IT Project Management-ის კურსს მარიამ სალია გაუძღვება

blog-detail-img

IT პროექტების მენეჯმენტი არის პროცესი, დაგეგმო, განსაზღვრო პასუხისმგებლობები და კოორდინაცია და ორგანიზება გაუწიო წინასწარ განსაზღვრული მიზნის შესრულებას. ამიტომ თუ ეს სფერო შენთვისაც საინტერესოა და ამ მიმართულებით განვითარებას ფიქრობ, მინდა IT Project Management-ის ლექტორი, მარიამ სალია გაგაცნო. 

Ჩემი პირველი შეხება IT ინდუსტრიასთან ბანკი “რესპუბლიკა” -დან იწყება, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი აღმოვჩნი Application support & maintenance გუნდში. Მალე მივხვდი, რომ ძალიან გამიმართლა, ეს სფერო უსაზღვროდ საინტერესო და ამოუწურავია, ტემპი არის ძალიან სწრაფი და მოდუნების საშუალება არ გაქვს, ყოველ ნაბიჯზე დიდი თუ პატარა გამოწვევებია და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ყველაფერს.


მარიამს IT ინდუსტრიაში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება აქვს. კარიერის განმავლობაში იკავებდა ბიზნეს ანალიტიკოსის და პროექტ მენეჯერის პოზიციას საქართველოს წამყვან საფინანსო და FinTech კომპანიებში. მის პორტფელში ბევრი საინტერესო ტექნოლოგიური, ციფრული თუ ბიზნეს პროექტია. მარიამი 2020 წელს საქართველოს ბანკის გუნდს შეუერთდა და ამჟამად პროგრამ მენეჯმენტ მიმართულების Chapter Lead-ის როლს იკავებს.

ვთვლი, რომ IT პროექტის მენეჯერობა ერთ-ერთი ისეთი პროფესიაა, რომელიც შეიძლება არასდროს არ მოგბეზრდეს, რადგან ყველა მიმართულებას ეხები, სხვადასხვა პროდუქტებს ქმნი და მიუხედავად იმისა, რომ მიდგომა და სტანდარტები ერთი და იგივეა, გამოწვევები და გამოცდილება ყოველთვის სხვადასვანაირია, ამიტომ ყოველელთვის საინტერესოა.

მარიამის აზრით, IT Project Management მუდმივად თავგადასავლებში ყოფნას ჰგავს, რადგან როგორც კი ერთ პროექტზე მუშაობას ასრულებ, მეორე პროექტი ჩნდება, რომელიც შესაძლოა არაფრით ჰგავდეს წინას. იმისათვის კი, რომ მუდმივად განვითარების გზაზე იყო ახალი ხელსაწყოები უნდა გამოსცადო და განსაზღვრო მოგცემს თუ არა საშუალებას მეტად ეფექტურად მართო პროექტი.

IT PM ზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, რადგან IT-ში ბევრი როლია, საერთო მიზნისკენ მისასვლელად კი ამ როლების გაერთიანება, ერთიანი დიდი სურათის დანახვა და კოორდინაციაა საჭირო. ყველა დიდი ინიციატივის განხორციელება IT PM-ის გარეშე, ბევრად მეტი დროის დახარჯვასა და რესურსების არაეფექტურად გამოყენებას ნიშნავს

IT Project Management: აუცილებელი უნარები

თუ ეს სფერო ნამდვილად გაინტერესებს, მარიამი იმ ძირითად უნარ-ჩვევებზეც გვესაუბრება, რაც IT პროექტების მენეჯერს უნდა ჰქონდეს.

● ეფექტური კომუნიკაცია პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე

● დაგეგმვის, კოორდინაციის და ორგანიზებულობის უნარები

● ძლიერი ლიდერული თვისებები

● ხელსაწყოების ფლობა და framework-ების ცოდნა, რომ ეფექტურად იმართოს პროექტი

აქვე გეტყვი, რომ ისევე როგორც ყველგან ამ სფეროშიც შეხვდები გამოწვევებს, თუმცა მარიამის აზრით, სწორედ ამ განვითარებისთვის და გამოწვევებისთვის ფეხის აწყობა არის ყველაზე საინტერესო, რომელთან ერთადაც გამოცდილებას აგროვებ, გამოცდილება კი პირველ რიგში თავდაჯერებულობას გმატებს, რაც შემდეგ სიამოვნებას განიჭებს.

ასე რომ, ვფიქრობ მარიამის ამბავი შენთვის საინტერესო იყო, ამიტომ თუ გინდა კარიერა ამ მიმართულებით განაგრძო, გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ

 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება