Commschool ახალ Crash კურსებს იწყებს!
რა არის Crash Course?
Crash Course-ის საშუალებით, სტუდენდები მაქსიმალურად იბუსტებიან ინტენსიური სწავლების მეთოდით, რომელიც სრულად პრაქტიკას მოიცავს.
ბრენდინგის განცდა, ანუ Sense of Branding, პირველი Crash კურსია Commschool-ში, რომელსაც გაუძღვება სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი – უჩა ურუშაძე – ფილოსოფოსი, რომელიც ქმნის ბრენდებს. 2014 წლიდან უჩა HOLMES&WATSON-ში სტრატეგიებს უძღვება და მისი მეშვეობით არაერთი გავლენიანი პროექტი შექმნილა, როგორიცაა – თიბისი-ს ბრენდის სტრატეგია და საკომუნიკაციო კამპანიები – „გამარჯობა“ და „შენ.
უჩა პროგრამის ფარგლებში დეტალურად მიმოიხილავს ბრენდინგის კონცეფციას, ახსნის, თუ რას მოიცავს იგი შინაარსობრივად:
“ბრენდინგი არის პროცესი იმის აღმოჩენისა, თუ რა არის ადამიანურობა”. – ამბობს უჩა. უჩასთვის ბრენდი და მისი პროდუქტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ადამიანის სახე, რომლის მიმზიდველობას, რაღა თქმა უნდა, მუდმივი მოვლა განაპირობებს.”
Crash Course-ის განმავლობაში უჩა, ასევე, ბრენდის ჰუმანიზაციაზეც ისაუბრებს:
“კარგია ბრენდი, რომელიც ადამიანების შინაგან სამყაროში აღწევს და მის სურვილებს იგებს
ამ დროს ვარკვევთ, როგორ შევძინოთ ადამიანური ნიშან-თვისებები იმ რეალობას, რომელიც არ არის ადამიანური ანუ ბრენდის ჰუმანიზაცია, ეს არის სულის ჩადგმა პროდუქტში”.
როგორც უჩა ამბობს, Crash Course-ის განმავლობაში იგი განიხილავს ბრენდს 4 მიმართულებით:
“ამ ოთხი დღის განმავლობაში მინდა გავიაროთ ბრენდის ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი, როგორც სამყაროს 4 მიმართულება.”
შესაბამისად, უჩა ერთგვარად ოთხიანის პრინციპით იხელმძღვანელებს: კურსი სულ ოთხ შეხვედრას მოიცავს, თითოეული შეხვედრა ოთხსაათიანი იქნება, ამ შეხვედრებზე კი, უჩასეული მიდგომით, ბრენდის ოთხი მიმართულება განიხილება.
ამგვარად, Crash Course-ის გავლის შედეგად სტუდენტები ახლებულად შეხედავენ პროფესიულ სტანდარტებს და გამოიმუშავებენ შესაფერის უნარ-ჩვევებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილები შეძლებენ ბრენდის პარამეტრებში, სტრატეგიებში გარკვევას და მათით მანიპულირებას.
იმასაც დავამატებთ, რომ გარდა Sense of Branding-ისა, Commschool-ში სამომავლოდ კიდევ იგეგმება სხვადასხვა მიმართულების საკმაოდ საინტერესო Crash Course-ები, ამიტომ არ გამოგრჩეს სიახლეები!
ამგვარად, თუ გაინტერესებს Sense of Branding, გინდა, რომ 2 კვირაში მაქსიმალურად დაიბუსტო, თან გაქვს გარკვეული წარმოდგენა მარკეტინგის საბაზისო საკითხებზე, მაშინ შეგიძლია, ახლავე გაიარო კურსზე რეგისტრაცია და შემოგვიერთდე Commschool-ში!