IT პროექტების მენეჯმენტი: შთაბეჭდილებები კურსიდან

blog-detail-img

ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად კომპანიები ცდილობენ, თავიანთ მომხმარებლებს მათზე მორგებული ციფრული პროდუქტი შესთავაზონ. ამ მხრივ წარმატების მისაღწევად კი IT პროექტების მენეჯმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იგი უზრუნველყოფს IT პროექტის დაგეგმვას, განრიგისა და ბიუჯეტის გაწერას, პროცესის კოორდინირებასა და მონიტორინგს. 

დღეს IT პროექტების მენეჯერი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა ტექნოლოგიურ სფეროში. ამიტომ, თუ შენს პროფესიულ ცხოვრებაში სიახლის შეტანა გსურს და მენეჯერული უნარ-ჩვევებითაც გამოირჩევი, ამ ბლოგს გაეცანი. სალომე მეტრეველი, IT Project Management-ის კურსდამთავრებული საკუთარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გაგიზიარებს პროგრამის შესახებ.

“IT პროექტების მენეჯერობასა და 4 წლიან იურისტობას არც ისე ბევრი საერთო აქვს”, – ამბობს სალომე. თუმცა, მისი აზრით, არასდროს არის გვიანი, შეისწავლო ახალი პროფესია და საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით განავითარო. პირველად IT სფეროსთან შეხება სალომეს როგორც იურისტს, ისე ჰქონდა. ეს კი, ძირითადად, IT კომპანიებთან ხელშეკრულებების მომზადებით შემოიფარგლებოდა. მისთვის პროექტების მართვის სპეციფიკა ცნობილი იყო, თუმცა სურდა, უფრო მეტი გაეგო IT ინდუსტრიის შესახებ.

სწორედ ასე დაიწყო სალომეს გზა IT სფერომდე commschool-ში, რომელზეც არჩევანი კურსის სილაბუსისა და ბლოგების გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა. მოლოდინები კი გამართლდა. სალომეს თქმით, ამ კურსმა არამარტო IT ინდუსტრია, არამედ პროექტების მართვის ის მეთოდოლოგიები და ინსტრუმენტები გააცნო, რომლებიც ნებისმიერ სფეროში გამოადგება.

ჩემი მიზანი IT სფეროში შებიჯება და საკუთარი თავის ახალი გამოწვევის წინაშე დაყენება იყო.

IT პროექტების მენეჯმენტი - კურსის შესახებ

სალომესთვის განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა ლექტორის ცოდნა, გადმოცემის უნარი, კომუნიკაცია და დახმარების მზაობა. მიიჩნევს, რომ რთულია, ინტერნეტ სივრცეში მიიღო ის პრაქტიკული ცოდნა, რაც ლექტორმა საკუთარი გამოცდილებით სტუდენტებს მიაწოდა. პრაქტიკაზე დაფუძნებულმა სწავლებამ, ვორქშოფებმა და ლექციების ინტერაქციულობამ კი დიდი როლი ითამაშა ამ საკითხების უკეთ აღქმაში.

IT პროექტების მართვა

13 ლექცია | 39 საათი | 7 კვირა

კურსის განმავლობაში სალომე გაეცნო პროექტის მართვის იმ მეთოდოლოგიებსა და ინსტრუმენტებს (Jira, Confluence, Clickup, Trello, Miro), რომლებიც ამჟამად გამოიყენება IT ინდუსტრიაში. ასევე დაეუფლა პროექტის მართვის Agile მეთოდოლოგიას Scrum Framework-ის გამოყენებით. თეორიულ ცოდნას კი პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით ამყარებდა. სალომესთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დავალებების ის ნაწილი იყო, რომელიც ტექნიკური დეტალების აღქმას საჭიროებდა. მაგრამ ლექტორის უკუკავშირის დახმარებით, იგი მარტივად დაძლია.

ვფიქრობ, ამ გამოცდილებამ ტექნიკური უნარების გამომუშავებისთვის კარგი ბაზა მომცა, რასაც IT ინდუსტრიაში წარმატებით გამოვიყენებ.

ფინალური პროექტი

პროგრამის დასასრულს სტუდენტები ინდივიდუალურ პროექტზე მუშაობენ, რომელიც IT პროექტის მართვის სრულ ციკლს მოიცავს და მათ მნიშვნელოვან გამოცდილებას აძლევს. სალომემ IOS და Android პლატფორმებისთვის მობილური აპლიკაციის შექმნაზე იმუშავა. პროექტი მისი ინიციირებიდან მის დახურვამდე დეტალურად უნდა განსაზღვრა. ამისთვის კი კურსის განმავლობაში ნასწავლი პროექტის მართვის სხვადასხვა ხელსაწყო და ტექნიკა გამოიყენა. ეს გამოცდილება კი სალომესთვის ძალიან ღირებული და მრავლისმომცემი აღმოჩნდა.

პროექტი მთლიანობაში მომხმარებლის გადმოსახედიდან და მოცემული კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით დამუშავდა, რაც ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო.

როგორც სალომე აღნიშნავს, ქართულ და უცხოურ ბაზარზე როგორც IT პროექტების მენეჯერებზე, ისე ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესის წარმატებულად მართვაზე მაღალი მოთხოვნაა. შესაბამისად, ეს მიმართულება ბევრი შესაძლებლობის მომცემია. ამიტომ ეს კურსი იდეალური იქნება მათთვის, ვისაც IT ინდუსტრიაში შებიჯება სურს.

კარიერის რადიკალურად შეცვლა არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილებაა. მაგრამ კურსისგან მიღებულმა გამოცდილებამ, ვფიქრობ, საკმარისი თავდაჯერებულობა შემმატა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ასე შეძლო სალომემ commschool-ის დახმარებით საკუთარი თავის აღმოჩენა IT ინდუსტრიაში. თუ შენც გეგმავ კარიერულ წინსვლას ან ახალი პროფესიის ათვისებას, აუცილებლად გამოიყენე ეს შესაძლებლობა. გაეცანი პროგრამის სილაბუსს და შემოგვიერთდი IT Project Management-ის კურსზე!

კურსები მენეჯმენტის მიმართულებით:

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება