თბილისის ზოოპარკის რედიზაინი - მარიამ ოსიაშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img

კურსი რომ დასრულდა და მეორე დილას არაფერი მქონდა გასაკეთებელი თუ მოსაფიქრებელი, თითქოს რაღაც დამაკლდა, იმდენად მიჩვეული ვიყავი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას. ახლაც არ ვჩერდები და განვაგრძობ თავდაუზოგავ შრომას ჩემი კარიერული წინსვლისთვის.

ყველამ ვიცით, რომ გრაფიკული დიზაინის სფეროში თავის დამკვიდრება დღეს უამრავი მოტივირებული და შემოქმედებითი ადამიანის ოცნებაა. ის, რაც ყველამ არ ვიცით, შემდეგია: Commschool-თან ერთად, ეს ოცნება მიზნად, შემდეგ კი შედეგად გადაიქცევა. ჩვენთან სულ რაღაც 14 გაკვეთილში გაიკვალავ გზას საბაზისო ეტაპიდან დამოუკიდებელ გრაფიკულ დიზაინერობამდე.

მარიამ ოსიაშვილი ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულია, რომელმაც თავადაც 0-დან დაიწყო სფეროს შესწავლა. კურსის დასრულების შემდეგ კი, Alumni Club-ის მეშვეობით, მარიამი უკვე მუშაობს ფრილანსერად სხვადასხვა პროექტებზე.

Alumni Club ყველა კურსდამთავრებულს კარიერულ განვითარებაში ეხმარება – სთავაზობს ექსკლუზიურ ვაკანსიებს და აძლევს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას წამყვან პარტნიორ კომპანიებში.

თუ გსურს, მხოლოდ 2 თვეში შეისწავლო გრაფიკული დიზაინი და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად განაგრძო მუშაობა ამ სფეროში, ახლავე დარეგისტრირდი კურსზე:

რაღაც სიახლე მჭირდებოდა და ერთ მშვენიერ დღესაც გადავწყვიტე, დავუფლებოდი ახალ პროფესიას. როდესაც თბილისის კომუნიკაციის სკოლის ვებ-გვერდი გავხსენი და გადავხედე გრაფიკული დიზაინის კურსის აღწერასა და, რაც მთავარია, ლექტორის ვიდეოს, მივხვდი, რომ ეს კურსი და ეს პროფესია სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდი.

მარიამს თავიდან ეშინოდა, რომ გამოცდილების არქონა ხელს შეუშლიდა კურსის მსვლელობისას. საბედნიეროდ, აქ დახვედრილმა გარემომ და გუნდმა მხოლოდ აუმაღლა საყვარელი საქმის შესწავლის მოტივაცია. 

პირველ ლექციამდე ფოტოშოფისა და ილუსტრატორის ინტერფეისიც კი არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა და ლექციის ბოლოს სერიოზულად შემეპარა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი. თავიდან დავალებების პირობებს რომ ვეცნობოდი, თითქმის წარმოუდგენლად მიმაჩნდა მისი შესრულება, მაგრამ ლექტორის სწორი მიმართულებებისა და ახსნის საოცარი უნარის დახმარებით, ვგრძნობდი, რომ წინ მივიწევდი.

მარიამს განსაკუთრებით მოეწონა ის ფაქტი, რომ საშუალება ჰქონდა, ხელახლა მოესმინა ჩატარებული ლექციები. მისი თქმით, სწავლების ონლაინ მეთოდი დაეხმარა, სრულიად აღექვა საქმის დიდი სურათი და თან უმცირესი დეტალებიც არ გამოპარვოდა. 

მოწოდებული მასალის მაქსიმალურად ათვისებაში ყველაზე მეტად დამეხმარა სწავლების ონლაინ მეთოდი. როგორ წესი, ადამიანი ერთხელ მოსმენილის დაახლოებით 20%-ს იმახსოვრებს, ჩვენი კურსის სტუდენტებს კი საშუალება გვქონდა, ჩატარებული ლექციები რამდენჯერმე მოგვესმინა და მასალა სრულად აგვეთვისებინა. მთავარი, რაც ვისწავლე გრაფიკული დიზაინის სფეროში, უმცირესი დეტალების შემჩნევა და სიზუსტის დაცვაა, რომლისკენაც მუდმივად მოგვიწოდებდა კურსის წამყვანი ლექტორი.

როცა Commschool-ის პროგრამაზე მიღებულ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ ფინალური პროექტი, კურსის დამამთავრებელი ელემენტი, რომლის ფარგლებშიც ყველა სტუდენტი რეალურთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ პროექტს ქმნის. ამ დროს ინოვაციური იდეები შრომისმოყვარეობასა და ნებისყოფას ხვდება, შედეგად კი არსენალში უამრავი პრაქტიკულ ცოდნა და უნარი გიგროვდება

მარიამის ფინალური პროექტი ზოოპარკის რედიზაინს ეხება. მისი თქმით, პროცესი იყო შრომატევადი და ინტენსიური, თუმცა ამავდროულად, ძალიან საინტერესო:

იმ ერთი კვირის განმავლობაში, თბილისის ზოოპარკის რებრენდინგზე რომ ვმუშაობდი, თუ პროგრამაში არ ვაწყობდი დიზაინს, გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, რას და როგორ გავაკეთებდი. თავად შემოქმედებითი პროცესი და მერე შრომის შედეგების დანახვა იმხელა სიამოვნებაა, ბოლო ხვდები, რომ თითოეულ გათენებულ ღამედ ღირდა ეს ყველაფერი.

მარიამი ადმინისტრაციის მხრიდან გამოვლენილ ყურადღებასა და მხარდაჭერაზეც საუბრობს. ამბობს, რომ სწორმა კომუნიკაცი უდიდესი როლი იქონია მის გადაწყვეტილებაზე, პროგრამას შემოერთებოდა. სწორედ ამიტომ, ყველა დაინტერესებულს ურჩევს, არ დაკარგონ დრო ყოყმანში და თავადაც გახდნენ „ქომსქულელები“. 

ვინც ფიქრობთ, დაეუფლოთ ახალ პროფესიას, ჩემი აზრით, ქომსქულის გრაფიკული დიზაინის კურსი საუკეთესო არჩევანია, რადგან საკმაოდ მოკლე დროში სკოლა მაქსიმალურად გეხმარება გამოიმუშაო დამწყები დიზაინერისთვის აუცილებელი ყველა უნარი და გეხმარება გააქტიურო შენი შემოქმედებითი პოტენციალი.

ალბათ, კარგი დროა, გითხრა, რომ შენი და Commschool-ის ურთიერთობა კურსის დასრულებასთან ერთად არ წყდება. ჩვენთან მოქმედებს Alumni Club. ეს არის კლუბი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად ხვდება Commschool-ის ნებისმიერი კურსის გავლის შემდეგ. იგი ეხმარება კურსდამთავრებულებს მათთვის მისაღები და საინტერესო ვაკანსიის მოძებნაში, ასევე უქმნის სტაჟირების გავლის შესაძლებლობებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიაში. სწორედ Alumni Club-ის წყალობით, მარიამმა უკვე მიიღო რამდენიმე შეთავაზება პარტნიორი კომპანიებისგან.

ახლა კი Commschool-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კურსზე, გრაფიკული დიზაინის პროგრამაზეც მოგიყვები მეტს. მის პოპულარობას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: დასაქმების მაჩვენებელი, კურსდამთავრებულთა კმაყოფილების დონე (100%), ლექტორების მრავალწლიანი გამოცდილება და ა.შ.  მის ფარგლებში გაივლი სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს, გაეცნობი ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებს, დიზაინის მიმართულებებს. შეისწავლი გრაფიკული რედაქტორების იმ აუცილებელ ტექნიკურ ნაწილს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოდ.

პროგრამა ფაქტობრივად, სამ ნაწილად იყოფა – ფოტოშოფის შესწავლა,  ილუსტრატორის შესწავლა და რებრენდინგის გაკეთება. მისი მთავარი ღირებულება კი ინტენსიურობაა – ყველა ლექციას დავალება მოჰყვება. თუმცა, ამან არ შეგაშინოს. შთაგონების უნარით შეიარაღდი და სულ რაღაც 14 ლექციაში თავისუფლად შეგეძლება:

რაც მთავარია, კურსის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი პირობა: ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, ტოპ სამი კურსდამთავრებული გაივლის სტაჟირებას წამყვან კრეატიულ სააგენტოებში!

და ბოლოს, კურსი ყველასთვისაა, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს გრაფიკული დიზაინი 0-დან, გადადგას პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში და დამოუკიდებლად შეძლოს შემდგომი განვითარება. ამასთან ერთად, ისეთი შემოქმედებითი უნარი, როგორიც არის ხატვა, ხაზვა, ფოტოგრაფია და ა.შ. სასარგებლოა, თუმცა არა აუცილებელი.

ისღა დამრჩენია, გითხრა, რომ ძალიან გაგვიხარდება, თუ ზაფხულში პირველ ლექციაზე გიხილავთ. აბა, შენ იცი, მე ქვემოთ ბმულს დაგიტოვებ, შენ კი ოცნებები აისრულე. 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება