"ახლა უკვე მაქვს საშუალება ისეთ კომპანიებში გავაგზავნო ჩემი რეზიუმე, სადაც ალბათ ადრე ვერც ვიფიქრებდი." - ქეთევან ქუჩულორია

blog-detail-img

პანდემიის პერიოდმა შეიძლება შენც მოგცა საშუალება უფრო მეტი დრო დაგეთმო ინტერესებისთვის ან თუნდაც ახალი პროფესია აღმოგეჩინა. თანამედროვე ბაზარზე Front-End Development ერთ-ერთ ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი სფეროა უამრავი ტექნოლოგიითა და Framework-ით, რაც შენთვის როგორც ბევრ ახალ შესაძლებლობას, ასევე გამოწვევებსაც შეიძლება გულისხმობდეს.

თუ HTML, CSS, JavaScript საბაზისო დონეზე იცი და ახლა ფიქრობ ეს ცოდნა რა მიმართულებით განავითარო, Angular შეიძლება იყოს ტექნოლოგია, რისი შესწავლაც რამოდენიმე მიზეზის გამო დაგაინტერესებს: Angular დეველოპერის ანაზღაურება საშუალოდ 4300 ლარია საქართველოში, ხოლო Github-ის გამოკითხვის მიხედვით N3 ტექნოლოგიაა Front-End-ში.

Angular-ის შესახებ მეტი რომ გითხრა, ეს არის Google-ს მიერ 2016 წელს შექმნილი პლატფორმა, რომელიც TypeScript-Based Responsive Single-Page აპლიკაციების (SPA) აწყობის საშუალებას იძლევა.

Angular-ით შექმნილი აპლიკაციები მეტად ინტერაქციული და დინამიურია. როგორც ფრეიმვორქს, აქვს მკაფიო უპირატესობები, სტანდარტული სტრუქტურა, რაც დეველოპერებისთვის მუშაობას ამარტივებს. მას იყენებენ ისეთი გლობალური კომპანიები, როგორიცაა Gmail, Forbes, Upwork, PayPal და სხვა.

თუმცა სანამ Angular-ს შენს კარიერად აქცევ, დამეთანხმები, ბევრი რესურსი გჭირდება იმისთვის, რომ საჭირო Hard / Soft უნარები გამოიმუშო მოკლე დროში, ეფექტურად, საუკეთესო მიდგომების გამოყენებით. 

ცოტა რთულად ჟღერს? გეტყვი, რომ Commschool-ის Angular-ის პროგრამა ფინალურ პროექტს მოიცავს, რომელიც Angular-ის გამოყენებით ერთი მთლიანი გამართული პროექტის შექმნას გულისხმობს. ფინალური უბრალოდ დავალება არ არის – ერთ კომპლექსულ აპლიკაციას მოიცავს, რომლის ჩვენება შენი მომავალი დამსაქმებლისთვის შეგიძლია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ აპლიკაციას დამოუკიდებლად 20 ლექციის ანუ 3 თვიანი მუშაობის შემდეგ ააწყობ.

ამ ბლოგში სწორედ Angular-ის ერთ-ერთი კურსდამთავრებულის ფინალურ ნაშრომზე მოგიყვები, რომელიც ქეთევან ქუჩულორიას ეკუთვნის. მას შემდეგ რაც ქეთევანმა პროგრამირების საწყისები შეისწავლა, დადგა დრო, აერჩია Framework, რომლის მიმართულებითაც იმუშავებდა:

"რამდენიმე კურსის გავლის შემდეგ, ბოლო ეტაპი იყო Framework-ის არჩევა. სწორედ ამ ძიების პროცესში წავაწყდი COMMSCHOOL-ის live-ს, სადაც ლექტორები განიხილავდნენ სხვადასხვა Framework-ს და მათ უპირატესობებს. გადავწყვიტე Angular-ის შესწავლა და რა თქმა უნდა განაცხადი შევიტანე COMMSCHOOL-ში"

სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად იყოს დალაგებული სილაბუსი, ერთმანეთს ლოგიკურად ებმოდეს საკითხები, რათა თემა კარგად გაიგო და შესაბამისად მისი პრაქტიკაში გამოყენება შეძლო. ისიც აუცილებელია ლექტორისგან მუდმივად მიიღო უკუკავშირი, რათა პროგრესი დაინახო და პროექტიც დახვეწო:

„კურსმა ნამდვილად გაამართლა იმედები. სწავლების პროცესი იყო ძალიან სასიამოვნო და თანმიმდევრული. ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი კი ლექტორის ჩართულობა იყო ჩვენი სწავლების პროცესში - სალექციო თუ არასალექციო საათებში.“

ასევე, დამწყებისთვის აუცილებელია ერთ მთლიან პროექტზე იმუშაოს, რომელიც საშუალებას მისცემს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს:

"კურსის განმავლობაში ვმუშაობდი ფინალურ პროექტზე, რასაც დიდი ხანი ველოდი, რადგან დამწყები დეველოპერისთვის ყველაზე საინტერესო პროცესი ახალი ცოდნისა და უნარების გამოყენებაა რეალურ ცხოვრებაში. ყველა შესრულებული task-ის შემდეგ კმაყოფილების შეგრძნება გეუფლება და უფრო დიდი მოტივაცია გიჩნდება კონკრეტული საკითხები უფრო დიდ ასპექტში განიხილო"

ქეთევანს ფინალური პროექტი იმ მხრივაც დაეხმარა, რომ დაინახა როგორ იქმნება რეალური პროექტები:

“პროექტზე მუშაობამ საშუალება მომცა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა და წარმოდგენა შემქმნოდა იმ დიდ, რეალურ პროექტებზე, რომლებზეც მომავალში მომიწევს მუშაობა.“

მომავალს რაც შეეხება ისმის კითხვა თუ რას გააკეთებ კურსის დასასრულს, რაში გამოიყენებ მიღებულ გამოცდილებას?

Commschool-ის Alumni Club-ში ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება, რომლის ფარგლებში კურსდამთავრებულები კარიერული კუთხით მხარდაჭერას იღებენ – რჩევებს, კონსულტაციებსა და ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს სხვადასხვა პარტნიორი კომპანიიდან.

საბოლოო ჯამში, კი ქეთევანი პროექტზე მუშაობით მიღებული გამოცდილებით მზადაა კარიერულად განვითარდეს:

"ახლა უკვე მაქვს საშუალება ისეთ კომპანიებში გავაგზავნო ჩემი რეზიუმე, სადაც ალბათ ადრე ვერც ვიფიქრებდი. ასევე, კურსის დასრულების შემდეგ ჩავირიცხე Alumni Club-ში, რის დახმარებითაც მაქვს წვდომა ექსკლუზიურ ვაკანსიებზე, რაც დიდი უპირატესობაა"

მოტივაციისთვის იმასაც გეტყვი, რომ თუკი ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, ტოპ 3 კურსდამთავრებულს შორის მოხვდები, საშუალება გექნება გასაუბრება გაიარო, გახდე მათ შორის საუკეთესო და პარტნიორ ფინტექ კომპანია Optio.ai-ში გაიარო გარანტირებული სტაჟირება. ეს კი გულისხმობს, რომ თუკი სწავლის პროცესში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენ, შეძლებ სასურველი მიმართულებით მიიღო ცოდნა, გამოცდილება და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

„ყველას ვინც დაინტერესებულია დეველოპმენტით, ვურჩევ Commschool-ს, რადგან აქ გარდა სწავლების მაღალი ხარისხისა, დაგხვდებათ ძალიან კარგი გარემო და ყურადღებიანიანი ადმინისტრაცია, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს, თქვენს ნებისმიერ კითხვას გასცენ პასუხი. COMMSCHOOL-ში გატარებული პერიოდი, ყველაზე ნაყოფიერი 3 თვე იყო, რომელმაც დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს კარიერულ განვითარებაში.“

 

თუ კი შენც გაქვს სურვილი Angular Framework-ით გააგრძელო Front-End Development-ის შესწავლა, ბმულს დაგიტოვებ. მოგვყევი! 

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

 

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება