'მომავალი წლიდან შემეძლება...' - ელენე საბიაშვილი

blog-detail-img

წლის დასასრული ლოგიკური პერიოდია ხოლმე იმისთვის, რომ გასული წელი შევაჯამოთ და მომავალი წელი დავგეგმოთ ✨ ხოლო იმისთვის, რომ მომავალი წლიდან რაღაც შევძლოთ, პირველ რიგში უნდა ავირჩიოთ, რა გვინდა, რომ შეგვეძლოს და დავიწყოთ კიდეც ამისთვის საჭირო რესურსების მოძიება.

ამიტომ ამ ბლოგში მინდა ელენე საბიაშვილი გაგაცნო, რომელმაც Content Management აირჩია და Alumni Club-ის ფარგლებში White Rabbit Parks-ში დაიწყო მუშაობა. ელენე აღნიშნავს, რომ მისთვის სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ კურსის დასრულების შემდეგ Commschool-თან კომუნიკაცია არათუ არ შეწყდა, პირიქით:

ყოველდღიურად ვგრძნობ მხარდაჭერას და ყურადღებას ქომსქულისგან, რაც ჩემს შემთხვევაში, სხვადასხვა კომპანიებთან ჩემზე რეკომენდაციის გაწევით გამოიხატება, რისი წყალობითაც ამ დროისთვის უკვე არაერთ საინტერესო ბრენდთან გამოვცადე მუშაობა. ამიტომ დასაფასებელია, რომ Commschool თავად გვაძლევს შესაძლებლობას, კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვცადოთ.

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ელენე იმასაც გვიამბობს, რომ Commschool-მა მისი White Rabbit Parks-ში დასქმების გზით ახალი ჰობი – სნოუბორდინგი და ვეიქბორდინგი აღმოაჩენინა და შეაყვარა ზამთარი, რაც მანამდე მისთვის წარმოუდგენელი იყო. 

აქ მუშაობა ჩემთვის ყოველდღიური რუტინა არ არის, White Rabbit ჩემი ნაწილი გახდა, რომლის განვითარებაზეც მიიწევს ჩემი გონება და გული.

გარდა ამისა, ელენე ფრილანსერად მუშაობის გამოცდილებაზეც გვიყვება და გვიზიარებს საჭირო სქილებს.

თუ გინდა რომ ცხოვრებისთვის დრო დაგრჩეს, უნდა ისწავლო მუშაობის პროცესის სწორი მენეჯმენტი.

ელენე ასევე გვიამბობს, რომ 2022 წელი მისთვის გამოწვევა იყო, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით მან არაერთი პატარ-პატარა სირთულე დაძლია, რაც დიდ იდეებამდე მისასვლელი საუკეთესო გზა აღმოჩნდა. 

ჩემი კომფორტი განსხვავებულ ბრენდებთან და კამპანიებზე მუშაობაში ვიპოვნე, რამაც სხვადასხვა ბიზნეს მარკეტში გამარკვია. ამიტომ ვფიქრობ, მომავალში გამიმარტივდება გადავწყვიტო, რომელ ინდუსტრიაში მინდა საკუთარი საქმის დაწყება.

მეტი თავდაჯერებულობითა და მოტივაციით ელენე 2023 წლის მოლოდინებსა და გეგმებზეც თამამად გვესაუბრება:

ჩემთვის ძალიან აზარტულია, როდესაც საკუთარ თავს ახალი წლისთვის ახალ გამოწვევებს ვუწესებ და კიდევ უფრო სასიამოვნო, როცა წლის ბოლოს ყველა თუ არა, გამოწვევის უმეტესი ნაწილი დახურული მაქვს. ამიტომ, პირველად აქ დავაჩელენჯებ ჩემს თავს და ვიტყვი, რომ მომავალი წლიდან შემეძლება შევუერთდე დიდ ორგანიზაციას, ვიმუშავო პროფესიონალ გუნდთან ერთად და ვიგრძნო თავი რაღაც დიდი მოვლენის ნაწილად.

ასე რომ, თუ შენც გინდა ახალ წელს მიზნების მიღწევითა და ახალი სურვილებით შეხვდე, აირჩიე შენ რა შეგეძლება ✊🏼🎉

ავტორი: მარი ბენიანიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება