ამბები IT პროექტების მართვის კურსიდან - მართა გიუნაშვილი

blog-detail-img

მართა გიუნაშვილი Commschool-ის   IT პროექტების მართვის წარმატებული კურსდამთავრებულია. შენ რამდენად გქონია სურვილი, მის მსგავსად, IT პროექტების მართვის სფეროში ჩართვის?

წარმოიდგინეთ, რომ  შეგიძლია დაგეგმო, დააორგანიზო, განსაზღვრო პროექტების მიზნები და შედეგები. უფრო მეტიც, იმუშაო დაინტერესებულ მხარეებთან და თავად მათ წარუდგინო თქვენი იდეები. მხოლოდ ეს არა. დამატებით, გქონდე შესაძლებლობა ყოველ ჯერზე ტექნოლოგიური სივრცის გაუმჯობესებისა. თუ ეს ყველაფერი გსურ, IT პროექტების მართვის კურსი შენთვის არის.

მუდმივი განვითარება

მართას დიდი სურვილი ჰქონდა IT სფეროს შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის მიღების. უფრო მეტიც, სურდა არა მხოლოდ პროექტის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებზე შესაბამისი გამოცდილების მიღება, არამედ IT სფეროს ზოგად მახასიათებლებზეც. 

„მათ, ვისაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ ან შეიძინონ ცოდნა IT პროექტების მართვის სფეროში, ვურჩევდი, რომ აუცილებლად გაიარონ აღნიშნული კურსი.

მას IT სფეროში გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ IT პროექტების მართვის კურსმა მისი მოლოდინი გაამართლა. ინფორმატიულობის გარდა, კურსი ზუსტად იმ საკითხებს ეხებოდა, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია პროექტ მენეჯერისთვის. ხოლო რაც შეეხება ფინალურ ნაშრომს მასზე მუშაობა ღირებული და დიდი გამოცდილების მქონე აღმოჩნდა. მონაწილეს იმის შთაბეჭდილებაც შეექმნა, თითქოს, იგი რეალურ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობდა.

„კურსის დასაწყისში, მქონდა მოლოდინი, რომ კურსის დასრულების შემდეგ მივიღებდი იმ ცოდნას რაც საჭირო იქნებოდა სამომავლოდ პროექტ მენეჯერად დასაქმების შემთხვევაში. ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა.’’

მხოლოდ მოლოდინის გამართლება არა, IT პროექტების მართვის კურსის ინტერაქციულობამ და ინფორმატიულობამ საინტერესო გარემო შეუქმნა. დამატებით, სალექციო პერიოდის ნაწილმა სასიამოვნო ატმოსფერო დაუტოვა და მის პიროვნულ განვითარებაზე დადებითად იმოქმედა.

„ლექტორის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ლექციის პერიოდში ღიად შეგვეძლო სწორი ან არასწორი შეკითხვების დასმა, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე. ყველა კითხვაზე საკმაოდ ამომწურავ პასუხს ვიღებდით ’’

IT Project Management

IT პროექტების მართვის კურსის გამოწვევა და გამოცდილება 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კურსი მართასთვის ახალი და დიდი გამოწვევა იყო, რადგან ამ სფეროსთან პირველად უწევდა შეხება. ლექტორის უშუალო დამოკიდებულებამ და პრაქტიკული დავალებების სიხშირემ კი ეს გამოცდილება გაადვილა. ამასთანავე, გუნდური მუშაობის ეფექტურობაც გამოიკვეთა, რაც ერთმანეთში გვერდი დგომითა და ინფორმაციის გაცვლით გამოიხატა. 

მისთვის ეს გარემო სასარგებლო აღმოჩნდა. მითუმეტეს, შეძლო და IT პროექტების მართვის ფინალური პროექტი ადვილად შეასრულა. ლექტორის მიერ მოწოდებულმა პუნქტებმა და სალექციო პერიოდის განმავლობაში დაწვრილებით განხილულმა ყველა პირობამ განაპირობა პროექტის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული წარმატება. გარდა ამისა, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, ლექტორთან  კომუნიკაციამ ნაშრომის საბოლოო წარმატება უფრო მეტად გაზარდა. 

„ჩემი ზოგადი შთაბეჭდილება აღნიშნული კურსის შესახებ სრულ შესაბამისობაშია ჩემს თავდაპირველ მოლოდინებთან.’’

 IT პროექტების მართვის კურსის შემდეგ მართა თვლის, რომ IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებისთვის შესაბამისი ცოდნა უკვე გააჩნია. თანაც, იგი ორიენტირებულია საკუთარი თავის განვითარებასა და ამ სფეროში ცოდნის დაგროვების პროცესზე.

ასე რომ, თუ მზად ხარ IT სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას მცირე დროში დაეუფლო, ქომსქულში გელოდებით! 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება