ნინო გეჯაძის ფინალური პროექტი - Motion Design

blog-detail-img

შემიძლია დამოუკიდებლად გავაკეთო სხვადასხვა სირთულის თუ ხანგრძლივობის ანიმაციები.

მოძრავი ეფექტები მსოფლიოსთვის ახალი აღმოჩენა ნამდვილად არაა, რადგან ციფრული სამყარო დაწყებული სოციალური ქსელებიდან დამთავრებული სატელევიზიო შოუებითა და მხატვრული ფილმებით, წარმოუდგენელია მის გარეშე. თუმცა, განვითარებასთან ერთად Motion დიზაინიც იხვეწება და შესაბამისად სოციალურ პლატფორმებშიც ხარისხიანი მოძრავი ეფექტების შემქმნელი კრეატორები შეუმჩნეველი არასდროს რჩებიან.

ამ ბლოგში კი მინდა Motion Design-ის კურსდამთავრებული, ნინო გეჯაძე გაგაცნო, რომელიც ფინალური პროექტისა და კურსზე მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ გვესაუბრება.

ნინოს Motion Design-თან კურსის გავლამდე არანაირი შეხება არ ჰქონია, თუმცა ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მისი ინტერესი კრეატივთან და შემოქმედებასთან იყო დაკავშირებული. 

მომწონს ფერებთან ურთიერთობა, დინამიური მოძრაობები. მივხვდი რომ Motion Design ის სფერო იქნებოდა, სადაც შევძლებდი ჩემი ინტერესები, ჩემს პროფესიად მექცია.

ნინო სალექციო პროცესზეც გვესაუბრა და გვითხრა, რომ მისი აზრით, სასწავლო პროგრამა თანმიმდევრულად იყო შედგენილი, გარდა ამისა, ფიქრობს, რომ ლექტორის მიერ გაზიარებული გამოცდილებაც ძალიან საინტერესო იყო, რადგან ის კურსზე კონკრეტული სირთულეების დაძლევაში ეხმარებოდა. 

რაც შეეხება ფინალურ პროექტს, ნინომ მოცემული ბრიფებიდან არჩევანი Motion Design-ის ონლაინ კურსების 20 წამიან explainer ვიდეოზე იმუშავა. 

პროექტზე მუშაობამ საშუალება მომცა თავი მომეყარა ყველა იმ ნასწავლი უნარისთვის, რაც კურსის განმავლობაში დავაგროვე, მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი თვალით დამენახა კურსის და დაგროვილი ცოდნის შედეგი. ამ ყველაფერმა კი საბოლოო ჯამში უფრო მეტი თავდაჯერება შემმატა.

კურსის გავლის შემდგომ ნინო უფრო მეტად მოტივირებულია, ცდილობს უნარები კიდევ მეტად განავითაროს და მეტი გამოცდილება დააგროვოს

ვინაიდან ჯერ მხოლოდ დამწყები ვარ, ახლა ვდგამ ამ პროფესიაში პირველ ნაბიჯებს. ვფიქრობ გავლილმა კურსმა მომცა ის საბაზისო ცოდნა და თავდაჯერებულობა, რომელიც დამეხმარება შევაბიჯო მოუშენ დიზაინის სამყაროში

თუ Commschool-ით შენც დაინტერესდი, Motion Design-ის კურსის გავლის შემთხვევაში, სკოლისგან ბევრ ძალიან კარგ სარგებელსაც ნახავ, რა თქმა უნდა, იმასთან ერთად, რომ პროფესიონალი ლექტორების დახმარებით პრაქტიკაზე ორიენტირებული ლექციების შედეგად, საბოლოოდ, ხარისხიან ცოდნას მიიღებ. 

კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 15 ლექციას, რაც ჯამში 45 საათს უდრის. 

Motion Design-ის კურსის გავლის შემდეგ კი შენ შეძლებ: ნებისმიერი სახის გრაფიკული გამოსახულების გაცოცხლებას; ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობას After Effect-ში; სარეკლამო რგოლების შექმნას; პროექტების სირთულისა და ბიუჯეტის განსაზღვრას; შეეჩვევი ორგანიზებულად მუშაობას და დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრებას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ Commschool-ში  ფუნქციონირებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა კლუბი, რომლის წევრებსაც სკოლა კარიერულ განვითარებაში ეხმარება. კურსის ბოლოს N1 კურსდამთავრებულს ექნება შანსი, გაიაროს გარანტირებული სტაჟირება კრეატიულ სააგენტოში.

თუ მზად ხარ Motion Design-ის სფეროს შესასწავლად გეტყვით, რომ  რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, შემოგვიერთდი.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება