UX Research & Design: ანა ნავროზაშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img

ჩემთვის სასიამოვნო პროცესია მომხარებელთან ურთიერთობა, მათ ქცევაზე დაკვირვება და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება რაც მომხარებლის გამოცდილებას გააუმჯობესებს.

მას შემდეგ, რაც ციფრულმა პროდუქტებმა ბევრი ყოველდღიური საქმე ჩაანაცვლა, გაჩნდა საჭიროება, რომ ეს პროდუქტები მაქსიმალურად მორგებული იყოს ადამიანების მოთხოვნებს და შესაძლებლობებს. პროდუქტებიდან მიღებული გამოცდილება (UX) ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია წარმატებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ სფეროში კომპეტენტური კადრის ყოლა.

ამ ბლოგში ანა ნავროზაშვილს გაგაცნობ, რომელმაც UX Research & Design-ის კურსი გაიარა ამ სფეროში მზარდი მოთხოვნის გამო და სურვილი ჰქონდა შეეძინა სპეციალიზებური უნარები, რისთვისაც კომუნიკაციის სკოლა აირჩია.

ანა ყოველთვის დაინტერესებული იყო ტექნოლოგიებით, ადამიანების მათთან ურთიერთობით და სურდა გაეგო რა გავლენა აქვს ახალ ტექნოლოგიებს ადამიანების ცხოვრებაზე.

მისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ურთიერთობა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მომხმარებლის გამოცდილებას გააუმჯობესებს, ამიტომაც გადაწყვიტა UX Research & Design-ის კურსის გავლა.

რაც შეეხება თავად კურსს, ანას თქმით, მან მოლოდინებს სრულიად გადააჭარბა, რადგან აქ შეისწავლა ისეთი საჭირო მიდგომები და უნარები, როგორიცაა მომხმარებლის საჭიროებების გაგება, გამოყენებადობის ტესტირება, ინტერფეისის დიზაინი და ა.შ. რომლებიც რეალურ სამყაროში ეფექტურად გამოიყენება.  

UX დიზაინისა და კვლევის კურსმა გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. ყველაზე ღირებული ნაწილი იყო მომხმარებლის კვლევის მეთოდოლოგიების სწავლა და მათი გამოყენება რეალურ სამყაროში.

გაეცანი კურსის დეტლებს

22 ლექცია / 66 საათი / 11 კვირა

ანასთვის მთავარი გამოწვევა იყო მომხმარებლის კვლევებიდან შეგროვებული ინფორმაციის მიღება და მისი დიზაინის იდეებად გადაქცევა,რომელიც მოიცავდა მონაცემთა ანალიზისა და მნიშვნელოვანი შაბლონების მოძიებას, რაც წარმართავდა დიზაინის პროცესს. ეს გამოწვევა მოითხოვდა კრიტიკულ აზროვნებას და კრეატიულობას, რათა მიღებული დიზაინით დაკმაყოფილებულიყო მომხმარებელთა საჭიროებები. 

მსურს მომავალში გამოვიყენო კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უნარები. და მჯერა, რომ წინ დიდი შესაძლებლობები მელის. მოუთმენლად ველი პრაქტიკული გამოცდილების მიღებას და ჩემი უნარების დახვეწას რეალურ სამყაროში არსებულ პროექტებზე მუშაობისას. ჩემი კარიერის შემდგომი წინსვლისთვის ვფიქრობ რომ უწყვეტი სწავლა და თვითგანვითარება აუცილებელია პროფესიული ზრდისთვის. ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა, მჯერა, რომ ამ სფეროში ზრდისა და წარმატების უამრავი შესაძლებლობა არსებობს.

UX Research & Design: ფინალური პროექტი

ანას ფინალური პროექტი მოიცავდა ჯანსაღი საკვების მიტანის აკლიკაციას. მთავარი დავალება იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებდა მომხარებლის საჭიროებებს. მუშაობის პირველი ეტაპი იყო მომხმარებელთა კვლევის ჩატარება, რათა დადგენილიყო სამიზნე აუდიტორიის პრეფერენციები, დიეტური საჭიროებები და ჯანსაღი საკვების მიწოდებასთან დაკავშირებული ტკივილის წერტილები.  ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, კი ყურადღება გავამახვილდა ვებსაიტის ინტერფეისის დიზაინზე. პროექტზე მუშაობის პარალელურად, ანა ფიდბექებს იღებდა ლექტორებისგან, რომლებიც მუდამ ჩართულები იყვნენ სასწავლო პროცესში.

პროექტის საბოლოო შედეგით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. ჩემ მიერ შექმნილი ვებსაიტის ინტერფეისის დიზაინი ეფექტურად წარმოადგენს ჯანსაღი საკვების მიწოდების აპლიკაციას, რაც ხაზს უსვამს კურსისგანმავლობაში შეძენილ ცოდნასა და უნარებს.

მათ, კი ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი, ანა ურჩევს რომ დარჩეს ცნობისმოყვარე, ივარჯიშოს თანაგრძნობით, შექმნას სამუშაო პორტფოლიო, ითანამშრომლოს UX საზოგადოებასთან და დარწმუნდეს, რომ რეგულარულად ივარჯიშებს, რათა გამოიმუშავონ ისეთი უნარები როგორიცაა: თვითდასწავლის,სოციალური უნარები. ასევე ურჩევს UX დიზაინის პლატფორმებს, როგორიცაა: Figma, Adobe XD და Sketch. მასთან ერთად ურჩევს სტივ კრუგის წიგნს Don’t Make Me Think რომელიც ფოკუსირებულია ინტუიციური და მოსახერხებელი დიზაინის პრინციპებზე და UX Podcast სადაც მოცემულია დისკუსიები UX პროფესიონალებთან,სხვადასხვა თემებზე, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის გამოცდილების დიზაინთან, გამოყენებადობასთან და ციფრული პროდუქტის განვითარებასთან.

ყოველთვის განაგრძონ სწავლა და თუ თვლიან, რომ თვითონ ვერ ისწავლიან და ეძებენ კურსებს, მენტორს ან ვინმეს, ვინც გაუადვილებს საქმეს ვურჩევ რომ კურსი ქომსქულში გაიარონ.

 
 

მე კი გეტყვი, რომ ქომსქულში UX Research & Design-ის მომდევნო მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.  ასე რომ, თუ მზად ხარ ახალი ნაბიჯების გადასადგმელად, ქომსქული ის ადგილია, სადაც ყოველთვის დაგეხმარებიან. შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება