UI Design: პროფესია, უნარები, კარიერული გზა

blog-detail-img

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ დღეს მსოფლიოში ციფრული პროდუქტების შექმნის ბუმია, მაგალითად, 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით სამყაროში 1.98 ბილიონი ვებ-გევრდი არსებობს.  ტექნოლოგიების ასეთი სწრაფი განვითარება კი ახალი პროფესიების შექმნასთან ერთად, არსებულზე მოთხოვნის ზრდასაც იწვევს, მაგალითად, იცოდი რომ UI დიზაინერი ტოპ 15 ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორისაა? ამ ბლოგში კი მინდა სწორედ UI დიზაინერის პროფესიის, უნარებისა და კარიერული გზის შესახებ გიამბო.

ვინ არის UI დიზაინერი?

UI დიზაინი იგივე User Interface დიზაინია. User Interface Design მოიცავს პროდუქტის ინტერფეისის ყველა ვიზუალურ და ინტერაქციულ ელემენტს, მათ შორის ღილაკებს, ტიპოგრაფიას, ფერთა სქემას და სხვა. 

UI დიზაინერის მიზანი კი ისაა, რომ შექმნას ისეთი ინტუიტიური გამოცდილება, რომელიც მომხმარებლის ზედმეტ ფიქრს არ საჭიროებს ანუ ის ზრუნავს ინტერაქციის დიზაინსა და ციფრული პროდუქტის ესთეტიკურ მხარეზე, განსაზღვრას რომელი ფერი მიანიჭოს ღილაკს ან რომელი შრიფტით დაწეროს ტექსტი ღილაკზე, რათა მომხმარებელი მარტივად მიხვდეს სასურველი მოქმედება რომელ ღილაკზე თითის დაჭერით შეიძლება განახორციელოს. 

უნარები

იმისათვის რომ UI დიზაინერი ბაზარზე მოთხოვნადი იყოს, მნიშვნელოვანია ფლობდეს ისეთ 3 ტიპის უნარს, როგორებიცაა Soft, Hard და Transffarable ‘სქილები’.

SOFT SKILLS:

● ადაპტაციის უნარი

● კოლაბორაცია

● კრეატიულობა

● კომუნიკაცია

● ემპათია

HARD SKILLS:

● ვიზუალური ბრენდინგი

● პროტოტიპის შექმნა

● დიზაინის მორგება სხვადასხვა მოწყობილობაზე

● Wireframing

TRANSFFARABLE SKILLS:

● გრაფიკული დიზაინი

● მომხმარებელთან ურთიერთობა

პროექტების მენეჯმენტი

კვლევა

კარიერული განვითარება

დღეს ჩვენ დიზაინის აქტიური გაციფრულების პროცესში ვართ. ამ მოცემულობაში კი რა თქმა უნდა, ჩნდება მზარდი საჭიროება ისეთი პროდუქტების, სისტემებისა და სერვისების შექმნის, რომელიც ადამიანებს კომპიუტერთან/მობილურთან ინტერაქციას გაუმარტივებს. ამ პროცესს UI დიზაინერები წარმართავენ. ამიტომ ბუნებრივია, რომ მათზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება” – სოფო გოგიშვილი, UI Design-ის ლექტორი

პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნა კი, ბუნებრივია, ანაზღაურებაზეც აისახება. მაგალითად, იცოდი, რომ UI დიზაინერის საათობრივი ანაზღაურება Upwork-ზე 20$-დან 40$-მდე მერყეობს?  მისი საშუალო ანაზღაურება საქართველოში კი 2500 ლარია. ამერიკაში, Indeed-ის მონაცემების მიხედვით კი, UI დიზაინერის წლიური საშუალო ხელფასი 77 832$-ია

გარდა მატერიალური სარგებლისა, “ამ პროფესიის ადამიანებიც ძალაუნებურად ინტერესებიდან და უნარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა განხრით გაიწვრთნებიან ხოლმე: ზოგს დეშბორდები უკეთ გამოსდის, სხვებს საიმიჯო ლენდინგ საიტები, ნაწილი ვებით ინტერესდება, მეორე ნაწილი აპლიკაციით და Რიგ შემთხვევებში ზოგი სულაც არაგრაფიკულ ინტერფეისზე მუშაობს.” – სოფო გოგიშვილი 

როგორც ხედავ UI დიზაინერისთვის კარიერული გზა ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ასე რომ თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ ფიქრობ, რომ დიზაინის სფეროში ამ მიმართულებით ფეხის შებიჯება გსურს, მაშინ გირჩევ გადადგა პირველი ნაბიჯი და ჩაეწერო უფასო კონსულტაციაზე 👇🏼

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება