სერგი ვადაჭკორიას ფინალური პროექტი - React-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

React-ის პროგრამის ბოლოს სტუდენტები დამოუკიდებლად ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რომელიც React ტექნოლოგიის გამოყენებით ვებ-აპლიკაციის აწყობას გულისხმობს.

“Commschool აღმოჩნდა ის ადგილი, რომლის ორთვიანი პროგრამა რეალური ცოდნის მიღების შანსი გახდა და არა უბრალოდ “გავლილი კურსი”, რაც ხშირად ხდება ხოლმე დღევანდელ პირობებში. გარდა ამისა, ადმინისტრაციის მხრიდან აქტიური ჩართულობა, დახმარების გაწევის სურვილი და მუდმივი ზრუნვა ცოდნის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ნამდვილად სასიამოვნო იყო”

სერგი ვადაჭკორია React-ის კურსდამთავრებულია. მან ფინალური პროექტის ფარგლებში, React-ის გამოყენებით, GitHub User Manager სისტემა ააწყო. კურსის განმავლობაში სტუდენტები აქტიურად მუშაობდნენ დავალებებზე, რომლებიც საბოლოო პროექტის შესრულებაში დაეხმარებოდათ. 

react

React - ფინალური პროექტი:

სერგის თქმით, ფინალურ პროექტზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად ინტენსიური იყო:

"მიუხედავად იმისა, რომ კურსის განმავლობაში ყოველი ლექციის შემდეგ გვქონდა შესასრულებელი დავალება, ფინალური პროექტი უკვე რეალურ სამუშაო პროცესსა და ამ პროცესის თანმდევ დაძაბულობასა და გამოწვევას წარმოადგენდა. ჩემი თავიც გამოვცადე, რამდენად შემეძლო დამოუკიდებლად მემართა პროცესი და მინიმუმამდე შემემცირებინა, გაუგებრობის შემთხვევაშიც კი, ლექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობის გამოყენება"

სერგის კურსის გავლა თავისი ცოდნის გაღრმავებასა და დახვეწაში დაეხმარა. მისთვის საინტერესო ფიქრის პროცესი იყო, როცა პრობლემის გამოსასწორებლად  საუკეთესო გამოსავალი  დამოუკიდებლად უნდა ეპოვნა:

"გამოსავალი ზუსტი და სწორი უნდა ყოფილიყო. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ კი სასურველი შედეგის მიღება ორმაგად სასიხარულო და საამაყო იყო. გარდა პროფესიული თვალსაზრისისა, კურსი დამეხმარა, სამუშაო პროცესების ჩემეულ მიდგომებში კორექტირებები შემეტანა და უფრო დახვეწილი გამეხადა"

სერგისთვის სწავლების პროცესი საკმაოდ ეფექტური და პერსპექტიული აღმოჩნდა, რადგან, როგორც ამბობს, კურსის დასრულების შემდეგ მეტად თავდაჯერებული გახდა:

“როდესაც React-ის შესწავლა დავიწყე, ზოგადი წარმოდგენა მქონდა ამ მიმართულებაზე. ახლა კი, ვფიქრობ, მზად ვარ, ამ მხრივ გავაგრძელო კარიერა. მსგავსი თავდაჯერებული მიდგომა კი სრულიად კურსისგან მიღებული ცოდნის დამსახურებაა. რთულია, ყველა დეტალი ჩამოთვალო, რადგან სწავლის პროცესი მრავალმხრივი იყო, მაგრამ როდესაც ფინალურ პროექტზე ვიმუშავე, მივხვდი, რომ ელემენტარული დეტალიც კი ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგის მისაღებად. მიხარია, რომ სწავლის პროცესი საკმაოდ აქტიური და დინამიკური აღმოჩნდა”.

React - პროგრამის შესახებ

სერგი საკუთარი დადებითი გამოცდილებით, ყველა მსურველს ურჩევს React პროგრამის გავლას Commschool-ში:

"თამამად შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია React კურსს Commschool-ში, სადაც ნებისმიერ მსურველს იდეალურად მეგობრული გარემო, არაჩვეულებრივი ლექტორი და საინტერესო პროექტებზე მუშაობა დახვდება"

შენც გაინტერესებს React-ის კურსი? გინდა საბოლოოდ შენც სერგის მსგავსად შეძლო აპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობა? თუ ასეა და გაქვს საკმარისი მონდომება, Commschool-ში სწავლისას, სულ რაღაც 2 თვეში შეძლებ:

JavaScript-ის ენაზე კოდის დამოუკიდებლად წერას და მისი თავისებურებების სწორად გამოყენებას, React-ის ტექნოლოგიის ეფექტურად გამოყენებას. საბოლოოდ კი სერგის მსგავსად, საშუალო ზომის აპლიკაციის დამოუკიდებლად აწყობა და განთავსება შეგეძლება React ტექნოლოგიის გამოყენებით.

Commschool-ის Alumni Club-ზეც მოგიყვები, რომლის წევრი წარმატებული  კურსდამთავრებულები სკოლის ისეთი პარტნიორი კომპანიებისგან მიიღებენ სამუშაო შეთავაზებებს, როგორებიცაა: Holmes & Watson, Adjarabet, Adjara Sport, Redberry, Space, Omedia, Aptos, JWT Metro, ლიბერთი ბანკი. გაეცანი ანა ლეჟავას კარიერული განვითარების ბლოგს, რომელიც React-ის კურსის დასრულების შემდეგ Sweeft Digital-ის გუნდს შეუერთდა.

თუ შენც გინდა მიიღო ეფექტური ცოდნა/გამოცდილება, თეორიული მასალა პრაქტიკაში გამოიყენო სერგის გამოცდილება და React-ის მიმართულებით გინდა განვითარდე, შეგიძლია ახლავე გაიარო პროგრამაზე რეგისტრაცია და შემოგვიერთდე.


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება