ამბები Digital Product Testing & QA-ის კურსიდან - ლიკუნა მარგველაშვილი

blog-detail-img

როდესაც QA კურსის ძიება დავიწყე, ბევრი არ მიფიქრია თუ სად გავივლიდი ამ კურსს. Commschool -ის შესახებ ჩემი მეგობრებისგან მანამდეც მსმენია, საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმან, რომ კურსდამთავრებულებს რეალურად ეძლეოდათ შანსი ეს ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენბინათ, ამიტომ არჩევანი სწორედ commschool- ზე შევაჩერე.

თუ ეძებ პრაქტიკაზე დაფუძნებულ კურსებს, სადაც განავითარებ ახალ უნარებსა და შეისწავლი ახალ თულებს, სწორ ადგილას მოხვედი. ამ ბლოგში Digital Product Testing & QA-ს კურსდამთავრებულს, ლიკუნა მარგველაშვილს გაგაცნობ.

აქვე გეტყვი, რომ პროდუქტის შექმნის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიცია პროგრამის უზრუნველყოფის ინჟინერია, რადგან სწორედ ის არის ციფრული პროდუქტის მარტივ, შეუფერხებელ და სასიამოვნო მოხმარებაზე პასუხისმგებელი პირი. QA ინჟინერის მთავარი მოვალეობაა, გამოიკვლიოს და შეისწავლოს რამდენად გამართულად მუშაობს პლატფორმის თითოეული ფუნქციონალი.

ლიკუნას E-commerce-ში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აქვს, რომლის განმავლობაშიც უამრავი მომხმარებლის პრობლემის გადაჭრა მოუწია. სწორედ ამ გამოცდილებების გამო გაუჩნდა სურვილი QA შეესწავლა.

გამიჩნდა ინტერესი , თავად მენახა როგორ ხდებოდა ციფრულ პროდუქტში ამა თუ იმ ფუნქციონალის მომხმარებლამდე მიტანა, ხარვეზების გამოსწორება, ხარისხის უზრუნველყოფა, ამიტომ გადავწყვიტე QA მესწავლა.

მეგობრის რეკომენდაციით, ლიკუნა მაღალი მოლოდინებით მოვიდა commschool-ში და ეს მოლოდინები გამართლდა. ლექციებზე პრაქტიკისა და თეორიის სინთეზმა, ლიკუნას თქმით გამოუმუშავა ახალი უნარები, მაგალითად ლექტორისგან მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში ავტომატურად გამოყენება. 

კურსის დასრულების შემდეგ უკვე დამოუკიდებლად შემიძლია დავგეგმო და წარვმართო ხარისხის უზრუნველყოფის აქტივობები, როგორიცაა ტესტირების გეგმის შედგენა, ტესტ ქეისების დეველოპმენტი და QA პროცესების სწორი ინტეგრაცია პროექტში

ფინალური პროექტი - Digital Product Testing & QA

თუ არ იცი, გეტყვი, რომ კურსის დასრულებისას სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ლიკუნამ ტვირთების გადაზიდვის სისტემისთვის შექმნა დეშბორდი და აპლიკაცია.

პროექტის თეორიულად წარმოდგენა არ გამჭირვებია, და მთლიანი პროექტის აწყობაც გამიმარტივდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი ლექტორი ყოველთვის ცდილობდა მოეცა სწორი მიმართულება და უკუკავშირი, რაც მეხმარებოდა პროექტის წარმატებით დაგეგმვაში და საბოლოოდ კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რაც მივიღე.

QA სპეციალისტი- კარიერული განვითარება

ლიკუნას წარმატებულმა ფინალურმა პროექტმა გავლენა იქონია მის კარიერულ წინსვლაზეც. მომავალი თვიდან ის ჩვენი ლექტორის ერთ-ერთი პროექტის დეველოპმენტში, ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით იმუშავებს. იქიდან გამომდინარე, რომ ლიკუნა გეგმავს ამ სფეროში კარიერულ განვითარებას, ეს საკმაოდ კარგი დასაწყისია.

Digital Product Testing & QA-ით დაინტერესებულებს კი ლიკუნა გირჩევთ:

ვურჩევდი, რომ არასდროს დაკმაყოფილდნენ მიღებული შედეგით, რადგან ციფრული სამყარო და ზოგადად ეს სფერო ყოველდღიურად ვითარდება, და საჭიროა სიახლეებს ფეხი ავუწყოთ.

მე კი გეტყვი, რომ იმისთვის, რომ სიახლეებს ფეხი აუწყო, საჭიროა ამ სფეროში პირველი ნაბიჯი გადადგა. თუ დაინტერესებული ხარ სფეროთი, რომელიც დღითიდღე უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება, შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება