პერსონალიზებული კონტენტ კამპანიის შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტები

blog-detail-img

პანდემიამ ციფრული არხები მომხმარებელთან ურთიერთობისა და მისი დაინტერესების ძირითად საშუალებად აქცია; ციფრულ სივრცეში კი მომხმარებელი მეტად მომთხოვნია. ამის გათვალისწინებით, როგორც მომხმარებლის გამოცდილების, ისე ბრენდის აღქმის გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალებაა პერსონალიზებული კონტენტ-კამპანიის წარმოება. 

კონტენტის პერსონალიზებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ კონტენტის შექმნისადმი ტრადიციული მიდგომა აქ იცვლება. ტრადიციული მიდგომისას კონტენტის სიცოცხლის ციკლი წრფივია ხოლმე, რაც გულისცმობს იმას, რომ  ვირჩევთ ბაზარს, შევიმუშავებთ კონცეფციას და მთლიანობაში შევქმნით კონტენტს, რომელსაც გამოვაქვეყნებთ, რაღაც პერიოდის შემდეგ კი მოვხსნით. პერსონალიზება კი კონტენტის შექმნის პროცესის გაციკლურებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, კონტენტის გამოქვეყნება უკვე აღარ არის პროცესის კულმინაცია, არამედ დახვეწა-შესწორებების გრძელი გზის მხოლოდ დასაწყისია: ამ “გზის” განმავლობაში პერსონალიზებული კონტენტი იტესტება, რათა სამომავლო კამპანიებისათვის ყველაზე კარგად მორგებული და ოპტიმალური ვარიანტი შევარჩიოთ.

სტატიაში სწორედ კონტენტის წარმატებული პერსონალიზებისთვის საჭირო 5 კომპონენტს გაგიზიარებთ:

აუდიტორიის შესაბამისი მიგნების (“ინსაითის”) გაკეთების უნარი

თითქოს, ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ მარკეტერმა უნდა იცოდეს, რა უთხრას თითოეულ აუდიტორიას, რათა მოქმედებისკენ უბიძგოს მათ. თუმცა “პერსონალიზების სამყაროში” ამისათვის დემოგრაფიული ინფორმაციის ფლობა არაა საკმარისი. არამედ, მარკეტერმა მომხმარებელთა უნიკალურ ბაზაზე დაყრდონობით მიგნებები უნდა გააკეთოს. 

ინსაითების “დასაჭერად”, პირველ რიგში, თქვენი ძირითადი აუდიტორიებისთვის კონკრეტული მახასიათებლები უნდა გამოყოთ, ამასთვის კარგი იქნება თუ შევქმნით მომხმარებლიბს პროტოტიპს  და გავიგებთ ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები? აუცილებელია დავსვათ კითხვები:

  • როგორია ჩვენი მომხმარებლის ვიზუალური სტილი?
  • როგორ ენით უნდა ვესაუბროთ მათ? 
  • ტექსტის რა მოცულობაა ოპტიმალური შენი კონტენტისთვის? 
  • როგორი განლაგება და კონცეფციებია უმჯობესი ? 
  • რომელი ციფრული არხებია ყველაზე ეფექტური? 

მოქნილი კონტენტის შექმნისა და მართვის უნარი

 1. მარკეტერებმა სამიზნე აუდიტორიის შესახებ გაკეთებული ინსაითები ისეთი ბრიფის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ, რომელიც დააკონკრეტებს, თუ რა გამოცდილება უნდა მიიღოს თითოეულმა აუდიტორიამ ბრენდისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად; აღწერს, რა იქნება ციფრული გამოცდილების ელემენტები: ბლოგი, ვიზუალური პოსტი, ვიდეო თუ სხვა რამ.

2. როდესაც კონტენტის გენერირება მოხდება და მისი შემადგენელი ყველა კომპონენტი დასრულდება, ისინი სადმე უნდა შევინახოთ, რათა სამომავლო დახვეწისა თუ სხვადასხვა არხებზე ადაპტირებისთვის მარტივად მოძიებადი იყოს.

თითოეული მომხმარებლის გამოცდილების მართვის უნარი 

მას მერე, რაც ძირითადი მახასიათებლების მიხედვით  თითოეული მომხმარებელი იდენტიფიცირებული გეყოლებათ და გამოსაყენებელი კონტენტიც მზად გექნებათ, უნდა გადაწყვიტოთ, კონკრეტულად ვინ, რა და როდის უნდა ნახოს. 

გამოცდილების რეალურ დროში მიწოდების უნარი

კონტენტისა და გამოცდილების ირგვლივ ზემოთ ჩამოყალიბებული წესების გათვალისწინებით, მარკეტერმა თავი უნდა მოუყაროს ამ გამოცდილებას, და მომხმარებელს თავისი “journey-ის” ყოველ ნაბიჯზე შესაბამისი კონტენტი მიაწოდოს. 

გატესტვისა და მიღებულ შედეგთა ანალიზით ინსაიტების გაუმჯობესების უნარი

როგორც მარკეტერმა, უნდა აკონტროლოთ კიდეც, რამდენად შედეგიანად ახერხებთ პერსონალიზებას. ეს გულისხმობს, რომ გამუდმებით უნდა ტესტავდეთ გამოცდილების იტერაციების ეფექტურობას, რათა გაარკვიოთ, რომელი მუშაობს საუკეთესოდ.

იმედი გვაქვს, კონტენტის პერსონალიზებასთან დაკავშირებით დაახლოებითი შთაბეჭდილება მაინც შეგიქმენით და ერთი-ორი თქვენთვის საინტერესო რჩევაც მოგეცით. უფრო ვრცლად კონტენტის დაგეგმვასა და წარმოების შესწავლას კონტენტ მენეჯმენტის კურსზე შეძლებთ. ისწავლით, როგორ  გააკეთოთ ეფექტური კონტენტი სხვადასხვა მედია არხისთვის.

იმას თუ კონკრეტულად რას ისწავლი კურსზე ნახავ აქ გეტყვით იმასაც, რომ ეს პროგრამა არის ყველასთვის, ვისაც აქვს საკუთარი ბრენდი ან ემუშავება სხვადასხვა ბიზნესს, ვისაც აინტერესებს სოციალური მედია და ამ სფეროში ხედავს საკუთარ თავს. Პროგრამაზე მიღება დაწყებულია, ჯგუფში ადგილები კი -ლიმიტირებული.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება