ნინი გოგრიჭიანის ფინალური პროექტი - Content Management

blog-detail-img

კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა! წინასწარ, რა თქმა უნდა, სილაბუსი წაკითხული მქონდა, თუმცა, არ ველოდი, რომ ამდენად საინტერესო მოგზაურობა მელოდა წინ“. – ამბობს ნინი გოგრიჭიანი. ის კონტენტ მენეჯმენტის კურსდამთავრებულია, რომელმაც ფინალური დავალების ფარგლებში “მშრალ ხიდზე” შექმნა კონტენტ-კამპანია, რაც მოიცავდა სტრატეგიასა (background, insight, tone of voice, big idea და ა.შ.) და იდეის ჩაშლას სამ სხვადასხვა სოციალურ მედია არხში.

ნინი თავად მოგვიყვება, რატომ დაინტერესდა მშრალი ხიდით:

“ჩემი ფინალური ნაშრომი თბილისის მშრალ ხიდს ეხება. ნაშრომის თემის არჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია იმიტომ, რომ წინასწარ უკვე მქონდა განსაზღვრული, რომ ამ თემაზე მინდოდა მუშაობა და კონტენტ სტრატეგიის შექმნა. მშრალი ხიდი ჩემთვის, ძალიან საინტერესო ადგილია, ბევრ საინტერესო ნივთს აღმოაჩენს ნებისმიერი გემოვნების ადამიანი და ამასთან ერთად, ვფიქრობ, ბევრისთვის საინსპირაციოც შეიძლება აღმოჩნდეს. იმდენად კონტრასტულია თვითონ ადგილიც და ასევე ნივთები, რომლებსაც სრულიად შემთხვევით გადავაწყდებით, მაშინვე ბავშობის მოგონებებში გვამოგზაურებენ”.

ნინის თქმით, ფინალურ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან პროცესი შემოქმედებითი ხასიათის იყო:

“ჩემთვის ფინალურ პროექტზე მუშაობა იყო კომფორტის ზონიდან გამოსვლა, არ მინდოდა რეფერენსები მენახა და მხოლოდ მაგით დამესრულებინა. ფოტოების გადასაღებად ორი დღე მშრალ ხიდზე გავატარე, ფოტოგრაფია ყოველთვის მაინტერესებდა და ჩემთვის გამოწვევა იყო პროექტისთვის ფოტოების გადაღება, დამუშავება და შემდგომ სტრატეგიაზე მორგება. საკმაოდ ღირებული გამოცდილება მივიღე კონტენტის სტრატეგიის შემუშავებისას. ფინალურ დავალებაზე მუშობისას მივხვდი, რომ ფოტოგრაფია ის საქმიანობაა, რაც ძალიან მაინტერესებს. ყველაზე სასიამოვნო კი ის მომენტი იყო, როცა პრეზენტაციის დროს, ჩემს ჯგუფელებს ზუსტად ის შეგრძნებები გაუჩნდათ, რაც მსურდა, რომ ამ კონტენტით გადმომეცა”.

ნინი Content Management-ის კურსის ხელმძღვანელებითაც კმაყოფილია, რადგან, როგორც ამბობს, მათი მხრიდან მაქსიმალურ ყურადღებას გრძნობდა ჯგუფის თითოეული წევრი:

ლექტორმა უზომოდ დიდი გამოცდილება გაგვიზიარა, ძალიან დასაფასებელია, როდესაც ლექტორი არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას გაწვდის, არამედ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებასაც გიზიარებს. ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები, ძალიან საინტერეაო აღმოჩნდა და ზოგიერთ სავარჯიშოს ახლაც კი ვიყენებ. მენტორი ლანა კი მუდმივად ჩართული იყო, ყველა ეტაპზე. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი ყურადღებით ეკიდებიან თითოეული ჯგუფის წევრს და მათ შეფასებებსაც ითვალისწინებენ“.

Commschool-ის გარემო საკმაოდ ინტერაქტიულია, რის გამოც სტუდენტებს მუდმივად უწევთ სალექციო პროცესში ჩართულობა. ნინიც სწორედ ასეთი გარემოს წევრი იყო. ამბობს, რომ დრო ამასობაში იმდენად სწრაფად გადიოდა, უნდოდა კიდევ გაგრძელებულიყო:

ამ ორ თვეში გავიცანი ძალიან საინტერესო, ერთამენთისგან გამსხვავებული და მხიარული ადამიანები. მათგან ბევრი რამ ვისწავლე და, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ესეთი “კოლეგები” მყავს. კონტენტ მენეჯმენტის კურსი პირველია, რაც Commschool-ში გავიარე, მაგრამ დასრულებისას უკვე ვიცოდი, რომ აქ სამომავლოდ ნამდვილად დავბრუნდები! შორიდან შესაძლოა, საღამოს ლექციები მოსაწყენად ჟღერდეს, თუმცა, ეს არაა სტანდარტული ლექციები და სამი საათიც ისე გადის, რომ აღარც კი გინდა მისი დასრულება“.

თუ შენც გაინტერესებს Content Management, Commschool-ში კურსზე სწავლისთვის შენგან მხოლოდ სურვილია საჭირო. აქ სტუდენტებს შეუძლიათ შეისწავლონ, თუ როგორ დაგეგმონ და აღასრულონ კონტენტ-კამპანია დამოუკიდებლად, როგორ შექმნან ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა დამოუკიდებლად. განსაზღვრონ, რა დროს, როგორი კონტენტია საჭირო. როგორ დაგეგმონ გადაღებები დამოუკიდებლად და ა.შ. კურსი კი სულ 14 ლექციისგან შედგება და 7 კვირაზე ნაწილდება.

რაც მთავარია, Commschool-ში არსებობს Alumni Club, რომლის წევრი წარმატებული კურსდამთავრებულები იღებენ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს სკოლის ისეთი პარტნიორი კომპანიებისგან, როგორებიცაა: Holmes & Watson, Adjarabet, Redberry, JWT Metro, ლიბერთი ბანკი. აქვე, შეგიძლია Content Management-ის კურდამთავრებულის ანანო ჭელიძის კარიერული განვითარების ისტორია იხილო, რომელიც კურსის დასრულებისთანავე Redberry-ის გუნდს შეუერთდა.

ამრიგად, Commschool-ში სწავლის შემთხვევაში, რეალური სამუშაო შეთავაზებებიც გელის და თუ შენც გაინტერესებს Content Management, გაიარე კურსზე რეგისტრაცია და გახდი წარმატებული “ქომსქულელი”!


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება