"რონიკოს" რედიზაინი - ბარბარე რუხაძის ფინალური პროექტი

blog-detail-img

“შეძენილი ცოდნის დახმარებით რამდენიმე პროექტზე მუშაობა კურსის განმავლობაშივე დავიწყე.” – ბარბარე რუხაძემ Commschool-ში მიღებული უნარების დამოუკიდებლად გამოყენება ჯერ კიდევ კურსის მიმდინარეობისას დაიწყო, საბოლოოდ კი თავისი ფინალური ნაშრომით გრაფიკული დიზაინის კურსის ტოპ 3 სტუდენტს შორისაც მოხვდა, რითაც კრეატიულ სააგენტოში სტაჟირების შესაძლებლობა მოიპოვა

გრაფიკული დიზაინის კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტად მათთვის საინტერესო კომპანიის ლოგოს რებრენდინგს აკეთებენ. ბარბარემ ამისათვის კომპანია “რონიკო” შეარჩია:

“ფინალურ ნაშრომზე მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო იყო. პროექტისთვის ავირჩიე კომპანია“რონიკო“, რომელთანაც წლებია, როგორც მომხმარებელს, შეხება მაქვს. მათი დიზაინისთვისაც ხშირად მიმიქცევია ყურადღება.”

აქვე, იხილე “რონიკოს” ამჟამინდელი და ახალი ლოგოები

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები
თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

ბარბარეს მთავარი ამოცანა არსებული დიზაინის გაუმჯობესება იყო:

“ჩემი მიზანი იყო, ბრენდი უფრო თანამედროვე, ახალგაზრდული და მიმზიდველი გამეხადა.”

ბარბარეს აზრით, ლექტორისგან მიღებულ დახმარებას პროცესის წარმატებაში წამყვანი როლი ჰქონდა. მისგან მიღებულ საბოლოო შეფასებას კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა:

“რებრენდინგის პროცესი იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა, მაგრამ ლექტორისა და მთელი გუნდის დახმარებით საბოლოო შედეგამდე წარმატებით მივედი. ვიცოდი, რომ თუ ვანოს დიზაინი მოეწონებოდა, ე.ი. მთელი ჩემი შრომა ამად ღირდა, რადგან მართლა მოეწონა.”

ბარბარე ლექტორის გარდა Commschool-ის გუნდისგან მიღებულ მხარდაჭერასაც გამოყოფს:

კიდევ ერთი დიდი დასაყრდენი Commschool-ის საოცარი გუნდი იყო. კურსის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ვიგრძენი მათგან ყურადღება და მხარდაჭერა.”

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ბარბარე Commschool-თან მომავალი ურთიერთობის სურვილსაც არ მალავს:

“სანამ Commschool -ში ჩავაბარებდი, საიტზე წინა კურსების ფინალურ ნაშრომებს ვათვალიერებდი და ვფიქრობდი, ამის გაკეთებას რამდენად შევძლებდი; ამ გადასახედიდან უკვე ვფიქრობ, რომელ სხვა კურსს “ჩავუსაფრდე” სამომავლოდ ^_^.”

Როგორც ბარბარე ამბობს, ტოპ 3 საუკეთესო კურსდამთავრებულს შორის მოხვედრა მისთვის მოულოდნელობა იყო:

სტაჟირების შემოთავაზებას არ ველოდი, რადგან ჯგუფის სხვა წევრებისგან საუკეთესო დიზაინები იყო წარმოდგენილი. სააგენტოში სტაჟირება განსაკუთრებით დამეხმარება ჩემი ცოდნის გასამყარებლად.”

საერთო ჯამში, ბარბარეს აზრით, Commschool ის ადგილია, რომელიც ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმის საშუალებას გაძლევს:

ყველას ვურჩევდი Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსს. თუ ეს ისაა, რაც აინტერესებთ, მაგრამ ზედმეტად რთული ან მიუწვდომელი ეჩვენებათ, გადადგან პირველი ნაბიჯი და, Commschool-ის გავლით, აუცილებლად სწორი გზით დაიწყებენ მომავალ საქმეს.”

გრაფიკული დიზაინის 14 სამსაათიანი ლექციის განმავლობაში, უამრავი დავალების დახმარებით მრავალ უნარს შეიძენ. კურსის ბოლოს Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის გამოყენებასთან ერთად შეგეძლება ბრენდისთვის შექმნა ვიზუალი, გააკეთო ლოგოს სკეჩები და დრაფტ ვერსიები, მოარგო ვიზუალი სხვადასხვა მედია არხს, სწორად გააანალიზო ბრიფი, შექმნა მუდბორდები და სწორად დაგეგმო დიზაინ-პროექტები. რაც მთავარია, კურსი არის დამწყებთათვის, მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და არანაირ აუცილებელ ცოდნას არ საჭიროებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კურსდამთავრებულები ავტომატურად Alumni Club-ის წევრები ხდებიან, რომლის ფარგლებშიც წამყვანი პარტნიორი კომპანიებიდან სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს იღებენ.

ბარბარემ მრავალი უნარის შესწავლასთან ერთად, კრეატიულ სააგენტოში სტაჟირების შანსიც მოიპოვა, იმავეს მიღწევა შენც შეგიძლია. შემოგვიერთდი


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება