UX კვლევა & დიზაინი: მარიამ უჯმაჯურიძის CASE STUDY

blog-detail-img

UX კვლევა & დიზაინი არის პროცესი, რომლის დროსაც კომპანია აგროვებს ინფორმაციას მისი მომხმარებლების შესახებ. კერძოდ, როგორია მათი ქცევა, საჭიროებები, მოთხოვნები. ამ ინფორმაციას კი იყენებენ ციფრული პროდუქტისა თუ სერვისის ფუნქციონალების გასაუმჯობესებლად. ეს უზრუნველყოფს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას, რაც პროდუქტის წარმატების საწინდარია.

დღეს UX კვლევა და დიზაინი ერთ-ერთი მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა. ციფრული პროფესიით დაინტერესებულებს კი გირჩევთ, რომ ამ ბლოგს გაეცნოთ, სადაც მარიამ უჯმაჯურიძეს გაგაცნობთ. ის Commschool-ში UX კვლევასა და დიზაინს დაეუფლო, ახლა კი მისი გამოცდილების შესახებ საუბრობს.

მარიამი კრედო ბანკში ციფრული ოპერაციების ოფიცრად მუშაობს. ბოლო ორი წელია, რაც UX დიზაინით დაინტერესდა და ამ მიმართულებით კარიერის ცვლილებაზე დაფიქრდა. Commschool-ში მოსვლამდე დიზაინის სხვა კურსები გაიარა, მაგრამ ყველა ეს კურსი მხოლოდ Figma-ს შესწავლას მოიცავდა და UX კვლევას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. ამიტომაც კურსის არჩევა გადაწყვიტა, რათა UX დიზაინის შესახებ სიღრმისეული ცოდნა გამოცდილი პროფესიონალებისგან მიეღო.

კურსი ძალიან ნაყოფიერი იყო და მოლოდინები სრულად გაამართლა. ვისწავლე ბევრი რამ, როგორც კვლევის, ასევე დიზაინის ნაწილში. შევიძინე გამოცდილება, რომელიც დარწმუნებული ვარ, პროფესიულ საქმიანობაშიც გამომადგება.

UX კვლევა & დიზაინი: რას მოიცავს კურსი?

ამ კურსის გავლა მარიამისთვის ძალიან სასიამოვნო იყო. სტუდენტები და ლექტორები ძალიან თავისუფლები და გახსნილები იყვნენ, რაც მისთვის მუშაობის პროცესს უფრო ამარტივებდა. ლექციის დროს ლექტორები მაქსიმალურად ცდილობდნენ მათი ცოდნის გაზიარებასა და საინტერესო ქეისებზე მსჯელობას. საბოლოოდ კი, კურსის გავლის შემდეგ, დარწმუნდა, რომ ეს მიმართულება ნამდვილად აინტერესებს და მისი კარიერის გაგრძელებასაც ამ მხრივ გეგმავს.

მათ, ვისაც UX მიმართულებით კარიერის გაგრძელება სურს, ვურჩევდი UX კვლევის და დიზაინის კურსის გავლას Commschool-ში. ეს კურსი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად მოგწონთ ეს სფერო და ამ მიმართულებით პრაქტიკულ ცოდნას მოგცემთ.

UX კვლევა და დიაზაინი

21 ლექცია | 63 საათი | 11 კვირა

მარიამმა პროგრამის ფარგლებში შეისწავლა ციფრული პროდუქტის შექმნა დიზაინერული აზროვნების მეთოდოლოგიით, პროტოტიპის შექმნა, მისი ტესტირება და გაზომვა. შედეგად, მას უკვე დამოუკიდებლად შეუძლია მომხმარებლის კვლევის ჩატარება და ანალიზი და მიღებული ინფორმაციის გამოყენებით მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისის შექმნა და გაუმჯობესება.

ფინალური პროექტი

პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ფინალური პროექტია. მასზე სტუდენტები ინდივიდუალურად მუშაობენ და საინტერესო გამოცდილებას იღებენ. ფინალური დავალებისთვის მარიამს აპლიკაცია, ფაქტობრივად, ნულიდან უნდა შეექმნა. ამისთვის უნდა ჩაეტარებინა პოტენციური მომხმარებლების კვლევა, გაევლო იდეების შემუშავების ეტაპი, აეწყო პროტოტიპი და შემდეგ დაეტესტა მომხმარებლებთან. 

მარიამმა წიგნების აპლიკაციის შექმნა გადაწყვიტა, სადაც მომხმარებლები შეძლებდნენ წიგნების შერჩევას, შეფასებების დაწერას, სხვა მკითხველებთან დამეგობრებასა და მკითხველების საზოგადოებაში გაწევრიანებას. როგორც აღნიშნავს, აპლიკაციაზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. კვლევისას რესპონდენტებისგან რამდენიმე სასარგებლო რჩევა მიიღო, რომლებიც შემდეგ აპლიკაციის შექმნისას გაითვალისწინა. კურსის მანძილზე უკუკავშირს იღებდა ლექტორებისგანაც, ეს კი საბოლოო პროექტის დახვეწაში დაეხმარა. საბოლოო ნამუშევრით მარიამი ძალიან კმაყოფილია ვარ და მიიჩნევს, რომ ამ კურსის გავლის გარეშე სრულყოფილი აპლიკაციის შექმნას ვერ შეძლებდა.

კურსის გავლის შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი ჩემს, როგორც UX დიზაინერის, შესაძლებლობებში.

აქვე მარიამის რეკომენდაციებს გაგიზიარებთ, რომელთა დახმარებითაც უკეთ გაეცნობით UX კვლევისა და დიზაინის სამყაროს. 

  • Don Norman-ის წიგნი “The Design of Everyday Things”
  • Bella Martin-სა და Bruce Hanington-ის წიგნი “Universal methods of design”

თუ ამ მიმართულებით დაინტერესდი, არ გადადო თვითგანვითარება. დეტალურად გაეცანი კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება