Commschool-დან Redberry-ში - კურსდამთავრებულის კარიერული განვითარება

blog-detail-img

წარმოიდგინე, შენს დაბადების დღეზე ერთ-ერთ საჩუქრის ყუთში მოულოდნელად შენთვის სრულიად უცხო და ამავდროულად, ძალიან საინტერესო მიმართულებით კარიერული განვითარების შესაძლებლობას აღმოაჩენ!

ამ ბლოგში ანანო ღირსიაშვილზე მოგიყვები. თუ გაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, ერთი საჩუქრით კარიერული წინსვლა მოიპოვო, ბოლომდე მომყევი!

ანანო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სიახლეს ეძებდა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ გრაფიკული დიზაინი აინტერესებდა და მისი გავლა ჩვენთან – Commschool-ში უნდოდა. Მეგობრები, რომლებიც ამჩნევდნენ ანანოს დაინტერესებას ამ მიმართლებით, არც თუ ისე ბევრი ფიქრის შემდეგ, მას დაბადების დღეზე Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი აჩუქეს.

„კურსის საჩუქრის ფორმით მიღება, ჩემთვის დამატებითი მოტივატორი გახდა და გამოწვევად მივიღე.“

ანანოსთვის მოლოდინების გამართლება კი Commschool-ის გამოწვევად იქცა.მისი პირველი ნაბიჯები ჩვენთან ასე გამოიყურება:

„კურსის დაწყებამდე, სამწუხაროდ, არანაირი ცოდნა არ მიმიღია აღნიშნული მიმართულებით, ალბათ შემეძლო ჩემით მომეძიებინა ინფორმაცია და ცოდნის საწყისი კაპიტალი მაინც შემექმნა, მაგრამ არ ვიცოდი საიდან დამეწყო.“

დიდი დაინტერესების მიუხედავად, თითქმის არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა იმაზე, თუ რას მოიცავდა, რას ფარავდა, ზოგადად რა დანიშნულება ჰქონდა გრაფიკულ დიზაინს. მხოლოდ და მხოლოდ სურვილი და ინტერესი გახდა საფუძველი იმისა, რომ შეესწავლა ახალი პროფესია.  

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, სწავლების პროცესი ყოფილიყო დაგეგმილი იმგვარად, რომ მორგებოდა მის, როგორც სრულიად გამოუცდელი კურსის მონაწილის, მომზადებას. Commschool-მა, ანანოს შეფასებით, კი გაართვა თავი ამ დავალებას:

 „სილაბუსი, იყო ძალიან სწორად აწყობილი და ნელ-ნელა, აუჩქარებლად ვუღრმავდებოდით საკითხებს. ლექციაზე თითოეული ჩვენგანის ნამუშევარს დეტალურად განვიხილავდით. კურსის განმავლობაში გავეცანი გრაფიკული დიზაინის საწყისებს, მივიღე საბაზისო ცოდნა ყველა საჭირო თემაზე, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარება.“

მეტსაც გეტყვი. თუკი გაინტერესებს ჩვენთან გრაფიკული კურსის გავლის შემდეგ, კიდევ რის გაკეთების შესაძლებლობები გექნება, აი, ჩამონათვალიც: 

ანანომ დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტული იყო ლექციები ინტერაქციულ რეჟიმში, რაც Commschool-ის ყველა კურსისთვის, შეიძლება ითქვას, ტრადიციული სწავლების მეთოდია. ამასთან, ალბათ დამეთანხმები, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორად დაგეგმილი სალექციო კურსი, არამედ გამოცდილი ადამიანის ხელმძღვანელობაც:

„ლექტორი, რომელიც კურსს უძღვებოდა, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია; მასთან მუშაობა იყო ძალიან კომფორტული“

ლექციების ამგვარი დაგეგმა და ამასთან ლექტორთან მუდმივი უკუკავშირი მნიშვნელოვნად დაეხმარა ანანოს, რათა კურსის ბოლოს შეესრულებინა ფინალური ნაშრომი. პროექტის ფარგლებში მან, ყველასთვის ნაცნობი ბრენდის – ბიბლუსის რედიზაინი გააკეთა.

აქვე, თუ არ იცი, ამასაც განგიმარტავ –  Commschool-ის ნებისმიერი კურსის ბოლოს მონაწილეები ფინალურ ნაშრომს აწყობენ, რომლის მიზანიცაა დაეხმაროს კურსის დამამთავრებელ ეტაპზე მონაწილეებს ერთად მოუყარონ თავი მათ მიერ მიღებულ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ერთ ნაშრომში. ფინალური პროექტის ფარგლებში შენ არათუ ამოწმებ შენს შესაძლებლობებს და ახლადგამომუშავებულ უნარებს, არამედ ამასთან ერთად, აღმოაჩენ, რომ შენ მიერ შემუშავებული პროექტი დახვეწილი და რეალურს მიმსგავსებულია იმდენად, რომ თამამად შეგიძლია უჩვენო დამსაქმებელს.

“ძალიან საინტერესო და საპასუსმგებლო პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის ფინალური ნაშრომი, მთელს ჩემს რესურსსა და დროს ვახმარდი მასზე მუშაობას. დიდი გამოცდილება მივიღე, რადგან ის ცოდნა რომელიც კურსის მანძილზე მივიღე, ვფიქრობ, რომ სრულად გამოვიყენე რეალურ გარემოში. თვითორგანიზების სქილები ნამდვილად განმივითარა ფინალურმა ნაშრომმა.”

ალბათ დამეთანხმები, ერთია, როდესაც ხარისხიან, სიღრმისეულ ცოდნას მიიღებ და მეორე, როგორ აისახება ეს ცოდნა შენს უნარებზე, რომლებსაც შემგომ პრაქტიკულ სამუშაოში გამოიყენებ. Commschool-ში გატარებულ 7 კვირას ანანო შემდეგნაირად აჯამებს:

„მზად ვარ შემდეგი გამოწვევებისთვის, რადგან მივიჩნევ, რომ სამუშაო პრაქტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია.“

 

და აი, ყველაზე საინტერესო ნაწილსაც მივადექით – სამუშაო პრაქტიკა, დასაქმება, კარიერა და პერსპექტივა. როგორ მუშაობს ეს ყველაფერი Commschool-ში?

 ანანომ უკვე იცის, რომ Commschool-ში შრომა და მონდომება არასდროს იკარგება. ფინალურ ნაშრომზე მუშაობას სრული პასუხისმგებლობით მიუდგა, მთელი რესურსი და დრო მოახმარა, რაც ნამდვილად არ დარჩა შეუჩმნეველი – ანანო გრაფიკული დიზაინის ტოპ სამ კურსდამთავრებულს შორის მოხვდა. თუკი არასდროს გსმენია, გეტყვი, რომ გრაფიკული დიზაინის კურსის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პირობა:

ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, ტოპ სამი კურსდამთავრებული გაივლის სტაჟირებას წამყვან კრეატიულ სააგენტოებში.

ამასთან, აუცილებელია იცოდე Alumni Club-ის შესახებაც, რომელშიც ყველა ჩვენი კურსდამთავრებული ავტომატურად ხვდება. კლუბი ეხმარება კურსდამთავრებულებს, მათთვის მისაღებ და საინტერესო სამუშაო ადგილას დასაქმდნენ, ან გაიარონ სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში.

სწორედ Alumni Club-ის აქტიური ჩართულობითა და რეკომენდაციით, ანანომ მალევე მიიღო სტაჟირების შემოთავაზება რედბერიდან:

„Commschool აქტიურად იყო ჩართული ჩემი დასაქმების პროცესში; მთავაზობდა შესაძლო ვარიანტებს. საბოლოოდ კი რედბერიში აღმოვჩნდი, ეს ის შემთხვევა იყო, როცა კომპანიისა და ჩემი სურვილები ერთამენთს დაემთხვა. ამჟამად სტაჟირებით ვარ რედბერიში და, რა თქმა უნდა, Commschool-ში მიღებული ცოდნა მეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში.”

საბოლოოოდ, ანანო კითხვაზე, თუ როგორი იყო მისი გამოცდილება Commschool-თან, გვპასუხობს:

„სუპერმეგობრული სტაფი, გამართული სისტემა და გამოცდილი ლექტორები. ეს ის სამი კრიტერიუმია რის გამოც ვურჩევდი სხვებს Commschool-ს. დიდ მადლობას ვუხდი Commschool-ის მთელ კოლექტივს, მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა მათმა პროფესიონალიზმმა. სუპერ ხალხი ხართ!"

 

საბოლოოდ კი იმას გეტყვი, რომ თუ თავადაც გადაწყვეტ შემოურთდე ჩვენს სუპერ გუნდს და ჩვენთან ერთად გაიარო გრაფიკული დიზაინის კურსი, აი, ქვემოთ ბმულს დაგიტოვებ. კურსი ერთ თვეში დაიწყება, ამიტომ ეცადე არ დააგვიანო, ადგილები ლიმიტირებულია!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება