"დავალება ძალიან ჰგავს რეალური პროექტების აწყობის პროცესს - დაბრიფვიდან პროექტის ჩაბარებამდე" - ანა კობაიძე

blog-detail-img

Motion Design-ის კურსის დასასრულს კურსდამთავრებულებს ფინალური დავალება ეძლევათ. ისინი ორ ალტერნატიულ ბრიფს შორის ერთ-ერთს ირჩევენ და მასზე 20-35 წამიან ვიდეორგოლს ქმნიან. დავალება ძალიან ჰგავს რეალური პროექტების აწყობის პროცესს, ვინაიდან კურსდამთავრებულები ყველა ეტაპს გადიან – დაბრიფვიდან პროექტის ჩაბარებამდე. ეს კი მათ საშუალებას აძლევთ კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შემუშავებული უნარები სიღრმისეულად შეამოწმონ.

ანა კობაიძემ არჩევანი კომპანია Travel Guide-ზე შეაჩერა და თავისი ფინალური ნაშრომი მასზე ააწყო. ამ ბლოგში, სწორედ მის Commschool-თან მიღებულ გამოცდილებაზე მოგიყვები და შევეცდები Motion Design-ზეც ორიოდე სიტყვა მოგაწოდო.

ანა კობაიძე გრაფიკული დიზაინის მიმართულებით წლების განმავლობაში მუშაობდა და გეგმავდა Motion Design-ის კურსის გავლას, ვინაიდან, მისი თქმით, ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან მჭიდროდაა კავშრიში.

“...სამუშაო და ყოველდღიური საჭიროებიდან გამომდინარე, საბოლოოდ გადავწყვიტე ამ მიმართულებითაც მიმეღო შესაბამისი ცოდნა. Commschool-ზე რეკომენდაციები რამდენიმე ადამიანისგან მივიღე და საკუთარი არჩევანით კმაყოფილიც ვარ.“

მის კმაყოფილებას, როგორც იგი განმარტავს, თავისი მიზეზები აქვს. ფინალურ ნაშრომამდე რვა სალექციო კვირა გაიარა. ლექციები დისტანციურ რეჟიმში ტარდებოდა, რაც თავდაპირველად კურსის მონაწილეებს შორის სწავლის ხარისხსა და ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენდა. 

თუმცა, ანა აღნიშნავს,

„მიუხედავად იმისა, რომ ლექციები ონლაინ მიმდინარეობდა, ძალიან მოსახერხებელი და საკმაოდ გასაგები იყო მთლიანი კურსი.“

ანასთვის ხარისხიანი სწავლების პროცესი მოიაზრებს ლექტორის უნარს საფუძვლიანად და გასაგებად გადმოსცეს საკითხი. ამასთან, განსაკუთრებით დამწყებთათვის, მნიშვნელოვანია ლექციების თანმიმდევრულობა და სტრუქტურირებულობა.

„ლექციები თანმიმდევრულად კარგად ენაცვლებოდა ერთმანეთს, რაც უფრო ამარტივებდა საკითხების სწორად აღქმას, და რა თქმა უნდა ლექტორის გასაგებად და საფუძვლიანად გადმოცემის უნარიც წინაპირობაა ხარისხიანი სწავლების, რაც Commschool-ს ნამდვილად არ აკლია.“

ყოველ კვირას კურსის მონაწილეები ასრულებდნენ პრაქტიკულ დავალებას, რაც გულისხმობდა ხანმოკლე ვიდეოების შედგენას. სწორედ კურსის ამგვარმა მიდგმომამ, კურსის მონაწილეებს ფინალური პროექტის შესრულება გაუმარტივა.

„ფინალურ პროექტზე მუშაობა ჩემთვის გამოწვევა იყო საკუთარი უნარების, რაც მხოლოს მონდომებით და პრაქტიკული მუშაობით შეიძლება დაიძლიოს. პროცესი შრომატევადი და ცოტა დამღლელიც იყო, მაგრამ ასევე საინტერესო და სახალისოც. საბოლოო შედეგით კი ხვდები, რომ ღირდა ამ ცოდნის შეძენა.“

და რა თქმა უნდა, გამოუმუშავა უნარები, რაზეც, ანა ამბობს, სამომავლო კარიერულ განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„კურსის დასრულების შემდეგ ბევრად მიმარტივდება დამოუკიდებლად მუშაობა ამ მიმართულებით და ვცდილობ ყოველდღიურად გამოვიყენო პრაკტიკაში ეს ახალი უნარები, რაც ვფიქრობ, სამომავლოდ კარიერულ წინსვლაშიც დამეხმარება.“

რეგულარული პრაქტიკა და ლექტორის მხრიდან ინტენსიური უკუკავშირი კურსდამთავრებულებს დაეხმარათ, ფინალური ნაშრომი დაეხვეწათ იმდენად, რომ მისი გამოყენება პირად პორტფოლიოში თავისუფლად გახდა შესაძლებელი.

საჭიროდ მიმაჩნია, მეტი კონკრეტულობისთვის ორიოდე ინფორმაციო მოგაწოდო თავად კურსსა და მის ბენეფიტებზე. Motion Design ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროფესიაა მსოფლიოში. მას აქვს აქტიური გამოყენება კინო, მუსიკალურ, სარეკლამო და სხვა წამყვან ინდუსტრიებში. საქართველოში Motion დიზაინერის საშუალო ხელფასი 2000 ლარს შეადგენს.

მისი შესწავლა შეგიძლია Commschool-შიც პროგრამით, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერსებს ანიმაცია, მისი პრინციპები და სურთ თავადაც გამოიყენონ პრაქტიკაში Motion.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

ალბათ, საბოლოოდ მაინც გაგიჩნდება კითხვა – რის გაკეთებას შეძლებ ამ ცოდნით, უნარებითა და პორტფოლიოთი, რაც კურსის განმავლობაში შეიძინე?

შეგახსენებ, რომ ჩვენთან  Alumni Club მოქმედებს, რომელშიც ავტომატურად ჩაირიცხები ყველა სხვა კურსდამთავრებულთან ერთად.  Alumni Club-ის ფარგლებში მიიღებ კარიერულ მხარდაჭერას – რჩევებს, კონსულტაციებსა და ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს სხვადასხვა პარტნიორი კომპანიიდან

„Commschool-ს ვურჩევდი ყველა დამწყებს (და არამარტო), ვისაც ხარისხიანი და  მოსახერხებელი სწავლება სურს პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოში. და ასევე ვფიქრობ, ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულებაა, რომელზეც შეიძლება ითქვას - SHARING IS CARING!”

 არ დაგავიწყდეს, რომ ადგილები ლიმიტირებულია და თუ კი კურსის გავლით დაინტერესდები, უნდა იჩქარო.

ბმულს დაგიტოვებ, შემოგვიერთდი!

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება