UX Research & Design: გზამკვლევი კარიერაში

blog-detail-img

იმისთვის, რომ შექმნა მომხმარებელზე მორგებული აპლიკაცია ან ვებ-გვერდი, საჭიროა მისი ტექნიკური, ვიზუალური და შინაარსობრივი გამართვა. ამ მიზნის მისაღწევად თითოეული მიმართულებით მომუშავე ადამიანი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, რითაც წარმატებული ციფრული პროდუქტის შექმნას უწყობენ ხელს. ამჯერად, შენს ყურადღებას UX Research & Design-ზე შევაჩერებ და მოგიყვები, თუ რა როლი აქვს UX დიზაინერს ამ პროცესში.

UX (User Experience) დიზაინერი მუშაობს აპლიკაციისა თუ ვებ-გვერდის შინაარსობრივ მხარეზე. ის შეისწავლის მომხმარებლებისა და ციფრული პროდუქტის ურთიერთქმედებასა და მომხმარებლის გამოცდილებას. განსაზღვრავს, რამდენად მარტივად არის შესაძლებელი მისი გამოყენება და სხვადასხვა ამოცანების შესრულება. აქედან გამომდინარე, UX დიზაინერის ამოცანაა, შექმნას მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც იქნება მარტივად გასაგები, მოსახერხებელი და ინტერაქციული.

საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს UX დიზაინი, არა? მაშინ მოგიყვები, რა ეტაპები უნდა გაიარო იმისთვის, რომ გახდე წარმატებული UX დიზაინერი.

1. ისწავლე და გამოიმუშავე UX Research & Design-თვის საჭირო ძირითადი უნარები

ეს ცოდნა მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან ტექნიკურ უნარს, როგორებიცაა, მაგალითად, მომხმარებლების კვლევა და მიღებული ინფორმაციის ანალიზი მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინი, ციფრული პროდუქტის გამოყენების ტესტირება, პროტოტიპების შექმნა. ამასთან ერთად, აუცილებელია რბილი უნარებიც: პროექტების მართვა, კომუნიკაცია, კოლაბორაცია და კრიტიკული აზროვნება.

2. ისწავლე, როგორ გამოიყენო UX Research & Design-ის მთავარი ხელსაწყოები

მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად UX დიზაინერები სხვადასხვა ციფრულ ხელსაწყოებს მიმართავენ. ესენია Sketch, Illustrator, InVision Studio, Adobe XD, Axure, Figma, Marvel. მათგან ყველაზე ფართოდ გავრცელებული Sketch არის. ინტერფეისის დიზაინისთვის კი უმეტესად Photoshop-ს მიმართავენ.

აქვე გეტყვი, რომ UX პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო კომპონენტი არის ციფრული პროდუქტის პროტოტიპის შექმნა. ამისთვის ხშირად გამოიყენება შემდეგი პროგრამები: Principle, Flinto, Framer და ProtoPie. ისინი დიზაინერს ეხმარება, შექმნას საბოლოო პროდუქტის ერთგვარი სიმულაცია და შეამოწმონ იგი ბაზარზე გამოშვებამდე.

3. იმუშავე ინდივიდუალურ UX პროექტებზე

მართალია, თეორიული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული პროექტების განსახორციელებლად, თუმცა არანაკლებ საჭიროა პრაქტიკული გამოცდილებაც. ამიტომ, გირჩევ, რომ სწავლის პარალელურად აქტიურად იმუშაო საკუთარ UX პროექტებზე ინდივიდუალურად. ამ პროცესში შეძლებ რეალურად შექმნა სხვადასხვა ტიპის აპლიკაციისა თუ ვებ-გვერდის UX დიზაინი, გამოცადო შენი შესაძლებლობები, დახვეწო შესაბამისი უნარები.

შეეცადე, რომ მოიცვა განსხვავებული სფეროს პროექტები. ეს გააძლიერებს შენ მიერ ათვისებულ UX დიზაინის ფუნდამენტურ უნარებს. ჩაერთვები UX დიზაინის შექმნის სრულ პროცესში: ისწავლი, როგორ შეიმუშაო სწორი სტრატეგია და ჩაატარო მომხმარებლის კვლევა, შექმნა შესაბამისი ინტერფეისი. ამასთან ერთად, შეძლებ შენი პორტფოლიოს მრავალფეროვანი პროექტებით გამდიდრებას, რაც სამსახურის ძიებისას აუცილებლად დაგეხმარება.

4. შექმენი UX პორტფოლიო

როგორც კი განივითარებ UX Research & Design-თვის საჭირო ყველა ძირითად უნარს, დროა, შეუდგე პორტფოლიოს შექმნას. ვაკანსიაზე აპლიკაციის შევსებისას მისი გაგზავნა ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. კარგი პორტფოლიოს შესადგენად არ არის საჭირო მისი შევსება შენი ყველა ნამუშევრით. უკეთესი იქნება, თუ პირველ რიგში, მოიძიებ იმ კომპანიის შესახებ ინფორმაციას, რომლის ვაკანსიაზეც გსურს განაცხადის გაკეთება. შემდგომ კი, შესაბამისი სფეროს მიხედვით, შეარჩიო დაახლოებით 5 პროექტი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კომპანიის საქმიანობას, მიღწევებს, მიზნებსა და შენს როლს ამ პროცესში.

შენი UX პორტფოლიო უფრო დახვეწილი იქნება, თუკი იგი მაქსიმალურად დაახლოებული იქნება შენს პიროვნებასთან. იქნება ორიგინალური და ავთენტური. თითოეული დეტალი უნდა მეტყველებდეს შენზე და ჰყვებოდეს ისტორიას როგორც პროექტის შექმნის, ისე შენი უნიკალური უნარებისა და კრეატიულობის შესახებ.

5. შეიტანე განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე

UX დიზაინერები არაერთ განსხვავებულ სფეროში არიან დასაქმებულნი. ამიტომ მათ მიერ დაკავებული პოზიციები შესაძლოა სხვადასხვა დასახელების იყოს. ამიტომ შენთვის საინტერესო ვაკანსიის ძიებისას მათი ცოდნა გამოდგება. ეს მცირე ჩამონათვალია UX დიზაინის იმ პოზიციებისა, რომელსაც შესაძლოა ამ პროცესში გადააწყდე:

ახლა კი შენთვის კარგი ამბავი მაქვს. თუკი Commschool-ში UX Research & Design კურსზე დარეგისტრირდები, შესაძლებლობა გექნება, ეს ეტაპები თანმიმდევრულად და წარმატებით გაიარო. ჩვენთან შეისწავლი UX დიზაინისთვის საჭირო ყველა უნარს, იმუშავებ ინდივიდუალურ პროექტზე და ასევე, გექნება წვდომა პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებთან და სტაჟირებებთან.

ასე რომ, თუკი მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და გსურს, დაეუფლო ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას, შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება