მოუშენ დიზაინი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია

blog-detail-img

ანიმაციის შექმნაზე და გრაფიკის გაცოცხლებაზე, ალბათ, ერთხელ მაინც გიოცნებია. ამ მხრივ სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ მოუშენ დიზაინი, dribbble-ის დიზაინის საერთაშორისო გამოკითხვის თანახმად, დიზაინის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს შორის აღმოჩნდა! მოუშენ დიზაინი სულ უფრო მზარდი და მოთხოვნადი პროფესია ხდება და Commschool-იც არ აყოვნებს, რომ მოუშენ დიზაინის შესწავლის საშუალება მოგცეს.

მოუშენ გრაფიკა მოძრავ, ციფრულ ანიმაციას მოიცავს, შესაბამისად, მოუშენ დიზაინი გრაფიკული დიზაინის პრინციპების, ანიმაციისა და ეფექტების, ვიდეო-პროდუქტში გამოყენებას გულისხმობს.

Motion Design- ის ლექტორის, ბექა იჩქითის ნამუშევრები

მოუშენ დიზაინერი დიზაინს ქმნის როგორც ინტერნეტ, ისე სატელევიზიო სივრცისა და ფილმებისთვის: სარეკლამო რგოლები, მუსიკალური კლიპები, სატელევიზიო შოუები თუ პრომო ვიდეოები, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმები, სოციალურ ქსელებში ციფრული ბანერები, პოსტები და ა.შ – მოუშენ დიზაინერის სამუშაო არეალი მთელ ამ სფეროს მოიცავს; ამდენად, გასაკვირი არც არის, რომ ტექნოლოგიებისა და ციფრული პროდუქტის განვითარებასთან ერთად, მოუშენ დიზაინერებზე დღეს დიდი მოთხოვნაა. ამასთან, ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია: საქართველოში ის საშუალოდ 2000 ლარია, ხოლო უცხოურ ბაზარზე – კიდევ უფრო მაღალი. 

კარგი ამბავია ის, რომ მოუშენ დიზაინის შესწავლა Commshool-ში უკვე შეგიძლია. კურსი ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვისაა: დაწყებული შემოქმედებით სფეროში ან/და დიზაინის სხვა მიმართულებებში სპეციალიზებული ადამიანებით, დამთავრებული ნებისმიერი პირით, ვისაც სფეროს ინტერესი აქვს და ერთხელ მაინც უცდია, თუნდაც ტელეფონში, ამ მხრივ მასალის დამუშავება.

Კურსის განმავლობაში სტუდენტები Adobe After Effect-ის ტექნიკურ ცოდნასთან ერთად სხვადასხვა სირთულის პროექტების შესაქმნელად საჭირო მეთოდებსა და ხელსაწყოებსაც გაეცნობიან. მნიშვნელოვანია, რომ კურსი სრულიად პრაქტიკულ სამუშაოებზეა დაფუძნებული:  სტუდენტები რეალური პროექტებისა და ბრიფების მიხედვით სხვადასხვა ტიპის ანიმაციების შექმნაზე იმუშავებენ. 

კურსის გავლის შემდეგ ბევრ ახალ უნარს შეიძენ: ნებისმიერი ვიზუალური მასალის გაცოცხლება,  სარეკლამო რგოლების, Explainer ვიდეოების, დიაგრამების, მობილური აპლიკაციის UI ანიმაციისა თუ HUD ელემენტების ანიმაციიის შექმნა. მათი გამოყენება კი გადაცემების ქუდებისა და გრაფიკული შეფუთვის, ფილმების ტიტრებისა თუ ანიმაციების შესაქმნელად შეგეძლება. ამასთან, კურსის განმავლობაში Დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრებისა და პროექტის სირთულის/ბიუჯეტის განსაზღვრის უნარებსაც განივითარებ. 

მოუშენ დიზაინი
ბექა იჩქითი, Motion Design-ის ლექტორი

ამ ყველაფერთან ერთად ლექტორის რჩევები და ობიექტური კრიტიკაც არ მოგაკლდება. ლექტორი კი, კომპიუტერული გრაფიკის სფეროში 11 წლიანი გამოცდილების მქონე ბექა იჩქითი იქნება. წლების განმავლობაში მას ნამუშევარი აქვს წამყვანი ტელევიზიებისა და კრეატიული სააგენტოების, ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო მსხვილი ბრენდების პროექტებზე, მათ შორის: TBC, GPI , Beeline, Subway, Toyota, Lenovo, Alta, Metromart, Smiley, Kia UK, Tumblr, Paramount Pictures, Srixon Golf, Fluke corporation და ა.შ. Საერთო ჯამში, ბექას 500-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტზე აქვს ნამუშევარი.  წინასწარ გეტყვი, რომ მომდევნო ბლოგში ლექტორზე კიდევ უფრო ცხად წარმოდგენას შეგიქმნი. 

კურსზე მიღება უკვე გამოცხადებულია და ის თავის პირველ სტუდენტებს ელის. შემოგვიერთდი 


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება