5 მიზეზი, რატომ უნდა გახდე Back-end დეველოპერი

blog-detail-img

შეიძლება ფიქრობ, ფიქრობ და გიჭირს გადაწყვიტო, რამდენად გინდა Web დეველოპმენტის სწავლა? ან უკვე გქონია მასთან გარკვეული შეხება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცი, გინდა თუ არა ამ ცოდნის გაღრმავება? მოდი, ვიდრე ყოყმანობ, ჩვენს ერთ-ერთ კურსზე მოგიყვები, შეიძლება გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარო.

Web დეველოპმენტი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ხდება. Web დეველოპმენტის განუყოფელი ნაწილია Back-End-ი, იგივე Server Side დეველოპმენტი...

Introduction to Programming-ის კურსი სწორედ Back-End-ის შესწავლას მოიცავს 0-დან ისეთ ასპექტებთან ერთად, როგორიცაა Computer Science-ის საწყისები, მონაცემთა ბაზები, საჭირო ხელსაწყოები და სხვა.

აქვე მინდა იცოდე ისიც, რომ Back-End-ის დეველოპერების პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიების წილი საქართველოში 66%-ს შეადგენს და მათი საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 3500 ლარია. პროფესია მოქნილიცაა, შეგიძლია სხვადასხვა ფრილანს პროექტზე remote იმუშავო და გამოცდილება დააგროვო ისეთი ყველაზე დიდი პლატფორმების დახმარებით, როგორებიცაა: Toptal, Upwork, Freelancer და სხვა.

კურსს რომ დავუბრუნდეთ, პროგრამას C# -ზე დაფუძნებით გაივლი. ცოტა რამ C#-ზეც: C# Stack Overflow-ს გამოკითხვის მიხედვით ტოპ N2 პროგრამირების ენაა, რომელსაც Software დეველოპერები ყველაზე ხშირად იყენებენ Back End-ში. ამავე გამოკითხვის მიხედვით, C# დეველოპერები ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები არიან მსოფლიოში.

C#-ით, კერძოდ .NET პლატფორმის დახმარებით, დღესდღეობით უამრავი Enterprise დონის აპლიკაცია იქმნება. .NET-ს უკან უდგას Microsoft. სწორედ მათზეა შექმნილი ისეთი ცნობილი პროდუქტები, როგორიცაა Stack Overflow, UPS ვებ-გვერდი და სხვა.

კურსს არტურ ზახარიანი უძღვება, რომელსაც WEB Development-ში 4 წლიანი გამოცდილება აქვს და DataArt-ის .Net დეველოპერის პოზიციას იკავებს. ამასთან, უთანამშრომლია TBC Pay-სა და Credo Bank-თან.

კურსის ფარგლებში სტუდენტებს გავუზიარებ ჩემ მიერ დაგროვებულ ცოდნას, როგორც თეორიის, ასევე პრაქტიკის სახით. გავეცნობით პროგრამირების საწყისებს, დიზაინ პატერნებს და ასევე სხვადასხვა ტიპის პროგრამირების პარადიგმებს. პროგრამის განმავლობაში შეხება გვექნება ასევე მონაცემთა ბაზებთან.

უფრო კონკრეტულად კი, კურსის დასრულების შემდეგ შენ შეძლებ:

არ დაგავიწყდეს, ამ ყველაფერს შეძლებ მაშინ, როდესაც კურსზე ჩაირიცხები, თან ამისთვის არანაირი წინარე ცოდნა არ მოგეთხოვება, ყველაფერს 0-დან იწყებ. ერთადერთი, რაც დაგჭირდება, არის მხოლოდ შრომისმოყვარეობა, მონდომება, ცნობისმოყვარეობა და ბევრი, ბევრი მოთმინება.

დანარჩენი Hard სქილების დაუფლება, როგორიცაა ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები, პროგრამირების საფუძვლები, არის მხოლოდ და მხოლოდ დროის, პრაქტიკის და ბევრი ვარჯიშის შედეგი.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ორენოვანი სერტიფიკატი და კარიერულ განვითარებაში მხარდაჭერა კი ჩვენზეა. შეგახსენებ, Commschool-ში მოქმედებს Alumni Club, რომელშიც კურსის წარმატებით დასრულებისთანავე ავტომატურად ჩაირიცხები. კლუბი უზრუნველყოფს შენს სამომავლო კარიერის განვითარებაში ხელშეწყობას, გეხმარება მიიღო ექსკლუზიური სამუშაო შესაძლებლობები და გაიარო სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში.

აბა, რას ფიქრობ?

აქვე, იმასაც გეტყვი, რომ Introduction to Programming-ს ერთი საინტერესო პირობაც აქვს: N1 კურსდამთავრებულს სწავლის გადასახადი სრულად უბრუნდება!

თუ Back End Development-ით დაინტერესდი და ამ მიმართულებით განვითარება გინდა, ამ ბმულს გამოყევი


ავტორი: სოფიკო ღონღაძე

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება