9 აპლიკაცია პროდუქტიულობის გასაზრდელად

blog-detail-img

კოდის წერის სწავლა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მოტივაციის შენარჩუნება კი ზოგჯერ რთულია, რაც შემდგომ პროდუქტიულობაზეც აისახება. ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზებულობის შენარჩუნებაც, რომელიც გეხმარება, ფოკუსირდე მთავარ საქმეზე და შეძლო ნაყოფიერად მუშაობა.

თუ პროდუქტიულობის შენარჩუნება შენთვისაც გამოწვევაა, მაშინ ამ ბლოგს გაეცანი. აქ აღმოაჩენ იმ აპლიკაციებს, რომლებსაც დეველოპერები ყველაზე ხშირად მიმართავენ ყოველდღიური საქმის ეფექტური ორგანიზებისთვის.

notion programming template 9 აპლიკაცია პროდუქტიულობის გასაზრდელად

Notion საუკეთესო პლატფორმაა, სადაც ცოდნის ბაზის განთავსება შეგიძლია. მრავალი დეველოპერი დოკუმენტაციის ორგანიზებისა და გაზიარებისთვის იყენებს. გამოსადეგია კოდის ნაწყვეტების, საუკეთესო პრაქტიკების, პროექტის მოთხოვნების, ხარვეზების ამოფხვრის გზების განსათავსებლად. ასევე, შესაძლებელია მისი გამოყენება შეხვედრების დროს მნიშვნელოვანი ინფორმაციის, მითითებებისა თუ შენიშვნების ჩასაწერად, რომლებსაც გუნდის წევრებსაც გაუზიარებ.

ელექტრონული ფოსტის უკეთესად სამართავად Unroll.me საუკეთესო გამოსავალია. იგი დაგეხმარება, გააუქმო გამოწერა ყველა არასაჭირო და არასასურველ ავტომატურ მეილებს. მათი გაცხრილვით დაზოგავ დროსა და ენერგიას.

ამ პლატფორმაზე სხვადასხვა დეველოპერული ხელსაწყოების გაერთიანებას შეძლებ (მაგალითად, GitHub და Jira). Akiflow-ის გამოყენებით შექმნი ერთ საერთო სივრცეს მათთვის და მარტივად შეძლებ მათ მართვას. აქ შეგიძლია გააერთიანო ყველა ის ორგანიზაციული აპლიკაცია, რომელსაც შენი გუნდი იყენებს: GitHub, Jira, Zoom. შედეგად, აღარ მოგიწევს სხვადასხვა აპლიკაციის ცალ-ცალკე შემოწმება დავალებებისა თუ სიახლეების გასაგებად.

შესასრულებელი გეგმისა და კალენდრის ვიზუალიზაციისთვის Structured სცადე. ეს აპლიკაცია დაგეხმარება ორგანიზებულობის შენარჩუნებაში. აქ შეგიძლია შექმნა შენი განრიგი სწორხაზოვანი ფორმატით, რომელიც მარტივს ხდის დავალებების მეთვალყურეობას. ასევე შეგიძლია ჩააშენო კალენდარი და დააყენო შეტყობინებები შესასრულებელი დავალების შესახსენებლად.

ეს პლატფორმა საუკეთესოა სწავლის ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. თუკი გსურს, რომ სწავლა შენი ყოველდღიურობის ნაწილი გახადო, ეს აპლიკაცია გამოიყენე. მისი დახმარებით შეადგენ დილისა და საღამოს რუტინას. აპლიკაცია დააყენებს ტაიმერს და შეგახსენებს შემდგომ ეტაპებს. ეს კი ხელს შეუწყობს თანმიმდევრულობასა და ჩვევების ჩამოყალიბებას.

მიზნების დასახვასა და მათკენ სწრაფვაში ეს პლატფორმა შენი საუკეთესო მეგზური იქნება. Asana-ს არაერთი ორგანიზაცია თუ ტექ. გუნდი იყენებს, რადგან მისი დახმარებით ეფექტურად არის შესაძლებელი პროექტის გრაფიკის მართვა და კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლობა. შენ კი შეგიძლია დროში გაწერილი მიზნების განსაზღვრა, იქნება ეს პროექტთან თუ სწავლასთან დაკავშირებული.

სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვაში Todoist დაგეხმარება. აქ ერთ სივრცეში შეგიძლია მოაქციო დღის განმავლობაში შესასრულებელი ყველა ის დავალება თუ საქმე, რომელიც შენს სამსახურსა და პირად ცხოვრებას უკავშირდება. ეს აპლიკაცია ერთ-ერთი საუკეთესოა ამგვარი სიის შესადგენად, რადგან გამოსაყენებლად მარტივი და საკმაოდ მოსახერხებელია, თანაც მრავალფეროვანი ფუნქციებით გამოირჩევა. მაგალითად, შეხსენებები, პროგრესის მონიტორინგი, პროექტის მართვის ხელსაწყოები.

პროექტის მართვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ხელსაწყოა. Taiga-ს გამოყენება უფასოა და ის open source ხელსაწყოს წარმოადგენს. მისი გამოყენებით მარტივად ადევნებ თვალს დავალებებსა თუ არსებულ ხარვეზებს. რაც ამ ხელსაწყოს გამოარჩევს, არის ის, რომ იყენებს Agile framework-ის საუკეთესო პრაქტიკებს. მაგალითად, “epics”, “user story”. თუ შენი გუნდი Agile მეთოდოლოგიას მიყვება ან გაინტერესებს ეს მიდგომა, Taiga კარგი პლატფორმა მის უკეთ გასაცნობად.

motion app

Motion-ის AI სისტემა თავად ადგენს შენზე მორგებულ განრიგს. ეს გამოცდილება ასისტენტის ყოლას ჰგავს, რომლის მოვალეობაც შენი შეხვედრების ჩანიშვნასა და სხვადასხვა საქმის შესასრულებლად დროის გამოყოფაა. Motion ადგენს განრიგს შენი კალენდრის მიხედვით, რათა თავისუფალ დროს დავალებებზე იმუშაო. აპლიკაციას შეუძლია შენი პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაოს გადადება, რომლებსაც ბოლომდე ვერ ასრულებ.

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება