“ამ შესაძლებლობას ველოდებოდი" - ლანა ჯოხაძის კარიერული განვითარება

blog-detail-img

რამდენიმე თვის წინ ფეისბუქზე მორიგი სქროლვის დროს, თბილისის კომუნიკაციის სკოლის პოსტი შეხვდა – აღწერაში წაიკითხა, რომ ჩვენთან სწავლის შემდეგ Holmes&Watson-ში სტაჟირების შესაძლებლობას ვაძლევდით. აპლიკაცია მაშინვე შეავსო და როგორც იტყვიან – the rest is history. დღეს ჩვენს კურსდამთავრებულზე ლანა ჯოხაძეზე გიამბობთ, რომელმაც გრაფიკული დიზაინის კურსის გავლის შემდეგ, ოცნება აიხდინა და სასურველ კრეატიულ სააგენტოში სტაჟირება დაიწყო.

თუ არ იცით, გეტყვით, რომ კომუნიკაციის სკოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები ავტომატურად ირიცხებიან Alumni Club-ში, რომლის ფარგლებშიც მათ კარიერულ წინსვლაში მაქსიმალურად ვეხმარებით. ლანაც არ ყოფილა გამონაკლისი. ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ Holmes&Watson ჯერ კიდევ 2018 წლის 8 ივნისს შეუყვარდა, მაშინ, როდესაც პირველად ნახა თიბისი სტატუსის ვიდეორგოლი.

ამ შესაძლებლობას ველოდებოდი. ვიფიქრე, კურსს დავამთავრებ, სადმე 1 კვირით დასასვენებლად წავალ და რომ ჩამოვალ, ჩემი ცხოვრებაც შეიცვლება-მეთქი. ასეც მოხდა. ფინალური პროექტი წარმატებით შევასრულე, დამაკმაყოფილებელი შეფასების შემდეგ კითხვარი შევავსე და მხოლოდ Holmes&Watson მოვნიშნე. მეორე დღეს დამირეკეთ და მითხარით, რომ გასაუბრებაზე მივდიოდი. “

 

ღამით უცნაური სიზმარი დაესიზმრა: გასაუბრებაზე მივიდა და… ჩაეძინა. საბედნიეროდ, რეალობაში ასე არ მოხდა. ცოტა ღელავდა, მაგრამ სიტუაციის განსამუხტად სიზმარი მოყვა. Holmes&Watson-ში უთხრეს, ეგ სიზმარი აგიხდება და მუშაობისგან დაღლილს აქ აუცილებლად ჩაგეძინებაო. 

მიზნის ქონა გარკვეუწილად განსაზღვრავს წარმატებას, თუმცა მზადყოფნა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ლანა დარწმუნებით ამბობს, რომ სრულ ქაოსში აღმოჩნდება, მუდმივად გამოწვევების წინაშე იქნება, თუმცა – ამას სულმოუთქმელად ელის.  

“ ლექტორმა ვანო საგინაშვილმა ერთხელ გვითხრა, სააგენტოში კარგი გრაფიკული დიზაინერი რომ გახდე, ბევრჯერ უნდა მოკვდე და გაცოცხლდეო. ჰოდა, მეც მზად ვარ ამისთვის. კომუნიკაციის სკოლამ მხოლოდ სტაჟირება არ მომიტანა. უდიდესი გამოცდილება მივიღე. შეგიძლიათ ვანოს სიტვები ჩაიწეროთ და თუ ოდესმე იფიქრებთ რომ რამე არ გამოგივათ, ან შემართება დაგაკლდებათ – მოუსმინოთ.”

და მაინც, ვინ არის ვანო საგინაშვილი? კომუნიკაციის სკოლის გრაფიკული დიზაინის ლექტორს ამ სფეროში 14 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობის უდიდესი ნაწილი ქართულ კრეატიულ სააგენტოებს უკავშრდება, კერძოდ Windfor’s, Holmes&Watson, DDB Georgia და სხვა.  ამჟამად ევროპაბეთში არტ დირექტორის პოზიციაზე დიზაინერების და მოუშენ გრაფიკოსების გუნდს ხელმძღვანელობს. ჩვენს სტუდენტებს ის არა მარტო ტექნიკურ დეტალებს, არამედ ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებს, დიზაინის მიმართულებებსა და სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობას ასწავლის. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყოველ ლექციას მოყვება პრაქტიკული დავალება, სადაც საფიქრალი და სამუშაო საკმაოდ ბევრია.

კურსის დასრულების შემდეგ, ტოპ 3 კურსდამთავრებული გარანტირებულ სტაჟირებას კრეატიულ სააგენტოებში გაივლის: Windfor’s, Holmes & Watson, JWT Metro.  თუ კარიერული წინსვლა შენი პრიორიტეტია, მაშინ კომუნიკაციის სკოლა სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა მოხვდე.

პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და გაითვალისწინე, რომ კურსზე მოსახვედრად სულ უფრო ნაკლები დრო და თავისუფალი ადგილი რჩება.

ავტორი: მარიამ კერესელიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება