Motion Design-ის კურსდამთავრებულის კარიერული განვითარება - გიგა წერეთელი

blog-detail-img

ახალი პროგრამის გავლის შემდეგ ალბათ შენთვისაც საბოლოო მიზანი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და კონკრეტული მიმართულებით დამოუკიდებლად განვითარებაა. გიგა წერეთელი Motion Design-ის კურსდამთავრებულია, რომელსაც კურსზე მიღებული გამოცდილება კარიერული განვითარების შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარა:

კურსის დასრულების შემდეგ 4media სააგენტოში შეიცვალა ჩემი პოზიცია, გავხდი Motion დიზაინერი და ახალი შემართებით/ძალებით ახალ პროექტებზე ვიმუშავე

ამ მხრივ კიდევ მეტს მოგიყვები. Commschool-ში ნებისმიერი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში Alumni Club-ის წევრი ხდები, რითაც  პარტნიორ კომპანიებში ექსკლუზიური სამუშაო შეთავაზებით, სტაჟირებებითა და კონსულტაციებით სარგებლობ. პარტნიორ კომპანიებში კი შედიან: JWT Metro, Redberry, Holmes&Watson, adjarabet და სხვან

გიგასთვის პროგრამაზე მიღებული ცოდნა ღირებული აღმოჩნდა. მან, როგორც სხვა კურსდამთავრებულებმა, ბრიფებზე დაყრდნობით 30 წამიანი Explainer ვიდეო შექმნა. ფინალურ პროექტთან ბლოგში გიგას პორტფოლიოც შეგიძლია იხილო:

“ჩემი ფინალური პროექტი, ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია “New style”-ის მოკლე ანიმაციური ვიდეოა, სადაც გამოხატული უნდა ყოფილიყო ამ პლატფორმის სიმარტივე და პრაქტიკულობა. რატომ ავირჩიე ეს თემა, განსაკუთრებული მიზეზი არ მაქვს, ჩემთვის მთავარი იყო, ანიმაციაში გამომეყენებინა ის ყველაფერი, რაც კურსის დროს შევისწავლე და გარკვევით მეპასუხა დავალებაზე”.

გიგას თქმით, ვიდეოს შექმნის პროცესმა მისი პრაქტიკული უნარები დახვეწა და ცოდნაც გაუფართოვა:

ფინალური პროექტის შექმნა საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან რეალურ ბრიფებთან და დედლაინებთან მუშაობისას, ჩვენი შესაძლებლობები გამოვცადეთ, რაც სამომავლოდ გამოგვადგება.

 

ვთვლი, რომ ასეთი პროექტების კეთება კარგია ჩვენი სქილების განვითარებისთვის, რადგან ამ დროს შეიძლება ბევრ ახალ პრობლემას გადააწყდე ანდაც ექსპერიმენტები ატარო (ტექნიკური თვალსაზრისით) და მიიღო დამკვეთთან მუშაობისა და მიდგომის რეალური გამოცდილება.”

გიგას კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა პროფესიულ განვითარებაშიც დაეხმარა:

"მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა კარიერულ წინსვლაში, რადგან გვასწავლიდა პროფესიონალი ლექტორი და ამ გამოცდილების მიღებას დამოუკიდებლად, შეიძლება, ბევრად დიდი ხანი დასჭირვებოდა და ბევრად რთულიც ყოფილიყო. კურსისგან მივიღე ის, რასაც ველოდი, შეიძლება ითქვას - მეტიც".

ის თუ როგორ შეაფასებდი Commschool-ს, გიგა ამბობს:

ყურადღებიანები, მეგობრულები, პროფესიონალები

Commschool-ში Motion დიზაინის კურსის გავლა სულ 16 ლექციაში, ანუ 48 საათშია შესაძლებელი, სწავლას კი ნულიდან იწყებ. პროგრამის გავლის შემდეგ შეგეძლება: 

ნებისმიერი სახის გრაფიკული გამოსახულების გაცოცხლებას, სარეკლამო რგოლების შექმნას, ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობას After Effect-ით და ა.შ. რაც მთავარია, ისწავლი დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრებას, ასევე, პროექტის სირთულისა და ბიუჯეტის განსაზღვრას და შეეჩვევი ორგანიზებულად მუშაობას.

თუ Motion Design-ის სფერო გაინტერესებს, შეგიძლია აღარ დააყოვნო, რეგისტრაცია ახლავე გაიარო და შემოგვიერთდე!


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება