ამბები Graphic Design-ის კურსიდან: ნინო ჯინჭველეიშვილი

blog-detail-img

ციფრული სამყაროს მნიშვნელობისა და გავლენის ზრდამ მომავლის პროფესიების შექმნა და მათზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა. კომპანიები აქტიურად მუშაობენ ციფრული
პლატფორმების ათვისებაზე, რა პროცესშიც მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტექნოლოგიური და კრეატიული სფეროს სპეციალისტების ჩართულობა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე
მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულება გრაფიკოსი დიზაინერია, რომელიც ბრენდის ვიზუალურ კომუნიკაციაზე ზრუნავს.

თუკი ისევ საკუთარი თავის ძიების პროცესში ხარ, მაშინ გაეცანი ნინო ჯინჭველეიშვილის, მომავალი გრაფიკული დიზაინერის, ისტორიას. ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდები, რომ არასდროს არის გვიანი, მიიღო ახალი გამოწვევები და დაეუფლო მომავლის პროფესიას.

graphikuli dizaini1-batumi-botanical-garden-branding-concept

ნინომ თავდაპირველი კარიერული არჩევანი სხვა სფეროზე გააკეთა. მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, საკუთარი ინტერესებისთვის მიეკვლია:

დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე დაკვირვებით, მივხვდი, რომ ფერწერასა და გრაფიკას არა თუ განყენებულად როგორც ,,არტს“ , არამედ როგორც უფრო პრაქტიკულ, გამოყენებით სფეროს, ისე ვუდგებოდი.

ხელოვნებისადმი დიდი სიყვარულისა და ინტერესის გამომდინარე, ნინომ გრაფიკული დიზაინის შესწავლა გადაწყვიტა. უამრავი კმაყოფილი სტუდენტის შეფასებისა და რჩევის გათვალისწინებით, მან არჩევანი Commschool-ის კურსზე შეაჩერა. ნინოს შეხვედრა
გრაფიკული დიზაინის სამყაროსთან პირველად სწორედ აქ შედგა:

კურსის გავლამდე ამ სფეროსთან შეხება არ მქონია, მათ შორის, არც ციფრულ პროგრამებთან და ყველანაირი ასპექტით, გრაფიკულ დიზაინში Commschool-ის პირველ ლექციაზე შევაბიჯე. იქამდე გრაფიკული დიზაინი ჩემთვის მხოლოდ ციფრულ ტექნოლოგიებთან ასოცირდებოდა და არაფერი ვიცოდი მის უძველეს ფესვებზე.

გრაფიკული დიზაინის პროგრამა

14 ლექცია 42 საათი 7 კვირა

ნინოს სურდა, რომ პირველივე გამოცდილება საკმაოდ სერიოზული ყოფილიყო, რათა ამის შემდეგ საბოლოოდ გადაეწყვიტა მისი კარიერის დაკავშირება ამ სფეროსთან. მისი თქმით კურსმა მოლოდინს გადააჭარბა თავისი ინტენსიურობით, ინფორმაციულობითა და პრაქტიკულობით, რაც უზომოდ პროფესიონალი და მეგობრული ლექტორის დამსახურებაა.

როგორც ნინო აღნიშნავს, კურსის მთავარი ღირებულება ლექტორთან ურთიერთობა იყო, რომელიც სტუდენტებს მათ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებდა. მრავლისმომცემი იყო კურსის პრაქტიკული დავალებების გარჩევა, სხვა სტუდენტების ნამუშევრების გაცნობა, რაც მისთვის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენდა. სწორედ ამან განაპირობა ნინოსთვის ყოველი ლექციის დღის საუკეთესო მონაკვეთად ქცევა.

ფინალური პროექტი - ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ნინოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფინალური პროექტი, რომელიც Commschool-ის კურსების პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი გამორჩეული
ნაწილია:

ფინალური პროექტი იყო კურსის ის ნაწილი, რომელმაც შეკრა და განამტკიცა იქამდე მიღებული ცოდნა და გახდა ჩემი პორტფოლიოს პირველი ნამუშევარი.

არაერთი იდეა და კონცეფცია მომივიდა თავში ,,მუდბორდზე“ მუშაობისას. საბოლოოდ კი ოთხიდან ავარჩიე ერთი - ,,მსოფლიო სათბური“, როგორც თვალსაჩინო კომბინაცია ბათუმის ბოტანიკური ბაღის მისიის (მოვლა და ზრუნვა მცენარეებზე) და მრავალფეროვნებისა. პროექტზე მუშაობის თითოეულ ეტაპზე ვცდილობდი, რომ ხაზი გამესვა მის გეოგრაფიულ და ფუნქციურ უნიკალურობაზე, ამრიგად, ფერების შერჩევის, ლოგოსა და ილუსტრაციის შექმნის დროს აქცენტი მაგნოლიაზე (როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღის სიმბოლო), ზღვასა და მთაზე გავაკეთე.

ნინო იხსენებს მუშაობის პროცესს და ამბობს, რომ ილუსტრაციაზე მუშაობა მისთვის ყველაზე კომპლექსური, თუმცა სასიამოვნო ნაწილი აღმოჩნდა. სირთულის მიუხედავად, საბოლოო შედეგის წარმატება თითოეულ ეტაპზე ლექტორებისგან მიღებული უკუკავშირისა და რჩევების მიღებამ განაპირობა.

ვისთვის არის Graphic Design-ის კურსი?

ნინოს აზრით, Commschool-ის კურსი მათ დააინტერესებს, ვისაც სურს, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინოს, განვითარდეს ან ამ სფეროში ცოდნა გაიღრმაოს. დარგის პროფესიონალი ლექტორების დახმარებით მიიღებ საბაზისო ცოდნას გრაფიკული დიზაინის სფეროში. ისწავლი დიზაინის ტექნიკურად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვას, ბრენდისთვის ვიზუალის შექმნასა და დიზაინ-პროექტების სწორად დაგეგმვასა და განხორციელებას. ეს უნარები დაგეხმარება, გადადგა პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში და დამოუკიდებლად შეძლო შემდგომი განვითარება.

Commschool პარტნიორ წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს კურსის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმების ფართო შესაძლებლობას აძლევს. საუკეთესო კურსდამთავრებული კი გარანტირებულ სტაჟირებას გადის ერთ-ერთ კრეატიულ სააგენტოში. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ნინომ Commschool აირჩია. კურსის განმავლობაში განხილული რეალური ქეისებისა და პრაქტიკული დავალებების კეთება კი ამ
სფეროში კოორდინაციას კიდევ უფრო მარტივს ხდის.

კურსი პირველი, თუმცა მყარი ნაბიჯია გრაფიკული დიზაინის უსაზღვრო არეალში აღმოჩენისთვის და მხოლოდ მუდმივი შრომითა და საკუთარ თავზე მუშაობითაა შესაძლებელი პროფესიონალად ჩამოყალიბება.

თუ უკვე ინტერესი გაგიჩნდა გრაფიკული დიზაინის კურსის მიმართ, ნინოს შეფასებას გაგიზიარებ და გეტყვი, რომ:

წინ ძალიან დატვირთული, საინტერესო და სასიამოვნო პროცესი გელოდებათ. კურსის განმავლობაში მარტივია აღმოაჩინო და შეიძინო ახალი უნარები, მიიღო უწყვეტი ინსპირაცია და იპოვო საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.“

ასე რომ, თუკი ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენია შენი ინტერესები, არ შეწყვიტო ძიება და თამამად შეხვდი ახალ გამოწვევებს. მათ კი, ვინც გრაფიკული დიზაინით დაინტერესდით და მზად ხართ თქვენი შესაძლებლობების გამოსაცდელად, გელოდებით გრაფიკული დიზაინის კურსზე Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება