11 ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგია დეველოპმენტში

blog-detail-img

თუ აპირებ დახარჯო დრო და ენერგია, რომელიც საჭიროა ახალი პროგრამირების ენების შესასწავლად, პირველ რიგში, უნდა დარწმუნდე, რომ შენ მიერ არჩეული ენები ყველაზე მოთხოვნადი პროგრამირების ენებია ბაზარზე და კარიერული განვითარების პერსპექტივა გექნება.

თუ ჯერ არ ხარ დარწმუნებული საიდან უნდა დაიწყო, სწორ ადგილას მოხვდი, რადგან ამ ბლოგში გაგაცნობ პროგრამირების 11 ყველაზე მოთხოვნად ენას და მოგცემ რამდენიმე რჩევას თუ როგორ შეგიძლია ისწავლო ისინი.

1. JavaScript

რისთვის გამოიყენება ეს ენა:

  • ვებ დეველოპმენტი;
  • თამაშების დეველოპმენტი;
  • მობილური აპლიკაციები;
  • ვებ სერვერების შექმნა;

Stack Overflow-ის 2022 წლის Developer Survey-ის მიხედვით, JavaScript ამჟამად ყველაზე ხშირად გამოყენებული ენაა მსოფლიოში (65.36%), შემდეგ მოდის HTML/CSS (55.08%), SQL (49.23%), Python (48.07%) და TypeScript. (34,83%). ის ასევე არის ყველაზე მოთხოვნადი პროგრამირების ენა ამერიკაში 

JavaScript გამოიყენება ვებ გვერდების ქცევის სამართავად. მისი საშუალებით კოდერებს შეუძლიათ შექმნან დინამიური ვებ ელემენტები, როგორიცაა ანიმაციური გრაფიკა, ინტერაქტიული რუკები, დასაკლიკი ღილაკები და სხვა. პროგრამისტები, რომლებიც იყენებენ HTML, CSS და JavaScript-ს ტანდემში, იღებენ ვებ-გვერდის კონტროლის უფრო მაღალ დონეს და შეუძლიათ უზრუნველყონ მომხმარებლის უკეთესი გამოცდილება ნავიგაციის თვალსაზრისით.

JavaScript არის ყველაზე გავრცელებული კოდირების ენა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში გამოიყენება. ეს ხდება იმიტომ, რომ ვებ ბრაუზერების უმეტესობა იყენებს მას და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად  სასწავლი ენა. JavaScript-ს თითქმის არ სჭირდება კოდირების წინასწარი ცოდნა – როგორც კი სწავლას დაიწყებთ, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ გამოიყენოთ პრაქტიკაშიც.

ენის ყველაზე მაღალი დონის გამოყენებადობა, ხდის JavaScript-ს ნომერ პირველ ადგილზე ჩვენს სიაში.

2. Python

რისთვის გამოიყენება ეს ენა:

  • Back-end development;
  • მონაცემთა მეცნიერება;
  • აპლიკაცის დეველოპმენტი;

Python არის ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა, რომელიც დეველოპერებს აძლევს უფლებას გამოიყენონ პროგრამირების რამდენიმე განსხვავებული სტილი (მაგ., ფუნქციონალური, ობიექტზე ორიენტირებული, ამრეკლავი და ა.შ.) პროგრამების შექმნისას. რამდენიმე პოპულარული ციფრული პლატფორმა სწორედ Python-ით შეიქმნა, მათ შორის YouTube, Google Search და iRobot მანქანები. ის ასევე, HackerRank-ის მიხედვით, მეორე ყველაზე მოთხოვნადი პროგრამირების ენაა ამერიკაში .

როგორც ერთ-ერთი ყველაზე მარტივად შესასწავლი და გამოსაყენებელი ენა, Python იდეალურია როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი დეველოპერებისთვის. ენას გააჩნია ვრცელი ბიბლიოთეკა, რომელიც მხარს უჭერს გავრცელებულ ბრძანებებსა და ამოცანებს. მისი ინტერაქციული თვისებები პროგრამისტებს საშუალებას აძლევს, დაწერისთანავე შეამოწმონ კოდი, რაც ამცირებს კოდის გრძელი სექციების შექმნასა და ტესტირებაზე დახარჯულ დროს.

3. HTML

რისთვის გამოიყენება ეს ენა:

  • ვებ დოკუმენტები;
  • ვებ-გვერდის განვითარება;
  • ვებ-გვერდის ტექნიკური მომსახურება;

HTML ნიშნავს ჰიპერტექსტის მარკირების ენას. რთული ჟღერადობის სახელმა არ მოგატყუოთ, HTML არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საფეხური პროგრამირების სამყაროში.

ტექნიკურად, HTML არის მარკირების ენა, რაც ნიშნავს, რომ ის პასუხისმგებელია ვებსაიტზე ინფორმაციის ფორმატირებაზე. არსებითად, HTML გამოიყენება ჩვეულებრივი ტექსტით ვებ გვერდების აღსაწერად. მას არ აქვს იგივე ფუნქციები, როგორც ამ სიაში ჩამოთვლილ სხვა პროგრამირების ენებს და შემოიფარგლება საიტზე ტექსტის შექმნითა და სტრუქტურირებით. სექციები, სათაურები, ბმულები და აბზაცები HTML დომენის ნაწილია.

4. CSS

რისთვის გამოიყენება ეს ენა:

  • ვებ დოკუმენტები;
  • ვებ-გვერდის განვითარება;
  • ვებ-გვერდის დიზაინი;

CSS, ან სტილების კასკადური ცხრილები, ჩვეულებრივ გამოიყენება HTML-თან ერთად და მართავს საიტის ვიზუალურ მხარეს. HTML აწყობს საიტის ტექსტს ნაწილებად, ხოლო CSS პასუხისმგებელია გვერდის ყველა ელემენტის ზომის, ფერისა და პოზიციის განსაზღვრაზე.

CSS ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ენაა; მას აქვს ფუნქცია, მას შემდეგ რაც მომხმარებლები განსაზღვრავენ მთავარი საბაზისო ელემენტის ესთეტიკას, მათ აღარ მოუწევთ ხელით გაიმეორონ თავიანთი კოდი ვებსაიტზე. უფრო მეტიც, საიტის ორგანიზაციის დელეგირება HTML-ზე, ხოლო ესთეტიკის CSS-ზე ნიშნავს, რომ მომხმარებლებს არ დასჭირდებათ ვებ გვერდის მთლიანად გადაწერა მხოლოდ ფერის შესაცვლელად.

CSS არის ენა, რომელიც დამწყებ პროგრამისტებს საშუალებას აძლევს, მეტაფორულ კოდირების სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგან. 

5. Java

რისთვის გამოიყენება ეს ენა:

  • ელექტრონული კომერცია;
  • ფინანსები;
  • აპლიკაციის განვითარება;

Java არის ზოგადი გამოყენების და ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა. ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირებისას, დეველოპერები ქმნიან ობიექტებს, რომლებიც მოიცავს ფუნქციებსა და მონაცემებს. მათი გამოყენება შემდეგ შეიძლება პროგრამებისა და აპლიკაციების სტრუქტურის უზრუნველსაყოფად.

ეს ენა შედარებით მარტივია შესასწავლად და გამოსაყენებლად, სარგებლობს წარმოუდგენელი უსაფრთხოებით და შეუძლია დიდი რაოდენობით მონაცემების მართვა. ეს მახასიათებლები Java-ს იდეალურ ენად აქცევს ონლაინ ფინანსური სექტორისთვის და ამიტომ ხშირად გამოიყენება ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა საბანკო, ბილინგი და საფონდო ბაზარი.

Java-ს შეუძლია ეფექტურად იმუშაოს ნებისმიერ ოპერატიულ სისტემაზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მათგანი იყო გამოყენებული ორიგინალური კოდის დასაწერად. ამრიგად, ის იდეალურია აპლიკაციების დასაწერად არა მხოლოდ მობილური ტელეფონებისთვის და კომპიუტერებისთვის, არამედ დისტანციური პროცესორებისთვის, სენსორებისთვის და სხვა სამომხმარებლო პროდუქტებისთვის.

6. SQL

რისთვის გამოიყენება ეს ენა:

  • მონაცემთა ბაზის მართვა;
  • გაყიდვების ანგარიშები;
  • Ბიზნეს მენეჯმენტი;

SQL, ან შეკითხვის სტრუქტურირებული ენა, არის ენა, რომელიც საშუალებას აძლევს პროგრამისტებს მონაცემთა ბაზებზე დიდი გავლენა ჰქონდეთ. როგორც დომენის სპეციფიკური ენა, ის ძირითადად შექმნილია მონაცემთა მართვისთვის RDBMS-ში (ურთიერთდაკავშრებულ მონაცემთა მართვის სისტემა). მარტივად რომ ვთქვათ, SQL-ს შეუძლია მონაცემთა ბაზაში მოძიება, ჩანაწერების განახლება, დამატება ან წაშლა.

მიუხედავად იმისა, რომ SQL უაღრესად ფუნქციონალურია, ის უკეთესად მუშაობს მცირე მონაცემთა ბაზებთან და ყოველთვის არ ემსახურება ვრცელ მონაცემთა მართვას.

7. NoSQL

რისთვის გამოიყენება ეს ენა:

  • მონაცემთა ბაზის მართვა;
  • გაყიდვების ანგარიშები;
  • ბიზნეს მენეჯმენტი;

NoSQL, შეიქმნა SQL-ის მასშტაბურობის გასაუმჯობესებლად. SQL იყენებს მონაცემთა ბაზის/ნაკადის მართვის რელაციურ სისტემებს, რომლებიც ინახავს მონაცემებს ცხრილებში და მათზე მანიპულირების საშუალებას აძლევს მომხმარებლებს. მეორეს მხრივ, NoSQL მონაცემთა ბაზები არ იყენებენ ცხრილებს, რაც  შეიძლება კონკრეტული აპლიკაციებისთვის უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე მისი წინამორბედები. 

იმის გამო, რომ ეს ენები ძალიან მრავალმხრივია, ისინი მაღალ ადგილს იკავებენ ჩვენს ყველაზე მოთხოვნადი კოდირების ენების სიაში.

8. C#

რისთვის გამოიყენება ეს ენა:

  • თამაშების დეველოპმენტი;
  • დესკტოპის/ვებ/მობილური აპლიკაციები;
  • ვირტუალური რეალობა;

C Sharp ენა მიეკუთვნება პროგრამირების ენების ობიექტზე ორიენტირებულ ოჯახს. C# გამოვიდა 2002 წელს Microsoft-ის მიერ და არის C++ კოდირების ენის გაუმჯობესება.

როგორც ზოგადი დანიშნულების ენა, C# სულ უფრო პოპულარული ხდება ვებ და დესკტოპ აპლიკაციების შემუშავებისთვის; სხვა პოპულარული ენების მსგავსად, უზარმაზარი საზოგადოება მუშაობს C#-ით და მხარდაჭერას სთავაზობს ახალ შემსწავლელებს. ამის გამო, C#-ის სწავლა შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ზოგიერთი უფრო ახალი და ნაკლებად დოკუმენტირებული ენების. გარდა ამისა, C# იდეალურია სულ უფრო პოპულარული მობილური აპლიკაციებისა და თამაშების შესაქმნელად. ეჭვგარეშეა, რომ ეს ენა მომდევნო წლებშიც სასარგებლო იქნება.

9. Rust

რისთვის გამოიყენება ეს ენა:

  • ოპერატიული სისტემები;
  • ვირტუალური რეალობა;
  • ვებ-ბრაუზერები;

Stack Overflow-ის მიხედვით, Rust მუდმივად იკავებს პროგრამირების ყველაზე საყვარელი ენების პირველ ადგილს, მომხმარებელთა 86% აცხადებს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან კიდევ უფრო განვთარდნენ.

თუმცა, გამოკითხვაში Rust-ის მომხმარებლებმა შეადგინეს დეველოპერების მხოლოდ 3%, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროგრამისტების დიდი უმრავლესობა არ იცნობს მას. Rust არის “მრავალპარადიგმური” პროგრამირების ენა, რაც ნიშნავს, რომ ის დეველოპერებს საშუალებას აძლევს იმუშაონ პროგრამირების სხვადასხვა სტილში. სინტაქსში, ის შედარებულია C++-თან, თუმცა გამოიყენება უფრო მეტ აპლიკაციაში.

თუ თქვენ ეძებთ უკეთეს კროს-პლატფორმულ შესაძლებლობებს ან უბრალოდ უკეთეს კარიერულ პერსპექტივებს, Rust ამისთვის შესანიშნავი ენაა.

10. Perl

რისთვის გამოიყენება ეს ენა:

  • სისტემის ადმინისტრირება;
  • მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის დეველოპმენტი;
  • ქსელური პროგრამირება;

Perl არ არის ყველაზე ხშირად გამოყენებული ენა ბაზარზე. ფაქტობრივად, დეველოპერების მხოლოდ 3,1 პროცენტმა გამოიყენა იგი 2020 წელს. თუმცა, ამ ენას სხვა მიზეზის გამო გირჩევ. Perl-ის სწავლამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს შენი შემოსავლის პოტენციალი.

Perl – არის სკრიპტირების ენა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ტექსტური ფაილიდან ინფორმაციის ამოსაღებად და ანგარიშის შესაქმნელად. ის არის ინტერპრეტირებული ენა, სადაც მესამე “ინტერპრეტაციის” მანქანა ათავსებს კოდს და ასრულებს დავალებას. ჩვეულებრივ, ინტერპრეტირებულ პროგრამებს მეტი ცენტრალური პროცესორი სჭირდება, მაგრამ რადგან Perl ასეთი ლაკონური ენაა, ის ქმნის მოკლე სკრიპტებს, რომლებიც შეიძლება სწრაფად დამუშავდეს.

11. Go

რისთვის გამოიყენება ეს ენა:

  • სისტემის/ქსელის პროგრამირება;
  • აუდიო/ვიდეო მონტაჟი;
  • დიდი მოცულობის მონაცემები;

Google-ში 2007 წელს შემუშავებული Go არის უმაღლესი დონის პროგრამირების ენა. მას შეუძლია რამდენიმე პროცესის ერთდროულად შესრულება და აქვს ვრცელი „ლექსიკა“, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია მეტი ინფორმაციის ჩვენება, ვიდრე სხვა ენებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ის იყენებს C-ის მსგავს სინტაქსს, Go არის გამორჩეული ენა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი დონის მეხსიერების უსაფრთხოებისა და მართვის ფუნქციებს. გარდა ამისა, ენის სტრუქტურული აკრეფის შესაძლებლობები იძლევა დიდი ფუნქციონალურობისა და დინამიზმის საშუალებას. 

ახალი ენის შესწავლა პროფესიული განვითარებისთვის, ყოველთვის კარგი იდეაა. შენი პირველი ნაბიჯი დამოკიდებულია შენზე, შენს განრიგსა და ხელთ არსებულ რესურსებზე. ტექნოლოგიურ სამყაროში ცხოვრება გვაძლევს უამრავ ალტერნატივას როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე – პროგრამირების სამყაროში. რომელ გზას აირჩევ, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. 

იმისათვის რომ სწორი გზა იპოვო, და ტექნოლოგიების სფეროში კარიერის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა, გაეცანი სტატიას Commschool-ის კურსების შესახებ, ან მოგვწერე და გაიარე უფასო ინდივიდუალური კონსულტაცია

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება