ამბები IT Project Management-ის კურსიდან - ქეთევან შავაძე

blog-detail-img

ციფრული პროდუქტების ზრდასთან ერთად ისეთ ახალ პროფესიაზე მოთხოვნაც იზრდება, როგორიცაა IT პროექტების მენეჯერი. როგორც იცი, ყოველ დამკვეთს თავის სურვილი და მიზანი აქვს, ყველა გუნდის წევრს კი თავისი იდეა, პროექტ მენეჯერის დანიშნულება დაინტერესებული მხარეების ინტერესების ისე გაითვალისწინებაა, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს და საბოლოო პროდუქტი ყველასთვის მისაღები იყოს.

ამიტომ თუ ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესის მართვით ხარ დაინტერესებული, სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან მინდა ამ ბლოგში IT Project Management-ის კურსდამთავრებული – ქეთევან შავაძე გაგაცნო.

ქეთევანი ამჟამად დასაქმებულია მარკეტინგული პროექტების მიმართულებით; იმისდა მიუხედავად რომ ეს სფერო IT Project Management-ისგან საკმაოდ განსხვავდება, მისი ინტერესი IT PM-ის მიმართ საკმაოდ მაღალი იყო, რამაც Commschool-ში მოიყვანა.

მინდოდა თეორიულ ცოდნასთან ერთად მქონოდა იმ ადამიანებთან კომუნიკაციაც, რომლებიც უშუალოდ ამ სფეროში მუშაობენ და მიმეღო მეტი მეტად პრაქტიკული გამოცდილება, სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ამ კურსის გავლა

ქეთევანის თქმით, კურსის ხანგრძლივობის გამო, დიდი მოლოდინები არ ქონდა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.

თავიდან როცა კურსზე დავრეგისტრირდი, არ მქონდა მოლოდინი რომ მივიღებდი სიღრმისეულ ცოდნას IT პროექტების მენეჯმენტის შესახებ, ვინაიდან კურსი იყო მოკლე და მქონდა შეგრძნება, რომ უბრალოდ ზედაპირულად გადავუვლიდით ყველაზე მთავარ თემებს, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ორი თვის განმავლობაში ყველა ლექცია იყო პრაქტიკული დავალებებით სავსე. მასალა კი, იმაზე ბევრად მეტი, რაც წარმომედგინა. ამან საშუალება მომცა, რომ მიმეღო თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნაც, რაც, ვფიქრობ, ამ სფეროში აუცილებელი რეკვიზიტია.

სწორედ მრავალფუნქციური სილაბუსითა და ლექტორთან უწყვეტი კომუნიკაციით დიდ პროგრესს მიაღწია ქეთევანმა და ფინალურ პროექტზეც წარმატებით იმუშავა. სწორედ ამ მიზეზების გამო IT Project Management-ის კურსს 100% კურსდამთავრებულთა კმაყოფილების დონე აქვს.

კურსის მსვლელობისას ჩემთვის განსაკუთრებულად ღირებული იყო ის, რომ ნებისმიერ დროს შემეძლო ლექტორთან კომუნიკაცია და რჩევების მიღება ამა თუ იმ საკითხზე IT პროექტების მენეჯმენტთან დაკავშირებით.

თუ არ იცი, გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რითაც მიღებულ ცოდნას ამყარებენ და მზად არიან ახალ სფეროში, ახალი გამოწვევებისთვის.

რეალურად, კურსის წყალობით უკვე მაქვს საჭირო ცოდნა იმისთვის, რომ IT project management ის მიმართულებით დავიწყო მუშაობა.

ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ქეთევანი ურჩევს: “ვფიქრობ, მათთვის, ვისთვისაც ეს სფერო საინტერესოა და ამასთან, აქამდე არ ჰქონია არანაირი შეხება IT პროექტების მენეჯმენტთან, ეს კურსი საუკეთესოა, რადგან ცოდნას იღებ 0-დან და კურსის ბოლოს კი, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით, როცა საკუთარი ხელით შექმნით IT Project Management ქეისს თავიდან ბოლომდე.”

ასე რომ, თუ მზად ხარ IT სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას მცირე დროში დაეუფლო, ქომსქულში გელოდებით! IT Project Management-ის კურსი 8 მაისს იწყება!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება