სანდრო ალავიძის ფინალური პროექტი - React-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

React-ის პროგრამის ბოლოს სტუდენტები დამოუკიდებლად react ტექნოლოგიის გამოყენებით ვებ-აპლიკაციას აწყობენ. სანდრო ალავიძე React-ის კურსდამთავრებულია, რომელიც ფინალურ პროექტზე მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს:

"ახლა უკვე შემიძლია React-ის გამოყენებით საშუალო სირთულის ვებ-აპლიკაციების შექმნა"


თუკი React ტექნოლოგიის შესწავლაზე ფიქრობ, ამ მხრივ ახალი უნარების გამომუშავება გინდა, თან ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება გსურს გეტყვი, Alumni Club-ზე მოგიყვები:

Alumni Club ჩვენი კურსდამთავრებულების კლუბია, რომელშიც ისინი ავტომატურად, კურსის წარმატებულად დასრულებისთანავე ირიცხებიან. Alumni Club-ის წევრობით შენი უპირატესობა ის იქნება, რომ Commschool-ის პარტნიორების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე მიიღებ წვდომას. შესაბამისად, მოგეცემა შანსი, შენი კარიერა ისეთ კომპანიებს დაუკავშირო, როგორებიც Space, Adjara Sport, Sweeft Digital, Omedia, ლიბერთი ბანკი და GPI Holding და სხვა არიან.

სულ ახლახანს, სწორედ ასეთი ამბავი მოხდა React-ის კურსდამთავრებულის, ანა ლეჟავას თავს, რომელიც React-ის დასრულებისთანავე Sweeft Digital-ში მოხვდა. ამ ამბავს უფრო დეტალურად ანას ბლოგში შეგიძლია გაეცნო. ახლა კი სანდროს ფინალურ ნაშრომს მივუბრუნდეთ.

“აქამდე მსგავსი სირთულის პროექტზე ნამუშევარი არ მქონდა.”
– React-ის კურსის ბოლოს სანდრომ Github User Manager-ის აპლიკაცია დამოუკიდებლად ააწყო. მის მიერ React ტექნოლოგიაში შექმნილი ეს აპლიკაცია მომხარებლების პირადი მენეჯმენტის სისტემას წარმოადგენს. სანდრომ მისთვის ისეთი ფუნქციონალები შექმნა, როგორიცაა: მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია, Github-ის ტოპ მომხმარებლების დათვალირება, მათი სრული პროფილისა და რეპოზიტორიების ნახვა, ფავორიტებში დამატება/ამოშლა და, ასევე, მომხმარებლების ძებნა. 


დავალების კომპლექსურობამ სანდროს მოტივაცია მისცა მაქსიმალური ძალისხმევის ჩასადებად:

სირთულემ მომცა მოტივაცია, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომევლინა და ლექტორის მიერ გაზირებული თეორიული და პრაქტიკული რჩევები რეალურ პროექტზე მუშაობისას გამომეყენებინა.”


თანაც, კურსის განმავლობაში მას მუდმივად ეძლეოდა დავალებები, რომლებიც საბოლოოდ ფინალურ პროექტზე მუშაობისას დაეხმარა:

“ფინალურ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო რადგან საშუალება მომცა, თავი მომეყარა მთელი იმ ცოდნისთვის, რაც ორი თვის განმავლობაში დავაგროვე.”


საერთო ჯამში, სანდრომ, მისი შეფასებით, მნიშვნელოვნად გაიღრმავა ცოდნა არამხოლოდ React-ის, ზოგადად front-end-ის შესახებაც: 

“კურსის განმავლობაში ბევრი ახალი რამ ვისწავლე როგორც React-ზე, ასევე ზოგადად front-end დეველოპმენტზე. ყოველი ლექცია მაქსიმალურად ინფორმატიული იყო და უამრავი დეტალის გააზრებაში დამეხმარა.” 

ის Commschool-ის გუნდის პროფესიონალიზმსაც აღნიშნავს და React-ით დაინტერესებულებს რჩევასაც აძლევს:

“Commschool-ის წარმომადგენლები საქმეს მაქსიმალური პროფესიონალიზმით უდგებიან და მუდამ მზად არიან, დახმარება გაგიწიონ. Commschool-ში ჩაბარებას კი ვურჩევ ყველას, ვისაც სურს, მისთვის საინტერესო სფეროში გაიღრმავოს ცოდნა.”


React-ის კურსი თეორიული მასალისა და პრაქტიკული დავალებების კომბინაციაა. მისი გავლის შემდეგ მრავალი ახალი უნარი და ცოდნა გექნება – დაწყებული React-ის ეფექტური გამოყენებით, დამთავრებული – აპლიკაციების შექმნა-განთავსებით. ამასთან, შეგეძლება JavaScript-ის ენის თავისებურებების სწორად გამოყენება და მზად იქნები, React Developer-ების კომუნას შეუერთდე. 

ისიც არ დაგავიწყდეს, რომ React-ის, ისევე როგორ Commschool-ის ნებისმიერი სხვა კურსის N1 კურსდამთავრებულს სწავლის საფასური მთლიანად უკან დაუბრუნდება, მაგალითად, ისევე, როგორც კოტე კირკიტაძისა და მარიამ ჭანტურიას შემთხვევაში მოხდა. 

ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება, უკვე დაინტერესდი კიდეც React-ის კურსით. მაშინ, კურსზე რეგისტრაციის გავლა უკვე შეგიძლია. 


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება