Motion Design-ის კურსდამთავრებულის პორტფოლიო - ნიტა გაბისონია

blog-detail-img

ვიტყოდი, რომ კურსმა მოლოდინებს გადააჭარბა კიდეც და მივიღე იმაზე მეტი, ვიდრე ველოდი” – ნიტა გაბისონიამ Commschool-ში Motion Design-ის კურსი დაასრულა. მან, სხვა კურსდამთავრებულების მსგავსად, ფინალური პროექტის ფარგლებში, რეალური ბრიფების მიხედვით 30 წამიანი explainer ვიდეო შექმნა:

“ვინაიდან მოგზაურობა და თავგადასავლები ძალიან მიყვარს, ფინალური პროექტიც ამ თემის ირგვლივ ვარჩიე გამეკეთებინა”.

ნიტას ფინალურ დავალებაზე მუშაობის პროცესმა კარგი გამოცდილება შესძინა და თვლის, რომ პრაქტიკაში მიღებული უნარები სამომავლო განვითარებაში ხელს შეუწყობს:

"პროექტზე მუშაობა ძალიან ბევრი თვალსაზრისით იყო ღირებული და საინტერესო. ერთგვარი შეჯამება იყო იმ ყველაფრის, რაც გავიარეთ კურსის განმავლობაში და მოიცავდა ისეთი მნიშვნელოვანი უნარების უპირატესობის ჩვენებას და გამოცდილებას მომავალი პროექტებისთვის, როგორიცაა პროექტის შექმნის პროცესში ორგანიზებულობა, წინასწარი ხედვების სწორად ჩამოყალიბება და მოწესრიგება"

რეალურ ბრიფზე მუშაობის პროცესმა საჭირო გამოცდილება მომცა ბევრი კუთხით, რაც წამადგება პროფესიონალიზმისკენ სწრაფვაში” – ამბობს ნიტა.

Motion Design-ის კურსმა, ნიტას თქმით, ბევრი საჭირო ინფორმაცია მისცა და მოკლე ხანში, საბოლოოდ, იმაზე მეტი ისწავლა, ვიდრე ელოდა:

"საკმაოდ ფართო ცოდნა მივიღე მცირე დროის მიუხედავად, თუმცა, არასდროს მიგრძვნია, რომ რაიმე მომენტში, ბევრი ინფორმაცია იყო გადაჭარბებული, იმდენად გამჭვირვალედ და დალაგებულად იყო გათვლილი საკითხები. ვიტყოდი, რომ კურსმა მოლოდინებს გადააჭარბა კიდეც და მივიღე იმაზე მეტი, ვიდრე ველოდი"

ნიტას თქმით, ის კმაყოფილია სწავლების სისტემით, პროფესიონალი გუნდის მიდგომებითა და მიღებული ცოდნის ხარისხით, ამიტომ უპირობოდ უწევს რეკომენდაციას Commschool-ს:

"ქომსქულელობა" ჩემთვის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი და მხარდაჭერაა იმ მიზნებისკენ, რასაც მხოლოდ ჩემი ძალისხმევით ბევრად უფრო რთულად და გვიან გავივლიდი. მაღალი ხარისხი, პროფესიონალიზმი და მუდმივი ჩართულობა ყოველთვის მომცემს საშუალებას, ჩემი რეკომენდაცია Commschool-ს ყველასთან გავუწიო"

თუ შენც გაქვს სურვილი და მონდომება, რომ გახდე “ქომსქულელი” და გაიარო Motion Design-ის კურსი, თავის მხრივ, გადაწყვეტილების მიღებისთვის პროგრამის შესახებ დეტალებს შემოგაშველებ:

სულ 16 ლექციაში, ანუ 48 საათში, შეძლებ: 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველი წარმატებული კურსდამთავრებულები ხდებიან Alumni კლუბის წევრი, რომლებსაც Commschool კარიერულ წინსვლაში ეხმარება, რაც გულისხმობს ისეთ პარტნიორ კომპანიებში ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს, როგორიცაა: Holmes & Watson, Adjarabet, Adjara Sport, Redberry და სხვა.

ასე რომ, თუკი დიზაინის ან მსგავს სფეროში ხარ და Motion Design-ის სწავლა 0-დან გინდა, გაიარე რეგისტრაცია და შემოგვიერთდი.


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება