თამარ მოსაშვილის კარიერული განვითარება: გრაფიკული დიზაინის კურსიდან JWT Metro-ში

blog-detail-img

Commschool-ში Alumni Club ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ წარმატებულ კურსდამთავრებულს ჩვენი პარტნიორების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე აქვს წვდომა. Holmes & Watson, Adjarabet, Redberry, JWT Metro… 

თამო მოსაშვილი გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულია, რომელმაც კურსის დასრულების შემდეგ Alumni Club-ს ფარგლებში JWT Metro-ში სტაჟირება დაიწყო.

“კურსის დასრულების შემდეგ Commschool-გან შემოთავაზება მივიღე გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. ამ ამბავმა ძალიან გამახარა და დაუფიქრებლად დავთანხმდი” 
 

თამოს თქმით, Commschool-ში ახალ ამპლუაში მიღებული გამოცდილება მას განვითარებაში დაეხმარა:

“სტაჟირების ერთმა თვემ წარმატებულად ჩაიარა, შემმატა თავდაჯერებულობა და დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებში. ვმუშაობდი სხვადასხვა კურსის პოსტებსა და ქავერებზე, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს კარიერულ განვითარებაზე.”

“ერთი თვე არ იყო გასული, როდესაც მივიღე მეორე შემოთავაზება JWT Metro-დან და დავიწყეთ თანამშრომლობა. ამ სამუშაოსაც დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე და ვიგრძენი დიდი სიყვარული ჩემი საქმისადმი.”

ახლა კი, ასეთი ამბების შემდეგ, თამოს ფინალურ ნაშრომსაც გაგიზიარებთ.  

პროექტზე მუშაობა ერთი დიდი თავგადასავალი აღმოჩნდა. – აღნიშნავს თამო; მან რედიზაინისთვის კაფე “ანტრეს” ლოგო შეარჩია:

“ბევრი ფიქრის შემდეგ, ერთ-ერთი ცნობილი ქართული კაფე, “ანტრე” შევარჩიე, რომელიც ახლახან გასცდა საქართველოს საზღვრებს.
ფინალური პროექტისათვის ლოგოს შერჩევა კურსის დაწყებისთანავე გადავწყვიტე, მაგრამ ეს ხანმოკლე პროცესი არ ყოფილა.” 

კურსის საბოლოო დავალება, თამოს აზრით, მას მართლაც მიეხმარა თავისი ცოდნისა და უნარების შეჯამებასა და გაერთიანებაში:

“განვავითარე და მაქსიმალურად გამოვიყენე ის სქილები, რაც განვლილი დავალებების მთავარი მიზანი იყო.”

თავის განვითარებაში კი თამო Commschool-ის გუნდის განსაკუთრებულ როლს ხედავს: 

“არ მეგონა, მოკლე დროში ასეთი დიდი მასალის შესწავლა თუ იყო შესაძლებელი, მაგრამ ეს ყველაფერი Commschool-ის გუნდის დამსახურებაა. იყო “ქომსქულელი” ჩემთვის ხალხთან კომუნიკაციას, საქმის კეთებისგან სიამოვნების მიღებასა და განვითარებას ნიშნავს.”

სწავლების ფორმატისა და ლექტორის ძალისხმევით თამომ დიზაინ-პროექტებზე როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობა ისწავლა: 

“ლექტორისგან მუდმივად ვიღებდით ამომწურავ პასუხებს პროფესიულ კითხვებზე. სწორედ რჩევების უწყვეტმა მიმოცვლამ და გამოცდილების გაზიარებამ მომიყვანა აქამდე და მასწავლა, რა არის პროექტზე დამოუკიდებლად თუ გუნდურად მუშაობა.”

თამომ გრაფიკული დიზაინის შესწავლა Commschool-ში 0-დან დაიწყო:

“Commschool ის ადგილია, სადაც არ გჭირდება არანაირი წინა ცოდნა, რომ შეძლო დიზაინ-პროექტების სწორად დაგეგმვა, ბრიფის გაანალიზება და ვიზუალის შექმნა."

საბოლოოდ, თამოს აზრით, Commschool ის ადგილია, რომელსაც ჩვენს მომავალ სტუდენტებს თამამად ურჩევდა:

“მცირე დროში ამდენი გამოცდილების მიღებამ, პროფესიულმა ზრდამ და ხელისშეწყობამ დამანახა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. აქედან გამომდინარე,  დიდ რეკომენდაციას ვუწევ Commschool-სა და მის გუნდს.”

ალბათ, გაინტერესებს, რისი სწავლა შეიძლება სულ ორ თვეში Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსიდან. პროგრამები, რომლებშიც ტექნიკურ მუშაობას ისწავლი, Adobe Photoshop და Adobe Illustrator-ია. აქ სკეჩებსა და დრაფტებს შეასრულებ.  მაგრამ ამასთან ერთად დიზაინის სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვასა და ბრენდინგის პრინციპების დაცვით ვიზუალის შექმნასაც მოახერხებ. კლიენტთან ურთიერთობის, ბრიფის ანალიზისა და დიზაინ-პროექტის დაგეგმვის უნარებსაც აქ შეიძენ. 

ამდენად, თუ ორთვიანი ინტენსიური შრომისთვის მზად ხარ, და თან ყველაფრის ნულიდან შესწავლის შანსი და საბოლოო კარიერული პერსპექტივებიც გხიბლავს, მაშინ გრაფიკული დიზაინის კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია.



ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება