5 მარკეტინგული ტრენდი COVID-19-ით გამოწვეულ ახალ რეალობაში

blog-detail-img

თითქმის ერთი წელია,  რაც კორონა ვირუსის პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა. ბიზნესი გრძელი და რთული რეცესიისთვის ემზადება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი კომპანია რეალურ დროში ცვლის სტრატეგიას და აქცენტს აკეთებს 5 ძირითად ფაქტორზე, რომლებსაც სტატიაში განვიხილავთ 

1. CMO-ს როლი იზრდება

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი დაწერილა იმის შესახებ, რომ მარკეტინგის დირექტორის როლი დიდად მნიშვნელოვანი აღარ არის. რამდენიმე გლობალურმა ბრენდმა ეს პოზიცია ან ოდნავ შეცვალა (ციფრული მარკეტინგის დირექტორი, ბაზრის განვითარების დირექტორი), ან პირიქით – მთლიანად გააუქმა.

მარკეტინგის დირექტორები ხშირად წუწუნებენ, რომ აღმასრულებელი დონის მენეჯერებისგან უჭირთ დაფინანსების მოპოვება მარკეტინგული აქტივობებისთვის. მართლაც, ეს სწორედ ის დეპარტამენტია, რომელსაც რთულ პერიოდებში ხშირად ბიუჯეტს უმცირებენ. თუმცა, COVID-19-მა სიტუაცია შეცვალა.

პანდემიის დროს უფრო მნიშვნელოვანი გახდა მოქნილობა და გაძლიერებული შიდა ურთიერთობები. კომპანიების აღმასრულებელმა მენეჯერებმა გაიაზრეს მარკეტერების უმნიშვნელოვანესი როლი არა მარტო ბიზნესის შიდა პროცესებში, არამედ მომხმარებელთან ურთიერთობების მართვის საკითხშიც. დაწყებული ინსაითებითა და ბრენდის პოზიციონირებით, დამთავრებული ელექტრონული კომერციითა და ანტიკრიზისული კომუნიკაციით – მარკეტინგის დეპარტამენტი COVID-19-ის პერიოდში უფრო ღირებული ხდება. ისეთ მსხვილ ბრენდებსაც კი, როგორებიცაა McDonalds, NatWest და Telstra, CMO-ს-ს პოზიცია გაუქმებული ჰქონდათ, თუმცა წელს აღადგინეს. სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში კიდევ ბევრი კომპანია გააკეთებს აქცენტს მარკეტინგის ხელმძღვანელობაზე.

2. მიზანი მნიშვნელოვანია

2020 წელს მსოფლიოში ერთდროულად ოთხი კრიზისია – პანდემია, ეკონომიკური რეცესია, კლიმატის საგანგებო სიტუაცია და ყველაზე დიდი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლი მოძრაობა. მომხმარებლები მოქმედებას არა მარტო მთავრობისგან, არამედ ბრენდებისგანაც ელიან. მაგალითად, ვარკის კვლევის მიხედვით, მომხმარებლებს სურთ, რომ კომპანიებმა Black Lives Matter მოძრაობას მხარი დაუჭირონ. ის ბრენდები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, დიდ ფინანსურ ზარალსაც მიიღებენ.

3. მარკეტინგული პროცესების თანმიმდევრობა

პანდემიის საწყის ეტაპზე მრავალი ბრენდი ცდილობდა ახალი რეკლამის განთავსებას, ალბათ უამრავ სენტიმენტალურ მესიჯსაც წაიკითხავდით ერთიანობის შესახებ. თუმცა, მარკეტერები ახლა იაზრებენ სტრუქტურირების მნიშვნელობას – ცვალებად ბიზნეს გარემოში ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ და სტრატეგიაც შესაბამისი უნდა გქონდეთ. განსაზღვრეთ, რა ტრენდებია ახლა და რა აღარ იქნება მომავალში. ამასთან, აუცილებლად შეაგროვეთ მომხმარებელთა მონაცემები – რეალურ დროში მოქმედება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია.

4. მეტი ინვესტიცია ელექტრონულ კომერციაში

Warc-ის გლობალური რეკლამირების ანგარიშის მიხედვით, წელს ბრენდები $59 მილიარდს დახარჯავენ ელექტრონული კომერციის რეკლამებზე. მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციების მოცულობა 18.3% -ით გაიზრდება. Amazon-ს პანდემიის პერიოდში გაყიდვების რეკორდული ზრდა ჰქონდა, კერძოდ, მთლიანმა წმინდა გაყიდვებმა 2020 წლის მეორე კვარტალში $88.9 მილიარდს მიაღწია. 

5. განახლებული ფოკუსი ბრენდის გამოცდილებაზე

ბრენდის შენების პროცესში გამოცდილება უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მაგალითად, COVID-19-ის პერიოდში მომხმარებლებისთვის აუცილებელია ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ სისუფთავის ნორმების დაცვას და მომხმარებლების საჭიროებების დაკმაყოფილებას. მომდევნო თვეების განმავლობაში ამ მიმართულების მესიჯები და შესაბამისი სტრატეგია აქტუალურობას არ დაკარგავს.


ავტორი: მარიამ კერესელიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება