სალომე ზანდუკელის ფინალური პროექტი - Content Management-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

“პირველი, რაც Commschool-ზე გამახსენდება ის ყურადღებაა, რაც სტუდენტების მიმართ კურსის ნებისმიერ ეტაპზე იგრძნობოდა. “ქომსქულელობა” ჩემთვის ხარისხსა და პროფესიონალიზმთან ასოცირდება. ძალიან მომწონს ის ფაქტიც, რომ კურსის დასრულების შემდეგ სკოლა ჩვენთან კომუნიკაციას არ წყვეტს და პროფესიული მიზნების ასრულებაშიც გვეხმარება. რაც მთავარია, შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან კარგი გუნდის წევრი ვარ” – ამბობს სალომე ზანდუკელი, რომელიც Content Management-ის კურსდამთავრებულია.

პროგრამის ბოლოს სტუდენტებს ფინალურ პროექტზე მუშაობისთვის უნდა შეერჩიათ სასურველი ბრენდი/კომპანია/სტარტაპი და შესაბამისად უნდა შეექმნათ კონტენტ-კამპანია, რაც მოიცავდა სტრატეგიას (background, insight, tone of voice, big idea და ა.შ.) და იდეის ჩაშლას სამ სხვადასხვა სოციალურ მედია არხში.

 ბლოგში სალომე თავისი ფინალური პროექტის შესახებ ვრცლად მოგვიყვება:

“ფინალურ პროექტად მიუსაფარი ძაღლების თემა ავირჩიე და თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი ავიღე. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ერთ-ერთი პრობლემატური თემაა საქართველოში, რადგან ადამიანებს ურჩევნიათ ოთხფეხა მეგობარი შეიძინონ და არა თავშესაფრიდან აიყვანონ. ამ უკანასკნელში კი უფრო და უფრო მეტი ძაღლი გროვდება. ერთ-ერთი პრობლემა არის ისიც, რომ ზოგჯერ ამ ადამიანებთან კომუნიკაცია მორალისტური კუთხით მიმდინარეობს, რაც გაჩუქების პროცესს უფრო ართულებს ხოლმე. ამიტომ, ჩემს სტრატეგიაში tone of voice უფრო მეგობრული და მხიარულია – თავშესაფრიდან ძაღლის აყვანის მსურველი გმირი ხდება, რომელსაც გმირობის ჩასადენად მხოლოდ მისკენ გამოწვდილი თათის დანახვა სჭირდება”.

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

სალომეს თქმით, მუშაობის პროცესში ყველაზე მეტად ის, სტრატეგიის წერამ გაიტაცა:

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქმის მხრივ, ასე კომფორტულად თავი არასოდეს მიგრძვნია. მივხვდი, რომ კონტენტ სტრატეგიის წერა ერთი დიდი მოგზაურობაა, რომელიც იმდენად საინტერესოა, არც კი გინდა, რომ დასრულდეს. ძირითადად ამ პროცესში იმაზე დაკვირვება მომეწონა, თუ როგორ ფორმირდება ფიქრი აზრად, როგორ ანაცვლებს მას მეორე აზრი და საკუთარ თავთან ბრეინშტორმინგის შედეგად რაღაც განსაკუთრებულს როგორი ფორმით იღებ“.

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

სალომემ კურსის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვა, რაც შესაბამისი უნარების განვითარებაში დაეხმარა და მეტად თავდაჯერებულიც გახდა:

“კურსის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი საკუთარ თავში ნაკლები რწმენა იყო, თითქოს, რასაც ვსაქმიანობდი, იმას აკადემიური ცოდნა არ ედგა უკან. კურსის მიმდინარეობისას კი ლექტორის დახმარებით კონტენტის სფეროში ღრმად ჩავიხედეთ, გავეცანით მსოფლიოში ცნობილი ბრენდების კონტენტ-სტრატეგიებს, დასასრულს კი ჩვენ თვითონვე მოგვიხდა სტრატეგიის შექმნა. საკუთარი თავის რწმენაც ბევრად გამიმყარდა”.

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

Content Management-ის კურსის გავლა სულ 14 ლექციას მოიცავს კურსის ბოლოს კი გეცოდინება, თუ როგორ დაგეგმო და აღასრულო კონტენტ კამპანია დამოუკიდებლად, როგორ ჩაშალო კონტენტ კამპანია სხვადასხვა მედია არხებში, როგორ ეურთიერთო შენს აუდიტორიას, როგორ იმუშაო სწრაფად და ეფექტიანად და ა.შ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ Commschool-ში ყველა კურსდამთავრებულისთვის ფუნქციონირებს Alumni Club, რომლის ფარგლებშიც ისინი პარტნიორი კომპანიებისგან იღებენ ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, სტაჟირებებსა და კონსულტაციებს. ეს კომპანიების: Holmes & Watson, Adjarabet, Redberry, JWT Metro ა.შ. აქვე, შეგიძლია გაეცნო ერთ-ერთი Content Management-ის კურსდამთავრებულის, ანანო ჭელიძის, კარიერული განვითარების გზას, რომელიც კურსის დასრულებისთანავე “Redberry”-ის გუნდს შეუერთდა.

თუ შენც გინდა, მოკლე ხანში შეძლო ხარისხიანი და ეფექტური კონტენტის შექმნა, ამისთვის Content Management-ის კურსზე უკვე შეგიძლია გაიარო რეგისტრაცია.
შემოგვიერთი და თავადაც გახდი წარმატებული Commschool-ელი.


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება