Commschool-დან Redberry-ში – გიორგი იმესაშვილის კარიერული განვითარების გზა

blog-detail-img

კონტენტის შექმნა ყველგან და ყველაფრისგანაა შესაძლებელი, თუმცა იმისათვის, რომ შენ მიერ შექმნილი კონტენტი და კონტენტ კამპანია ციფრულ მედიაში იყოს ეფექტური, ალბათ გეცოდინება, რომ თითოეულ სოციალურ არხს მისთვის დამახასიათებელი კონტენტის ტიპების ცოდნა და მენეჯმენტი სჭირდება. 

ამ ბლოგში კი მინდა Content Management-ის კურსდამთავრებული, გიორგი იმესაშვილი გაგაცნო, რომელიც ტოპ 3 კურსდამთავრებულს შორის მოხვა და Alumni Club-ის ფარგლებში სტაჟირებას კრეატიულ სააგენტო Redberry-ში გადის. 

გიორგი გვიამბობს, რომ საკუთარი თავის კრეატიულობასა და ყოველდღიურად მოხმარებადი პლატფორმების ცოდნაში შემოწმება Content Management-ის შესწავლით გადაწყვიტა. 

თითქმის ყოველ ლექციაზე ისეთ ინფორმაციას ვიღებდი, რაც საერთოდ არ ვიცოდი. ახლა კი ნებისმიერი კონტენტ კამპანიის კარგად დაგეგმვა შემიძლია.

კურსის ბოლოს გიორგიმ თავისი ჯგუფელების მსგავსად ფინალურ პროექტზე იმუშავა, რომლის ფარგლებშიც საკუთარი იდეისთვის შექმნა კონტენტ კამპანია.  

გიორგი ასევე იმასაც გვიყვება, რომ თავდაპირველად ისეთ რამეზე სურდა კონტენტ კამპანიის შექმნა, რომელიც არ იქნებოდა ბრენდი და უამრავ გაურკვევლობასთან იქნებოდა კავშირში, თუმცა ლექტორის ერთმა საინტერესო ფრაზამ, სრულად შეცვალა მისი გეგმა:

ლექტორმა ჩემთვის ძალიან ღირებული რამ თქვა, რომ მაქსიმალურად მიმეღო სიამოვნება პროექტისგან. ამ INSIGHT -ის შემდეგ ჩემი ფინალური პროექტი შევცვალე და მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო დავუთმე კეთების პროცესს , თითოეული წამი სიამოვნებას მანიჭებდა. რამაც კიდევ ერთხელ გამააზრებინა, რომ ცხობრებაში ის უნდა აკეთო ადამიანმა, რაც გსიამოვნებს და გიყვარს

გიორგი იმასაც გვიზიარებს, თუ როგორ მოეწონა ჯგუფი და კურსელები:

მაუცილებლად უნდა გამოვყო და ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ძალიან კარგი ჯგუფი შევიკარით. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ჩემი თითოეული კურსელი არის ძალიან ნიჭიერი

თუ კონტენტი ის არის რასაც ამდენიხანი ეძებდი და რისი სწავლაც გსურს, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს! 

სტაჟირების პროგრამა ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის კვლავ მოქმედებს, რაც სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ საკუთარი ძალები გამოსცადოთ ისეთ კრეატიულ სააგენტოებში, როგორებიცაა: Maverik, Burtula და Redberry.

 

ავტორი: ნინიკო ბერიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება