მარკეტინგის მენეჯმენტი - ლევან თაღიაშვილი

blog-detail-img

მარკეტინგის მენეჯმენტი გულისხმობს სხვადასხვა მარკეტინგული ოპერაციებისა და მათში ჩართული ადამიანების მართვას. უფრო კონკრეტულად, იგი მოიცავს კომპანიის საკომუნიკაციო ამოცანების განსაზღვრას, მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების შემუშავებას, ბაზრის კვლევას, ბიუჯეტის გაწერას, გუნდის წევრების მართვას.

თუკი მარკეტინგის სფეროში მუშაობ და კარიერულ განვითარებაზე ფიქრობ, ეს ბლოგი დაგაინტერესებს. გაიცანი ლევან თაღიაშვილი, რომელმაც მარკეტინგის მენეჯმენტის კურსი Commschool-ში გაიარა და ამჯერად პროგრამის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს გიზიარებს.

marketingis menejmenti levan taghiashvili
marketingis menejmenti levan taghiashvili

ლევანი საქართველოს ბანკში ბრენდ მენეჯერის პოზიციას იკავებს. თვითგანვითარება და გამოცდილი ადამიანების მოსმენა მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. ამიტომ, როდესაც Commschool-ის ლექტორის, სულხან ლაცაბიძის, ვიდეო იხილა, დარწმუნდა, რომ ეს კურსი მისთვის საინტერესო თავგადასავალი აღმოჩნდებოდა. ლევანი მოელოდა, რომ მარკეტინგის მენეჯმენტის პროგრამის ფარგლებში ბევრ ისეთ ამბავს გაიგებდა, რომელიც შემდგომში ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან დაეხმარებოდა.

ეს მოლოდინი გამართლდა, რაც მეტწილად ლექტორის, მისი მიდგომებისა და უშუალობის დამსახურება იყო:

ლექტორის მიერ გულწრფელად მოყოლილი ამბები ჩემთვის გაცილებით უფრო ფასეული იყო, ვიდრე ნებისმიერი თეორიული წიგნი მარკეტინგზე. მისი მრავალწლიანი გამოცდილება მსხვილ ქართულ კომპანიებში და ის ისტორიები, რაც მოვისმინე, იყო ყველაზე ღირებული აქტივი, რომელიც კურსმა მომცა.

კურსის დასრულების შემდეგ ლევანს უკვე შეუძლია მარკეტინგის დეპარტამენტის სტრუქტურის გამართვა, ლიმიტირებული ბიუჯეტის/რესურსების ეფექტურად გამოყენება, კამპანიის გაშვების დამოუკიდებლად ორგანიზება. შეისწავლა პრეზენტაციის ჩატარების ტექნიკები და გამოიმუშავა კომპანიის სხვა წევრებთან ურთიერთობის უნარები.

Commschool-ის სტუდენტები კურსის ბოლოს ინდივიდუალურ ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რაც მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოცდის საშუალებას აძლევთ. მარკეტინგის მენეჯმენტის პროგრამის დასასრულს ლევანმა კონკრეტული კომპანიისთვის კამპანიის შემუშავებასა და ბიუჯეტის გაწერაზე იმუშავა. დავალების წარმატებით შესრულებაში ლექტორის რჩევები დაეხმარა. იგი ბიუჯეტის სწორად განაწილებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში ეხმარებოდა, რაც საბოლოოდ, მომავალში აუცილებლად გამოადგება. ლევანი აღნიშნავს, რომ პროგრამის გავლის შემდეგ დეტალებზე უფრო მეტად ორიენტირებული გახდა, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდა:

ჩემი აზრით, კურსის შემდეგ დიდ სურათს გაცილებით უკეთ აღვიქვამ და ეს ყოველდღიურ საქმიანობაზეც აისახება.

მარკეტინგის მენეჯმენტი - ვისთვის არის კურსი?

ლევანის აზრით, მარკეტინგის მენეჯმენტი გამოადგებათ დამწყებ მარკეტერებსაც, რადგან შესაბამის თეორიულ ცოდნას მიიღებენ. თუმცა კურსის შინაარსიდან და სილაბუსიდან გამომდინარე, იგი უფრო მეტად რელევანტური მაღალი დონის პროფესიონალობის მსურველთათვისა და მომავალი CMO-ებისთვის იქნება. ამიტომ, კურსის გავლას ურჩევს მათ, ვისაც უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება მარკეტინგის სფეროში და კარგად ესმის ის კონკრეტული ბიზნესი/საქმიანობა, სადაც მარკეტინგის ხელმძღვანელად სურთ მუშაობის დაწყება. მომავალ CMO-ებს კი ეტყოდა, რომ სამსახური მათ საყვარელ ჰობისა და ინტერესებს დაუკავშირონ, რადგან ეს მათი წარმატებული კარიერის საწინდარი იქნება.

მე კი გირჩევ, რომ შენი გზა მარკეტინგის სფეროში პროფესიული ზრდისკენ Commschool-დან დაიწყო. შემოგვიერთდი Marketing Management-ის პროგრამაზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება