ კამპანიის სხვადასხვა მედია არხში ჩაშლა
  • დამოუკიდებლად შექმნა ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა ბრენდისთვის
  • განსაზღვრო რა დროს, როგორი კონტენტია საჭირო
  • დაგეგმო გადაღება დამოუკიდებლად
  • მოიფიქრო რა სჭირდება ბრენდს
  • განსაზღვრო როგორ ეურთიერთო შენს აუდიტორიას
  • იმუშაო ეფექტურად და სწრაფად

ვფიქრობ, მეტი შეგულიანება აღარ გჭირდება, ამიტომ ქვემოთ ბმულს გიტოვებ, სადაც დეტალურად შეძლებ გაეცნო კურსის შინაარსს 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება