GITA და თბილისის კომუნიკაციის სკოლა გურიაში პრეაქსელერაციის ერთობლივ პროგრამას იწყებენ!

blog-detail-img

თბილისის კომუნიკაციის სკოლა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) ერთად ოზურგეთში ატარებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სტარტაპების ფორმირებასა და მათ აქტიურ მონაწილეობას საგრანტო კონკურსებში. 

პროგრამას წაიყვანენ Cargon-ის დამფუძნებლები – ვანო ჩალაძე და შაკო ჯალაბიძე. Cargon GITA 100 000 საგრანტო კონკურსის ბენეფიციარი და 500 500 Georgia-ში გამარჯვებული სტარტაპია.

 რაც შეეხება მის დამფუძნებლებს:

ვანო ჩალაძე – Cargon 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული და 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის მონაწილეა.  ყოველდღიურად მონაწილეობს სტარტაპის სტრატეგიული მიმართულების შექმნაში, დაგეგმვაში, რეალიზაციასა და ინტეგრაციაში.                         

 

შაკო ჯალამაძე –  გავლილი აქვს 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა და Cargon 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია. აქვს მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება სტარტაპის პროცესების დაგეგმვისა და მართვის პროცესებში.

 

პროგრამის სწავლების მეთოდი ყველა სხვა თეორიულ საკითხებთან ერთად მოიცავს პრაქტიკული ცოდნის მიღებას, რასაც თან დაერთვება ლექტორების რჩევები და მათი გამოცდილების გაზიარება. 

მათი დახმარებით, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები:

დეტალურად გაშლიან სტარტაპის ცნებას, მის მახასიათებლებს და განიხილავენ იმ შესაძლო პრობლემებს, რაც ჯერ კიდევ იდეის გენერირების სტადიიდან შესაძლოა დაიწყოს და გაყვეს ინოვაციური პროდუქტის შექმნის მომენტამდე. გაიგებენ რა არის და როგორ მუშაობს Minimum Viable Product, Value Proposition და Product Market Fit, რის შემდეგაც გადაინაცვლებენ Lean Startup-ს მეთოდოლოგიის და უშუალოდ სტარტაპის განვითარების ფაზების შესწავლაზე.

კურსი დაეთმობა ისეთ თემებსაც, როგორიცაა სტარტაპის გუნდის ფორმირება,  ასევე დაფინანსების სხვადასხვა საშაულებების მოძიებასა და განხილვას.

თეორიული, საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ პროგრამა გადაერთვება უშუალოდ პრაქტიკულ საკითხებზე, რაც მოიცავს სხვადასხვა ბიზნეს მოდელის განხილვას, როგორიცაა E-commerce, Subscription, Marketplace, TRANSACTIONAL, SOFTWARE AS A SERVICE, ENTERPRISE და მათ მორგებას პროდუქტზე. ამასთან, აღნიშნული ბიზნეს მოდელები გავლილი იქნება პრაქტიკული მაგალითებზე დაყრდნობით, რაც სტუდენტებს დაეხმარება მოახდინონ პროდუქტის დალონჩვა. 

კურსის განმავლობაში ასევე, განიხილავენ სხვადასხვა
დაბალბიუჯეტიან მარკეტინგულ სვლებს, საამისოდ აუცილებელ ინსტრუმენტებსა და PR-თან დაკავშირებულ საკითხებს. ამის შემდეგ კი პრაქტიკული  აქტივობების მეშვეობით ჯერ ისწავლიან, შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლებენ Pitch Deck-ის შედგენას.

სხვა სიტყვებით, პროგრამის მონაწილეებს ეცოდინებათ გონებაში ფორმირებული იდეა როგორ აღწევს სხვა ადამიანებამდე პროდუქტის სახით და მათ კონკრეტულ პრობლემებს ჭრის.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს უკვე ექნებათ საკმარისი ცოდნა და უნარი წარადგინონ საკუთარი იდეების პრეზენტაცია და, ამდენად, შეიტანონ განაცხადი Gita-ს 15000 ლარიან საგრანტო პროგრამაზე.

Აქვე ტექნიკური საკითხების შესახებ:

  • ლექციები ჩატარდება ოზურგეთის ტექნოპარკში.
  • სალექციო დრო: შაბათი – 13:00 საათიდან – 18:00 საათამდე და კვირას 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, მიყევით შემდეგ ბმულს. 

ავტორი: სოფიკო ღონღაძე

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება