ამბები პროგრამირების კურსიდან - ელენე ბენდელიანი

blog-detail-img

ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ციფრული პროდუქტების შექმნის საჭიროება განსაკუთრებით იზრდება, პროგრამული უზრუნველყოფა უფრო და უფრო საჭირო ხდება, მაგალითად დეველოპერის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის წილი საქართველოში 66%-ია, ხოლო Back-End დეველოპერის საშუალო თვიური ანაზღაურება 3500 ლარს უტოლდება.

თუ გინდა პროგრამირების ენები იცოდე და კარიერა ამ კუთხით განავითარო, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან დიდებული ნაბიჯები მოტივაციას საჭიროებს, ამ ბლოგში კი მინდა Introduction to Programming-ის კურსდამთავრებული – ელენე ბენდელიანი გაგაცნო.

იმ ადამიანებისთვის, ვინც ნულიდან იწყებს პროგრამირების შესწავლას, ქომსქული ძალიან კარგი ადგილია

ელენე ქომსქულში ვებ პროგრამირების საფუძვლიანად შესასწავლად მოვიდა, ხოლო პროგრამის ორგანიზებულობა, პროფესიონალი ლექტორები და კოორდინატორების მიერ მუდმივი feedback-ის არსებობა მას დაეხმარა კომფორტულად ეგრძნო თავი და საკუთარი სქილების გამოვლინებაზე ყოფილიყო ორიენტირებული. 

კურსის შესწავლა იწყება პროგრამირების პრინციპებიდან და საბოლოოდ რეალური პროექტის დამოუკიდებლად გაკეთება არის შესაძლებელი

კურსის მსვლელობისას სტუდენტები ეცნობოდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს, რაც ელენეს აზრით, სტუდენტებს ეხმარებოდათ სქილების გაუმჯობესებაში. აქვე გეტყვი, რომ პრაქტიკაზე დაფუძნებული სილაბუსი მოცავს ფინალურ პროექტსაც, რომელშიც ლექციებზე შესწავლილი C# და .NET პლატფორმის დახმარებით სტუდენტები დამოუკიდებლად ქმნიან ვებ-გვერდს, რაც ელენეს აზრით ყველაზე ღირებული რამ იყო:

საბოლოოდ, ფინალური პროექტში დამოუკიდებლად გავაკეთე Loan WEB API. კურსის განმავლობაში გაკეთებული დავალებები განსაკუთრებით დამეხმარა ფინალური პროექტის შექმნაში

აქვე გეტყვი, რომ კურსზე Back-end-ს ისეთი პროგრამული ენით ისწავლი, როგორიცაა C#. კურსის დასრულების შემდეგ კი შეგეძლება:

  • კომპიუტერული მეცნიერების თეორიის პრაქტიკაში გამოყენება
  • Software Development-ის საფუძვლების პრაქტიკაში გამოყენება
  • C# -ის როგორც პროგრამირების ენის დამოუკიდებლად გამოყენება
  • პატარა და საშუალო ზომის აპლიკაციების დამოუკიდებლად შექმნა .Net 5 -ზე
  • მონაცემთა ბაზებთან დამოუკიდებლად მუშაობა
  • Microsoft Visual Studio-ს გამოყენება
  • Microsoft SQL Server-ის გამოყენება
  • WEB API-ს შექმნა და მასთან მუშაობა
  • აპლიკაციის შემუშავებისას საუკეთესო მიდგომების და სტანდარტების არჩევა

ამგვარად, თუ საკმარისი მოტივაციით შეიარაღდი, მხოლოდ ისღა დაგრჩენია, რომ პირველი ნაბიჯი გადადგა საკუთრი სურვილების რეალიზაციისთვის. Introduction to Programming-ის კურსს 15 თებერვალს ვიწყებთ!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება