ამბები Digital Advertising-ის კურსიდან - თაკო წიკლაური და ანი ჭირაქაძე

blog-detail-img

კურსის შემდეგ უფრო თამამად ვიყენებ ცოდნას პრაქტიკულ ნაწილში, რაც სამუშაო პროცესს უფრო საინტერესოს ხდის

კრეატივი ვერ იქნება სრულფასოვანი, თუ მისი განთავსება არასწორ სოციალურ არხში, არასწორ აუდიტორიაზე მოხდება. 

თუ შენც გინდა, რომ სიღრმისეულად ისწავლო ციფრულ არხებთან მუშაობა და ეფექტური რეკლამის დაგეგმვა-გაშვება, მაშინ სწორ ადგილას ხარ, რადგან მინდა Digital Advertising-ის კურსდამთავრებულები გაგაცნო, რომლებიც საკუთარ გამოცდილებებს გაგიზიარებენ.

ახლა კი, დროა თაკო წიკლაური გაგაცნო, რომელიც Forum By Newlight-ს მარკეტინგის ხელმძღვანელია.

თაკოს კურსის გავლამდე ციფრული რეკლამირების მხოლოდ თეორიული ცოდნა ჰქონდა. კურსის გავლის შემდეგ კი მან პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვა: 

კურსის განმავლობაში შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ციფრული რეკლამირების ყველა ძირითადი ხელსაწყო სრულფოსოვნად ვისწავლეთ, რასაც ყოველდღიურად პრაქტიკაში უკვე ბევრად მარტივად ვიყენებ

თაკო ფიქრობს, რომ მითია ის ფაქტი, რომ კარგი რეკლამისთვის მხოლოდ სწორად შერჩეული აუდიტორია და ხარისხიანი კონტენტია საჭირო, ამის უკეთ გაცნობიერებაში კი Digital Advertising-ის კურსმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა:

 

სრულფასოფანი და კარგი რეკლამისთვის საკმაოდ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, რასაც ამ კურსამდე არ ვაქცევდი ყურადღებას, სწორად ამაში გეხმარება Commschool, რომ დეტალები, რომელიც აქამდე არ იცოდი ან უბრალოდ არ აქცევდი ყურადღებას, უფრო მეტად გაიზრო და გაიცნო

კურსი ბევრი პრაქტიკული სავარჯიშოთია დატვირთული, რომელიც თეორიული ცოდნის გარდა, ხელშესახებ გამოცდილებებსაც გთავაზობს.

თაკო კი გირჩევს, რომ მაქსიმალურად გამოხატო საკუთარი თავი, შეხედო ამ პროფესიას კრეატიულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ისწავლო რეკლამირების სხვადასხვა ხერხი

კურსის განავმლობაში რეკლამის გაშვების ბევრ გზას ისწვლით, თითოეული მათგანის გამოყენებას კი პრაქტიკულ ნაწილში თავისუფლად შეძლებთ, რაც გაგიმარტივებთ გზას, შექმნათ სწორი/ღირებული რეკლამა, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს

ანი ჭირაქაძე კი მედია მენეჯმენტით ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში დაინტერესდა, დღეს კი ონლაინ მაღაზია “DRESSARIUM”-ში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციას იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ანის საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა სოციალური მენეჯმენტის მიმართულებით, გადაწყვიტა Digital Advertising-ის კურსზე შემოეტანა განაცხადი, რათა ამ სფეროში აკადემიური ცოდნა მიეღო.

ჩემს შემთხვევაში ყველაზე ღირებული რემარკეტინგის სწავლა აღმოჩნდა. ჩემი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლების არა მხოლოდ მოზიდვა, არამედ შენარჩუნება. ამ კურსის ფარგლებში ვისწავლე ბევრი მეთოდი და ხელსაწყო, რომელიც გეხმარება არსებულ მომხმარებლებთან განმეორებითი კომუნიკაციისთვის

კურსის მიმდინარეობისას ანისთვის გამოწვევას ბიუჯეტირების ნაწილი წარმოადგენდა, რადგან მანამდე ის არ ფლობდა ამ კუთხით საჭირო ინფორმაციას:

ყველაზე დიდ პრობლემას ბიუჯეტირება წარმოადგენდა, რადგან არ ვიცოდი მექანიზმები, რითიც შეიძლებოდა სწორი ბიუჯეტის განსაზღვრა და ძირითადად ვარაუდებსა და ზეპირ ანალიტიკას ვენდობოდი

ისიც მინდა გითხრა, რომ  Digital Advertising-ის კურსის დასრულების შემდეგ ანის კარიერული გზა გაფართოვდა და მან არაერთი კომპანიისგან მიიღო შეთავაზება.

კურსის დასრულების შემდეგ არაერთი შეთავაზება მივიღე ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. გარდა ამისა, რამდენიმე ფრილანს პროექტზე დავიწყე მუშაობა და ვეხმარები ახალ ბრენდებს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის განსაზღვრასა და აღსრულებაში

ასე და ამგვარად, თუ შენც გაქვს შეხება ან/და გაინტერესებს ციფრული  რეკლამირება და მისი მართვის პროცესი, შემოგვიერთდი, Digital Advertising-ის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება