UX კვლევა & დიზაინი: თამო ცინცაძის შთაბეჭდილებები კურსიდან

blog-detail-img

ჩვენი ყოველდღიურობის უკვე საკმაოდ დიდი ნაწილი ციფრულ სამყაროს ეთმობა. ვებ-გვერდებისა თუ მობილური აპლიკაციების საშუალებით სხვადასხვა სახის ოპერაციებს უფრო მარტივად ვახორციელებთ.  მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტის შექმნაში კომპანიებს UX კვლევა & დიზაინი ეხმარება, რომელიც პროდუქტიდან მიღებულ გამოცდილებას საინტერესო მიგნებებში თარგმნის. ამიტომ ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრების ყოლა ყველა ბიზნესისთვის მომგებიანია.

თუ გაინტერესებს, როგორ იქმნება და ვითარდება ციფრული პროდუქტები, სწორად ადგილას მოხვდი. გაეცანი ბლოგს და გაიგე მეტი თამო ცინცაძისგან, რომელმაც UX კვლევა და დიზაინი Commschool-ში შეისწავლა.

თამო ყოფილი იურისტია და ამ მიმართულებით წლების განმავლობაში იყო დასაქმებული. ის დიზაინით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. UX/UI დიზაინი კი აღმოჩნდა ის პროფესია, რომელიც იდეალურად ერგებოდა მის პიროვნებასა და ინტერესებს. შესაბამისად, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა.

აღმოვაჩინე UX დიზაინი და შევიძინე გარკვეული ცოდნა ამ სფეროში. თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ კვლევის მხრივ ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდიდი. ეს კურსიც ამიტომ ავარჩიე - ვეძებდი პროგრამას, რომელიც იქნებოდა მაქსიმალურად მოცულობითი და პრაქტიკული სავარჯიშოებით დატვირთული.

UX კვლევა & დიზანი: რას ისწავლი კურსზე?

თამოს თქმით, კურსმა მისი მოლოდინები სრულად გაამართლა. Commschool-ში გარკვეული თეორიული ცოდნით მოვიდა. ეს კურსი კი დაეხმარა, სხვა თვალით შეეხედა მთელი ამ პროცესისთვის, მანამდე წაკითხული თუ გაგებული სხვადასხვა ინფორმაცია თავში უფრო კარგად დაელაგებინა. რაც მთავარია, თითოეული ფაზის პრაქტიკულად გავლამ დიდი ცოდნა და თავდაჯერებულობა შესძინა. პროგრამის დასრულების შემდეგ უკვე შეუძლია, პროდუქტი შექმნას ისე, რომ დიზაინ ფიქრის ყველა ფაზა დამოუკიდებლად გაიაროს. ამასთანავე, თამომ კარგად გააცნობიერა, თუ რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია კვლევის ჩატარება და მომხმარებლის საჭიროებების სწორად განსაზღვრა. სწავლის დროს კი კვლევისთვის საჭირო ბევრი უნარ-ჩვევაც გამომიმუშავა.

UX კვლევა და დიაზაინი

21 ლექცია | 63 საათი | 11 კვირა

ვფიქრობ, UX დიზაინერობა საკმაოდ შრომატევადი პროფესიაა, რომელიც მუდმივ ზრდას და განვითარებას მოითხოვს, ყოველთვის უნდა ეძებდე ახალ ინფორმაციას, სტატიებს, ახალ ტენდენციებს, ამიტომ მუდმივი განვითარება ამ პროფესიაში მნიშვნელოვანია.

როგორც თამო აღნიშნავს, ლექტორები პროფესიონალები, უშუალოები არიან და მუდმივად ცდილობდნენ, სტუდენტებისთვის რაც შეიძლება მეტი ახალი ინფორმაციის მიეწოდებინათ. ყოველთვის დროული და სასარგებლო იყო მათი უკუკავშირი სხვადასხვა დავალებაზე და მუდმივად მზად იყვნენ დასახმარებლად. ყოველი ლექცია საინტერესო დისკუსიებისგან შედგებოდა, ხშირად დროსაც კი აცილებდნენ, იმდენად ჩართულები იყვნენ პროცესში. თამო აღნიშნავს მთელი კურსის მანძილზე კოორდინატორის ჩართულობასაც, რომლისგანაც ყურადღებასა და მხარდაჭერას მუდმივად გრძნობდნენ.

ფინალური პროექტი

ფინალური ინდივიდუალური პროექტი Commschool-ის კურსების გამორჩეული ნაწილია. მის ფარგლებში სტუდენტები მიღებულ ცოდნას აჯამებენ და საინტერესო პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. თამო მთელი კურსის განმავლობაში მუშაობდა ვეტერინართან ვიზიტის დაჯავშნის აპლიკაციაზე, რომელიც ამ პროცესს უფრო მარტივს და სახალისოს გახდის და დროს მნიშვნელოვნად დაზოგავს. ამ პროექტის შთაგონება მისი კატა, კია გახლდათ. თამოს მთავარი მიზანი, ამ პროექტის ფარგლებში დიზაინ ფიქრის მეთოდოლოგიის ყველა ფაზის დამოუკიდებლად გავლა და საბოლოოდ პროდუქტის შექმნა იყო.

პროექტზე მუშაობა თამოსთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი, კვლევის ნაწილი. შერჩეულ სამიზნე სეგმენტთან ინტერვიუების საშუალებით ძალიან ბევრი ინფორმაცია და მიგნებები შეაგროვა. პოტენციურ მომხმარებელთან უშუალოდ გასაუბრებისა და სიღრმისეული ინტერვიუების დახმარებით სულ სხვა თვალით შეხედა ამ პროექტს: ისწავლა მათი გადმოსახედიდან საკითხების აღქმა და ფიქრი.

საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილი ვარ. მომეცა საშუალება, მემუშავა ჩემთვის საინტერესო თემაზე, 0-დან დამეწყო მუშაობა და 3 თვის მანძილზე დამოუკიდებლად შემექმნა პროექტი კვლევის ჩატარებიდან დიზაინის შექმნასა და დატესტვამდე, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი გამოცდილება იყო.

მთელი კურსის მანძილზე ლექტორები ძალიან ჩართულები იყვნენ, ყველა დავალებაზე საინტერესო უკუკავშირს და რჩევებს იძლეოდნენ, რაც თამოს მისი პროდუქტის უკეთესად დახვეწაში ეხმარებოდა. ამ რჩევების გათვალისწინება კი მასაც, როგორც UX/UI დიზაინერს, ზრდიდა. შედეგად, ბევრი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა შეიძინა და განივითარა, რაც ფიქრობს, რომ ძალიან დაეხმარება, იმუშაოს იმ სფეროში, რომელშიც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.

თუ გსურს, ერთ-ერთ მოთხოვნად ციფრულ პროფესიას დაეუფლო, ახალი თავგადასავლებისთვის Commschool-ში გელოდებით! UX კვლევისა და დიზაინის შესწავლას 25 მაისიდან შეძლებ

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება