IT Project Management: ანანო ეჯიბია და ქეთევან ჟუჟიაშვილი

blog-detail-img

დღეს ტექნოლოგიურ სამყაროში კომპანიების მთავარი გამოწვევა ციფრულ სამყაროში თავის დამკვიდრებაა. მათი მიზანია, სამიზნე აუდიტორიას ხარისხიანი ციფრული პროდუქტი შესთავაზონ, რომელიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებს. IT პროექტ მენეჯერი კი პასუხისმგებელია ორგანიზაციაში IT პროექტების დაგეგმვაზე, კოორდინირებასა და შესრულებაზე.

თუ IT სფეროთი ხარ დაინტერესებული და გსურს ამ მიმართულებით კარიერული განვითარება, სწორ ადგილას მოხვდი. ამ ბლოგში გაგაცნობ ანანო ეჯიბიასა და ქეთევან ჟუჟიაშვილს. მათ IT პროექტების მართვის კურსი გაიარეს Commschool-ში, ახლა კი მათ შთაბეჭდილებებს გიზიარებენ.

it project management anano ejibia

ანანო დიდი ხანია, რაც IT სფეროთია დაინტერესებული. ამ მრავალფეროვან ინდუსტრიაში საკუთარი თავის პოვნის მიზნით გადაწყვიტა, საბაზისო ცოდნა მიეღო. სილაბუსის დეტალურად გაცნობის შემდეგ Commschool-ის კურსზე გააკეთა არჩევანი.

“მიხარია, რომ კურსის განმავლობაში არა მარტო ცოდნა შევიძინე, არამედ გავიცანი ახალი საინტერესო ხალხი და მოვისმინე მათი ისტორიები.”

პროგრამის განმავლობაში სიღრმისეულ თეორიულ ცოდნასთან ერთად ანანო ეცნობოდა რეალურ ისტორიებზე დაფუძნებულ ქეისებსა და საჭირო ხელსაწყოებს. ამასთან ერთად, იღებდა პრაქტიკულ გამოცდილებასაც ინსცენირებული სამუშაო დავალებებისა და ფინალური პროექტის შესრულებით. დარგის პროფესიონალი ლექტორის დახმარებით ლექციები კიდევ უფრო საინტერესო ხდებოდა. ასეთი მრავლისმომცველი კურსი კი ანანოს ინტერესს IT სფეროსადმი კიდევ უფრო აღვივებდა.

რას მოიცავს IT Project Management-ის კურსი?

როგორც ანანო აღნიშნავს, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა. მას უკვე შეუძლია მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში. მან შეისწავლა პროექტის მართვის ის მეთოდოლოგიები და ინსტრუმენტები (Jira, Confluence, Clickup, Trello, Miro), რომლებიც ამჟამად გამოიყენება IT ინდუსტრიაში. გაეცნო სხვადასხვა მიდგომას, მათ შორის, Agile მეთოდოლოგიის Scrum Framework-ს. ასევე, ინდუსტრიაში გავრცელებულ მიდგომებს, გასაუბრების ტექნიკებსა და პროექტზე მომუშავე გუნდებთან სწორი კომუნიკაციის წარმართვის ხერხებს.

აქვე გეტყვი, რომ Commschool-ის სტუდენტები კურსის განმავლობაში კარიერულ მხარდაჭერასაც იღებენ. ეს გამოიხატება ამ კუთხით კონსულტაციებისა და რჩევების მიღების მხრივ. გარდა ამისა, მათ წვდომა აქვთ ექსკლუზიურ სტაჟირებებსა და ვაკანსიებთან, რომლებსაც პარტნიორი კომპანიები სთავაზობენ.

it proeqtebis martva ketevan zhuzhiashvili

რაც შეეხება ქეთევანს, მისი დაინტერესება IT პროექტების მართვის კურსით ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობამ განაპირობა. მისი მომავალი კარიერა IT სფეროს უკავშირდება. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ ეს მიმართულება უფრო სიღრმისეულად შეესწავლა და გაეგო მისი სტრუქტურა და მართვის სპეციფიკები.

ქეთევანის მოლოდინები კურსის მიმართ გამართლდა. პროგრამა მრავალ ახალ და საინტერესო მასალას მოიცავდა. პრაქტიკული დავალებები და ინდივიდუალური პროექტი კი სწავლას უფრო მრავალფეროვანს ხდიდა, რაც საბოლოო ჯამში, ნაყოფიერი აღმოჩნდა.

IT Project Management: ფინალური პროექტი

ფინალური ინდივიდუალური პროექტი Commschool-ის კურსების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. იგი საშუალებას აძლევს სტუდენტებს, შეაჯამონ მიღებული თეორიული ცოდნა და დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება.

პროექტზე მუშაობის პროცესი ქეთევანისთვის სასიამოვნო გამოწვევა იყო. მისი დავალება აპლიკაციის შექმნას ეხებოდა. როგორც ამბობს, მისი შესრულებისას მომხმარებლების თვალით უყურებდა ყველაფერს და ცდილობდა, მათი საჭიროებისა და გემოვნებისთვის მოერგო საბოლოო ციფრული პროდუქტი. სწორედ ასე შექმნა აპლიკაციის დიზაინი, სტრუქტურა, სისტემა თუ ფუნქციონალი.

მომავალ სტუდენტებს ქეთევანი ურჩევს, რომ კარგად გაეცნონ IT სფეროს ამ მიმართულებას და მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია. ეს მათ სწავლის პროცესს უფრო გაუადვილებს. მომავლის გეგმებზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ აპირებს დამატებითი კურსების გავლასაც, რაც მის საბოლოო მიზნამდე მიიყვანს.

ასე რომ, თუ შენც გსურს, გადადგა პირველი ნაბიჯები კარიერული წინსვლისკენ, Commschool-ში გელოდებით. გაეცანი კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი IT პროექტების მართვის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება