მარკეტინგის მენეჯმენტი - მარიამ ბექოშვილი კურსის შესახებ

blog-detail-img

მარკეტინგის სფერო ბევრად მეტია, ვიდრე კრეატიული სარეკლამო კამპანიების შემუშავების, ვიდეო-რგოლების გადაღებისა თუ სხვა სახალისო აქტივობების განხორციელება. მარკეტინგის მენეჯმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ბაზრის კვლევა, ბიუჯეტის სწორად გაწერა, კამპანიის ეფექტურად დაგეგმვა, ექსელთან მუშაობა, გუნდის მართვა.

თუ მარკეტინგის სფეროში მუშაობ და გსურს განვითარება და მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმება, ეს ბლოგი დაგაინტერესებს. აქ გაეცნობი მარიამ ბექოშვილს, რომელმაც Commschool-ში მარკეტინგის მენეჯმენტის კურსი გაიარა.

მარკეტინგის მენეჯმენტი მარიამ ბექოშვილი

მარიამი მაგისტრატურის საფეხურზე ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს, კერძოდ კი, მენეჯმენტის განხრით. მისი აკადემიური მოგზაურობის გზაზე მარკეტინგის სფეროში მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვა და მის მიმართ მისი ინტერესიც უფრო გაღრმავდა:

“ეს არის სფერო, რომელიც მაძლევს საშუალებას, გავაერთიანო კრეატიული და სტრატეგიული აზროვნება, რათა შევქმნა გავლენიანი კამპანიები და ეფექტურად დავუკავშირდე სამიზნე აუდიტორიას.”

როგორც მარიამი აღნიშნავს, მარკეტინგის მენეჯმენტის კურსის გავლა მისთვის ბუნებრივი გადაწყვეტილება იყო. იმისთვის, რომ ასეთ კონკურენტუნარიან ბიზნეს სამყაროში წარმატება მიეღწია, ჭირდებოდა მარკეტინგული უნარების გაძლიერება, მომხმარებელთა ქცევისა და ბაზრის ტენდენციების უკეთესად შესწავლა. დასახული მიზნის შესრულებაში კი სწორედ Commschool-ის პროგრამა დაეხმარა. აქ მიიღო ის ცოდნა და გამოცდილება თანამედროვე მარკეტინგული ტრენდების შესახებ, რომლებიც მის ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან გამოადგება.

მარკეტინგის მენეჯმენტი - კურსის შესახებ

კურსის მიმართ მარიამის მოლოდინები ნამდვილად გამართლდა. ეს განაპირობა პროგრამის მრავალფეროვნებამ. იგი მოიცავდა მარკეტინგული თემების ფართო სპექტრს, დაწყებული ბაზრის კვლევებიდან და დამთავრებული მარკეტინგულ სტრატეგიებამდე. რაც შეეხება უშუალოდ სწავლების პროცესს, მარიამის თქმით, ლექციები იყო საინტერესო და ინტერაქციული, რაც სწავლას სასიამოვნოს და ეფექტურს ხდიდა. აღსანიშნავია ლექტორის მრავალწლიანი გამოცდილებაც ამ სფეროში, მისი მიდგომები და დამოკიდებულება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კურსის მსვლელობაზეც.

დამატებით გეტყვი, რომ Commschool-ის კურსები პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებზეა აგებული. ეს სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების საშუალებას აძლევს და აუმჯობესებს შესაბამის უნარებს. სწავლების ეს ნაწილი მარიამისთვის გამორჩეული აღმოჩნდა:

კურსის პრაქტიკულმა ნაწილმა საშუალება მომცა მემუშავა მარკეტინგულ პროექტებსა და კამპანიებზე. რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორია, რატომაც ავირჩიე Commschool-ის პროგრამა.

გარდა ამისა, კურსის განმავლობაში სტუდენტებს ულიმიტო წვდომა აქვთ გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC. აქ განთავსებულია სხვადასხვა ქეისები, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები თითქმის ყველა ინდუსტრიიდან. მათი დახმარებით კი შეგიძლია უფრო მეტად გაიუმჯობესო და განავითარო შენი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

მარკეტინგის მენეჯმენტის პროგრამა

10 ლექცია | 25 საათი | 5 კვირა

ფინალური პროექტი

პროგრამის დასასრულს სტუდენტები ასრულებენ ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს, რომელიც საბოლოოდ აჯამებს მათ მიერ შეძენილ ცოდნას. მარიამმა მის ფარგლებში საბავშვო ტელევიზიის ყოველწლიური კამპანია და კრეატიული ბრიფი მოამზადა. ის მოიცავდა რამდენიმე ეტაპს: კამპანიის მიზნები, სამიზნე აუდიტორია, მთავარი მესიჯი, გამოწვევები, ბიუჯეტი, მარკეტინგული არხები, ინსაითები და KPI. პროექტის წარმატებით შესრულებაში კურსზე მიღებული ცოდნა და ლექტორის უკუკავშირი დაეხმარა.

კურსის გავლის შემდეგ ჩემი დამოკიდებულება მარკეტინგის მიმართ შეიცვალა. ახლა უკეთ ვაფასებ მის სირთულეებს, გამოწვევებსა და გავლენას ბიზნესსა და მომხმარებლებზე.

მათ, ვინც კარიერული წინსვლითაა დაინტერესებული და სურს, შემსრულებლიდან მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე გადავიდეს, მარიამი ურჩევს:

შემსრულებლიდან მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე გადასვლა მოითხოვს ერთგულებასა და უწყვეტ სწავლას. აუცილებელია ისეთი უნარები, როგორებიცაა კრეატიულობა და პრაქტიკული გამოცდილება. შექმენით მარკეტინგული პორტფოლიო, რათა წარმოაჩინოთ თქვენი უნარები და გჯეროდეთ საკუთარი თავის.

ასე რომ, თუ კარიერული განვითარება შენი თვითმიზანია, არ გადადო ეს შესაძლებლობა. დეტალურად გაეცანი კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება