ამბები ციფრული რეკლამირების კურსიდან - სესილი ცინცქილაძე

blog-detail-img

იცოდი, რომ ციფრული რეკლამირება კომპანიის ცნობადობას დაახლოებით 80%-ით ზრდის? მარკეტინგის ეს მიმართულება ეხმარება ბიზნესებს, გააცნონ მათი პროდუქტი ფართო სამიზნე აუდიტორია, შეიძინონ ახალი მომხმარებლები და მიიღონ მეტი შემოსავალი. თუმცა, იმისთვის, რომ სასურველი შედეგები მიიღო, მხოლოდ კრეატიული სარეკლამო კამპანიის შემუშავება საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ ბრენდის ციფრული რეკლამირების სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებისას შესაბამის მონაცემებს დაეყრდნო.

თუკი ციფრული მარკეტინგი გაინტერესებს და გსურს ისწავლო, როგორ დაგეგმო ეფექტური სარეკლამო კამპანია, ეს ბლოგი შენთვისაა. აქ მოგიყვები სესილი ცინცქილაძის შესახებ, რომელმაც Commschool-ში Digital Advertising-ის კურსი გაიარა. წაიკითხე ბლოგი და გაიგე, რა შესაძლებლობებს გთავაზობს ეს პროგრამა.

სესილი სოციალური მედიის მენეჯერია და აქტიური შეხება ჰქონდა ციფრულ რეკლამირებასთანაც. მას ყოველთვის აინტერესებდა ეს მიმართულება და სურდა, რომ იგი უფრო სიღრმისეულად შეესწავლა.

მნიშვნელოვანია, რომ ციფრულ სამყაროში კარგად გესმოდეს, როგორ მუშაობს ესა თუ ის პლატფორმა და როგორ შეიძლება მიაღწიო მაქსიმალურ შედეგებს სხვადასხვა წყაროს გამოყენებით.

სწორედ ამ მიზნით სესილიმ გადაწყვიტა, რომ ციფრული რეკლამირების კურსი გაევლო. ის ეძებდა ისეთ პროგრამას, რომელშიც კარგად იქნებოდა შერწყმული თეორიული მასალა და პრაქტიკა. ამიტომ არჩევანი Commschool-ზე შეაჩერა, რაც კურსის სილაბუსმაც განაპირობა, რომელიც თემების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

Digital Advertising-ის პროგრამა
14 ლექცია | 42 საათი | 7 კვირა


ციფრული რეკლამირება - რას ისწავლი კურსზე?

Commschool-ის კურსების ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ნიშა პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლებაა. სტუდენტები თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად ასრულებენ არაერთ პრაქტიკულ სავარჯიშოს, რაც მასალის უფრო სრულყოფილად ათვისებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და დახვეწაში ეხმარებათ.

სწორედ ეს აღმოჩნდა სესილისთვის ყველაზე ღირებული რამ. პრაქტიკული სავარჯიშოები საშუალებას აძლევდა მას, მეტი ყურადღება მიექცია იმ დეტალებისთვის, რომლებიც Digital Advertiser-მა უნდა გამოიყენოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო შესრულებული დავალებების განხილვა და გაანალიზება ლექტორთან ერთად და მისგან რჩევების მიღება. ამ პროცესს უფრო საინტერესოს ხდიდა მისი პროფესიონალიზმი და მრავალმხრივი გამოცდილების გაზიარება.

შენც დაინტერესდი Digital Advertising-ის კურსით? მაშინ გეტყვი, რომ აქ გაეცნობი ყველა იმ საჭირო კომპონენტს, რომელიც საჭიროა ციფრულ არხებში ეფექტური სარეკლამო კამპანიის გასაშვებად. ისწავლი სარეკლამო სტრატეგიის შედგენას, სამიზნე აუდიტორიის სწორად განსაზღვრას, რეკლამირებას ყველაზე დიდ პლატფორმებზე (Google, Facebook, LinkedIn), ეფექტურობის გაზომვასა და ოპტიმიზაციას. ასევე სარეკლამო ხელსაწყოების გამოყენებასა და კამპანიის მონიტორინგსა და რეპორტინგს. გარდა ამისა, თუკი საუკეთესო შედეგებით დაამთავრებ კურსს, მიიღებ კარიერულ მხარდაჭერას Commschool-სგან და გაივლი გარანტირებულ სტაჟირებას პარტნიორ კრეატიულ სააგენტოში.

აქვე გაგიზიარებ სესილ შეფასებასა და სამომავლო გეგმებს: 

მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მეტად თავდაჯერებული გამხადა. შევძელი ჩემი უნარების გაუმჯობესება, ცოდნის გაღრმავება. ვისწავლე ბევრი ახალი და საინტერესო ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც გამიმარტივდა კონკრეტული პროცესების მართვა და მათი მიმდინარეობის შეფასება. სამომავლოდ ვგეგმავ, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო პროექტებში, რათა მეტად ეფექტური სარეკლამო კამპანიების შევქმნა.

ასე რომ, თუკი შენც გსურს ციფრული რეკლამირება შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციო და გახდე კონკურენტუნარიანი ბაზარზე, შემოგვიერთდი Commschool-ში! 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება