ამბები Digital Advertising-ის კურსიდან - ვერიკო ბაზალი

blog-detail-img

კურსი დამეხმარა როგორც სტარტაპის, ისე პიროვნულად განვითარებაში

ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ ციფრულ ეპოქაში ციფრული მარკეტინგი, კონკრეტულად კი ციფრული რეკლამირება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

Digital Advertising-ის მთავარი უპირატესობა მისი გაზომვადობაა– შენ შეგიძლია თითოეული მარკეტინგული ინიციატივის შეფასება და მისი ბიზნეს შედეგებში თარგმნა, ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ტაქტიკების დახვეწა რიცხვებზე დაყრდნობით. 

ამ ბლოგში კი მინდა Digital Advertising-ის კურსდამთავრებული, ვერიკო ბაზალი გაგაცნო, რომელიც უფრო დაწვრილებით გიამბობს ციფრული რეკლამირების შესაძლებლობების შესახებ.

ვერიკოს მეგობართან ერთად პატარა ბიზნესი აქვს სახელად “Hippo Vello”, რომლის ციფრულ არხებში განსავითარებლადაც საკუთარი ცოდნით ცდილობდა რეკლამირებას.


ჩემი და ჩემი მეგობრის კომპანიაში ჩემით ვეჭიდებოდები რეკლამირებას, ხან Youtube-ს ვიყენებდი დამხმარედ, ხან კი Udemy-ის კურსებს, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ბევრი რაღაც ავურიე ერთმანეთში და საკმაოდ გაუაზრებლად ვუშვებდი რეკლამებს Facebook-ზე

ციფრული არხებში რეკლამირება საშუალებას გაძლევს, რომ სწორ დროსა და სწორ ადგილას იყო სამიზნე აუდიტორიისთვის მაქსიმალურად საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მატარებელი.

კურსის გავლამდე რასაც ვაკეთებდი, იყო მხოლოდ შემთხვევით გაშვებული, გაუაზრებელი რეკლამა. კურსის გავლის შემდეგ კი მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დალაგდა და მივხვდი თითოეული ელემენტისა თუ ღილაკის მნიშვნელობას. ამ ცოდნას დღემდე ვიყენებ ყოველდღიურ პრაქტიკაში

უფრო საინტერესო ისაა, რომ ვერიკო კურსის გავლის შემდეგ მიხვდა, რომ ციფრული რეკლამირება ის ადგილია, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს.

კურსი დამეხმარა როგორც სტარტაპის (რადგან სწორ აუდიტორიაზე ვუშვებთ რეკლამას), ისე პიროვნულად განვითარებაში, რადგან უფრო სიღრმისეულად დავიწყე შესწავლა და ამ პროფესიის მიმართ ინტერესი უფრო გამიღრმავდა

დასაწყისისთის ვერიკო გირჩევს, რომ მაქსიმალურად შეისრუტო კურსზე მიღებული ინფორმაცია, არ შეუშინდე პრაქტიკულ დავალებებს და იქონიო საკუთარი თავის რწმენა!

მაქსიმალურად გამოიყენეთ ის დამატებითი ლიტერატურა, რასაც Commschool უზრუნველყოფს კურსის განმავლობაში. რეკლამის გაშვებისას კი გირჩევთ, რომ გამოიყენოთ მანამდე არსებული პრაქტიკა და ანალიტიკა და დაუკვირდეთ ყველა დეტალს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სამომავლო შედეგზე

თუ სოციალური მედიით შენც ხარ დაინტერესებული, ან შეიძლება მარკეტინგის გუნდის წევრი ხარ, ან თუნდაც ვერიკოს მსგავსად საკუთარ ბიზნესის სოციალურ გვერდებს მართავ, მაშინ Digital Advertsing-ის კურსი შენთვისაა.

კურსის დასრულების შემდეგ კი შეგეძლება:

  • სარეკლამო სტრატეგიის შედგენა
  •  

    სამიზნე აუდიტორიის ეფექტურად განსაზღვრა

  •  

    ბიუჯეტირება და შეზღუდული რესურსების ოპტიმალურად გამოყენება

  •  

    რეკლამირება ყველაზე დიდ პლატფორმებზე: Facebook, Linkedin, Google

  •  

    დამოუკიდებლად დანერგვა და სარეკლამო ხელსაწყოების გამოყენება

  •  

    ეფექტურობის გაზომვა და ოპტიმიზაცია

  •  

    გაშვებული სარეკლამო კამპანიების სწორი მონიტორინგი და რეპორტინგი (tracking & reporting VIA data studio)

ასე რომ, თუ შენც გსურს, ისწავლო Digital Advertising 0-დან, გადადგი პირველი ნაბიჯი, შემოგვიერთდი Digital Advertising-ის კურსზე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება