ამბები Motion Design-ის კურსიდან - ლევან მირიანაშვილი

blog-detail-img

მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ არ იცნობ ტერმინს Motion Design, დარწმუნებული ვარ გამოგიცდია ამ სფეროს მრავალი მაგალითი ცხოვრებაში. მას ვხედავთ ფილმებსა და ტელევიზორში, ვებსაიტებსა და აპებში, რეკლამასა და მარკეტინგში, მთელ სოციალურ მედიაში… და ის დღითიდღე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 

თუ დაინტერესებული ხარ ანიმაციების შექმნით, სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში გაგაცნობ Motion Design-ის კურსდამთავრებულს – ლევან მირიანაშვილს, რომელიც თავის საინტერესო გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

ლევანი პროფესიით არქიტექტორია და ამ სფეროში მრავალ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა motion design-ისადმი ბოლო დროს გაჩენილი ინტერესის გამო, გადაწყვიტა ახალ სფეროში გამოეცადა საკუთარი თავი, ამისთვის კი ქომსქული აირჩია. 

მიუხედავად ყველაფრისა ალბათ სარისკო, მაგრამ საინტერესო და გამოწვევებით სავსე გადაწყვეტილება მივიღე და პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე.ჩემი მეუღლე გრაფიკული დიზაინერია და პირველად მოუშენ დიზაინის შესახებ მისგან გავიგე, თუმცა კურსამდე დისციპლინასთან ჩემი შეხება მხოლოდ ინტერესით და Reference-ების დათვალირებით შემოიფარგლებოდა.

პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილება ლევანის თქმით დიდი რისკი იყო, თუმცა კურსის არჩევა მისთვის მარტივი აღმოჩნდა, რადგან ქომსქული მისი ყოვლისმომცველი სილაბუსისა და ლექტორის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე აირჩია.

კურსის შერჩევა ძალიან გამიმარტივდა, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ვხვდებოდი რომ უბრალოდ საჭირო პროგრამების სწავლა არ იყო საკმარისი მცირე დროში დისციპლინის გაცნობისთვის და ამიტომ პატარა კვლევის შემდეგ, ლექტორსა და გუნდზე ინფორაციის მოძების შემდეგ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს სფერო სრულიად ახალი იყო ლევანისთვის, მისთვის კურსის მთავარი მიზანი საკუთარი თავის კონკრეტულ დისციპლინაში მოსინჯვა და პროფესიონალი, კომპეტენტური ადამიანისგან პირველი ფიდბექის მიღება იყო. 

კურსის წარმატებულობა კი ფინალურ პროექტზე მუშაობისას დაამტკიცა და ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი იყო, რომელმაც სტაჟირების შემოთავაზება მიიღო. მისი თქმით, ფინალურ პროექტზე მუშაობა საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო, თავის გამოწვევებთან ერთად. 

კურსის დაწყებამდე უკვე მქონდა ინფორმაცია რომ კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟირებაზე შემოთავაზების მიღების შესაძლებლობა არსებობდა, რაც უფრო მოტივირებულს მხდიდა. კურსის დასრულების შემდეგ მალევე მივიღე სტაჟირების შემოთავაზება.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ სივრცე სავსეა სხვადასხვა საგანმანათლებლო კონტენტით, ლევანის აზრით, ამ კურსის გავლა რადიკალურად სხვა გამოწვევებს შესთავაზებს სტუდენტებს და კონკურენტულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს უზრუნველყოფს პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. მათ კი, ვინც Motion Design-ით არის დაინტერესებული ურჩევს, რომ დღევანდელ სწრაფ სამყაროში, ეს კურსი აუცილებელი დროის რესურსის დაზოგვის და მოკლე დროში საჭირო ინფორმაციის მიღების გარანტია.

თუ გსურს ანიმაციის სამყაროში შეაბიჯო და მოკლე დროში შეისწავლო საჭირო ტექნიკები და თულები, შემოგვიერთდი!

Motion Design

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება