მადო რომანაძის ფინალური ნაშრომი

blog-detail-img

მოდის სფერო და მარკეტინგი

XXI საუკუნეში სოციალური ქსელები ადამიანთა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, მათ გარეშე, თითქმის წარმოუდგენლად გესახება ცხოვრება. სწორედ ამიტომ დიჯითალ მარკეტინგის გააქტიურება არავის გაკვირვებია –  ბიზნესი, მთავრობა თუ კულტურული ორგანიზაციები – ყველა მათგანი იყენებს სოციალურ ქსელებს, რათა მისწვდეს სამიზნე აუდიტორიას.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი და მათი აქტიურობის ტენდენცია მზარდია. ამ ეტაპზე ინსტაგრამის მომხმარებელთა რიცხვმა 1 მილიარდს გადააჭარბა, ფეისბუქზე კი უკვე 1,6 მილიარდამდე ადამიანია დარეგისტრირებული. ეს და სხვა არაერთი სტატისტიკა მსგავს თემაზე პირდაპირ ანიშნებს ბიზნესის მფლობელებს, რომ დროა, მათმა პროდუქტებმა ონალინ სივრცეშიც გადაინაცვლონ.

თუმცა ხშირად პრობლემა ხდება ის, რომ მოდის ინდუსტრიისა თუ მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს უჭირთ ზღვარი დაიჭირონ ოფლაინ და ონლაინ შეხების წერტილებს შორის და ფიქრობენ, რომ თანამედროვე ტენდენციებისთვის ფეხის აწყობა აქამდე უკვე ნაცადი მეთოდების დავიწყებას გულისხმობს. ამიტომ ზოგიერთი მათგანი აღარ მიიჩნევს საჭიროდ გაყიდვების წერტილების, შოურუმების ქონას.  ამ შემთხვევაში მართალია ისინი ზოგავენ ისეთ ფიქსირებულ ხარჯებს, თუმცა არ ითვალისწინებენ იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეხების წერტილის არსებობამ შეიძლება უფრო მეტი მოგება მოუტანოს ბიზნესს.

მაშინ, როცა სამყარო ასეთი ჩქარი ტემპებით ვითარდება, მნიშვნელოვანია ადაპტაციის უნარი გაგვაჩნდეს, ოქროს შუალედის პოვნაა გამოსავალი.

2015 წლის მაისში დამკვიდრდა ასეთი სიტყვა – Instagaramable, რაც აღნიშნავს ადგილს, სიტუაციას ან ნივთს, რომლის ადგილიც არის ინსტაგრამის ფიდზე. მგონია, რომ თანამედროვე მოდის ინდუსტრიამ უნდა შექმნას ისეთი შეურუმი თუ გაყიდვის წერტილი, რომელიც იქნება Instagramable (ინსტაგენური), რომლითაც გამოხატავს განწყობას, ხასიათსა და სულისკვეთებას.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება ადამიანს მოუნდეს მოდის შოურუმში მისვლა, შეიძლება იყოს არა მხოლოდ კონკრეტული საჭიროება რომელიმე ნივთის შეძენის, არამედ უნდოდეს ამ გარემოს დათვალიერება, მეგობრებისთვის გაზიარება სოციალურ ქსელში და  საკუთარი ონლაინ-იდენტობის შექმნაც კი.

იმის მაგალითად, თუ  როგორ შეავსო ონლაინ და ოფლაინ სივრცეებმა ერთმანეთი, მახსენდება “ნაყინის მუზეუმი” მაიამიში, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ინსტაგენური ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუზეუმის დათვალიერება მის ვებ გევრდზეც არის შესაძლებელი და სხვადასხვა სოციალურ ქსელშიც, მისი უჩვეულოდ მიმზიდველი და ფერადი გარემო უბიძგებს ადამიანებს, რომ თვითონ მივიდნენ ამ ადგილას და გადაიღონ იქ ფოტოები.

„ნაყინის მუზეუმში“ შესანიშნავად შერჩეული განათება, ფერადად შეღებილი კედელი, უცნაური ინსტალაცია თუ საქანელა, საუკეთესო ფონს ქმნის წარმატებული ფოტოსთვის სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამზე“, რომელიც მთლიანად ვიზუალური ინფორმაციის გავრცელებაზე დაფუძნებული პლატფორმაა.

ონლაინ გამოცდილება მაინც არ არის სრულფასოვანი, რადგან ოფლაინ გარემოში კიდევ უფრო მეტი ხელშესახები ემოცია გვრჩება. ასე რომ, ეს გამოცდილება უნდა გაითვალისწინონ შოურუმებმაც და შექმნან ისეთი გარემო, რომელის მიზანი იქნება არა მხოლოდ გაყიდვა, არამედ ბრენდის ამბასადორების მოზიდვა, რომლებსაც მოუნდებათ  ბრენდის სახელი თავიანთ სოციალური სივრცეებში გაავრცელონ.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება