როდის ხდება რეკლამა გასართობი და არა შემაწუხებელი?

blog-detail-img

სარეკლამო კამპანიების ზრდა შეუქცევადი პროცესია, თუმცა რამდენი მათგანი ითვალისწინებს მომხმარებლის გამოცდილებას და სცდება დაბლოკვას? როდის ხდება რეკლამა გასართობი და არა შემაწუხებელი? როგორ ახერხებს ამას ზოგიერთი ბრენდი? რა დგას ეფექტური სარეკლამო კამპანიის უკან? რეკლამის გარშემო არაერთი კითხვა არსებობს, მე კი შევეცდები ამ ბლოგში ზოგადად გადმოგცეთ თუ ვინ დგას კრეატიული რეკლამის უკან, რა როლი აქვს კრეატიულ სააგენტოს ბრენდის განვითარებაში და რას უნდა ელოდოთ თუ თქვენც სარეკლამო ინდუსტრიით ხართ დაინტერესებული. 

მარტივად რომ ვთქვათ, რეკლამის წარმატება სარეკლამო კომუნიკაციის საფუძვლების, ძირითად პრინციპებისა და ინსტრუმენტების ცოდნაზეა დამოკიდებული. სარეკლამო ინდუსტრიის შიდა სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ბრენდის განვითარების სტრატეგიას ადგენენ, ფუთავენ და შემდგომ ეს ყველაფერი მომხმარებელთან სწორედ რეკლამის სახით მიაქვთ.

კრეატიულ სააგენტოებზე წარმოდგენები ხშირად მცდარია. დამკვეთის სურვილებზე მორგება, სტრატეგიის განსაზღვრა და გუნდის მენეჯმენტი ბევრად მეტს მოითხოვს ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

როგორც უკვე აღვნიშნე, რეკლამისა და ბრენდის იმიჯის შექმნის პროცესში არაერთი ადამიანია ჩართული, ესენი არიან: ექაუნთ მენეჯერი, არტ-დირექტორი, კრეატიული დირექტორი, კონტენტ მენეჯერი, ქოფირაითერი, დიზაინერი, ოფის მენეჯერი, აიტი სპეციალისტი, ფინანსური მენეჯერი და სხვა. სწორედ მათი და ერთიანი, სწორი სტრატეგიის დამსახურებით იქმნება ბრენდი და შემდგომ რეკლამა, რომელიც სწორ დროს, სწორ ადგილასა და სწორ აუდიტორიასთან ხვდება. 

ეფექტური რეკლამის უკან არაერთი იმედგაცრუება შეიძლება იმალებოდეს, რადგან მის უკან ხანგრძლივი და რთული პროცესები დგას. ყველაზე მნიშვნელოვანია შექმნილი კონტენტი სწორედ მოვარგოთ დამკვეთის ინტერესებს, რაც ხშირად არ ხდება და მისი რამდენჯერმე ცვლილებაც კი გვიწევს.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კრეატიულობას დიდი ძალა აქვს, რომელსაც მოაქვს რეალური შედეგები. რეკლამა, რომელიც არის კრეატიული, არ ჰგავს სხვას და გათვლილია სწორ სეგმენტზე, არასდროს გახდება მოსაწყენი.

ამიტომ, თუ რეკლამის ნახვის შემდეგ, ერთხელ მაინც, შთაბეჭდილებების ქვეშ ყოფილხარ, აუცილებლად გაიხსენე თუ რა გზა განვლო მან შენამდე მოსაღწევად და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

 თუ სარეკლამო ინდუსტრიით შენც ხარ დაინტერესებული გაეცანი Creative Advertising-ის კურსს და 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება