IT პროექტების მენეჯმენტი - გაიცანი ლექტორი გაგი ნინოშვილი

blog-detail-img

დღეს მრავალი კომპანია გადის ციფრული ტრანსფორმაციის გზას. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე სიახლეები მათ მეტ შესაძლებლობას ანიჭებს. ქმნიან ახალს და აუმჯობესებენ არსებულ ციფრულ პროდუქტებსა თუ სერვისებს, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებენ. ამ პროცესის წარმატებით განხორციელებას კი IT პროექტების მენეჯმენტი უზრუნველყოფს.

ბაზარზე არსებული ტენდენციების გამო სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ IT პროექტების მენეჯერებზე. ამიტომ, თუ მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლება გსურს და ციფრული პროდუქტები შენს ინტერესებშიც შედის, სწორ ადგილას მოხვდი. გაიცანი გაგი ნინოშვილი, Commschool-ის ლექტორი, რომელიც ამ მიმართულებას სიღრმისეულად გაგაცნობს.

გაგის გამოცდილება ამ სფეროში 2020 წლიდან იწყება, როცა Flutter-ს (მაშინ ჯერ კიდევ Singular-ს) შეუერთდა IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. მალევე მის ყოველდღიურ საქმიანობას Scrum Master-ის როლი შეემატა, რამაც მნიშვნელოვანი გამოცდილება მისცა Agile მიდგომების პრაქტიკაში გააზრების, დანახვისა და დანერგვის მიმართულებით. ამის შემდეგ მუშაობა EPAM Systems-ში განაგრძო, სადაც 1 წელი ბიზნეს ანალიტიკოსად გაატარა, რამაც გაგის უნარები სხვა პრიზმიდან განავითარა და კარგად მოამზადა იმისთვის, რომ პროდუქტის მენეჯერის როლი მოერგო. ამის შემდეგ 2 წელი Setanta Sports-ში მუშაობდა სტრიმინგის პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე, საიდანაც Space International-ში გადაინაცვლა და 1 წლის განმავლობაში TBC უზბეკეთის ბაზრისთვის ტრანსფერების, გადახდებისა და საერთაშორისო ფულადი გზავნილების პროდუქტებს ხელმძღვანელობდა. ამჟამად გაგი სტარტაპზე, Moiispro AI მუშაობს, რომელიც მიზნად ისახავს, რეგიონში კომპანიებისთვის AI გადაწყვეტები ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დანერგოს.

ჩვენს დროში ცოდნის უწყვეტად მიღების გარეშე ზრდა წარმოუდგენელია. ვფიქრობ, გასული 5 წლის განმავლობაში არც ერთ კვირას არ ჩაუვლია ისე, რაღაც ახალი რომ არ მესწავლა, იქნებოდა ეს მიღებული სამუშაო პროცესისგან, ადამიანებთან ურთიერთობისგან, თუ უშუალოდ ცოდნისა და თეორიული მასალის სახით.

სფეროში ახალი ცოდნის მიღება გაგისთვის ცნობისმოყვარეობის ხაზზე გადის. მეტწილად თავისუფალ დროს ახალი ინფორმაციის მოძიება, პოდკასტებისა და ვიდეო-ლექციების მოსმენას ან უბრალოდ ახალი ამბების კითხვას უთმობს. ეს საშუალებას აძლევს, სხვა პერსპექტივიდან დაინახოს სამუშაო გარემოში არსებული ყოველდღიური საკითხები. თანამედროვე რესურსების ფონზე, სერტიფიცირებასა თუ უშუალოდ პროფესიული ლიტერატურის კითხვაზე მეტად, გაგის მიაჩნია, რომ სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი ვებ-გვერდების გაცნობა და დღევანდელი სამყაროს წარმატებული ადამიანების მოსმენა უფრო ღირებულია. თუმცა, ცხადია, სასერტიფიკატო თეორიულ ცოდნას ეს არ აკნინებს.

პროფესია - IT პროექტების მენეჯერი

15-16 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როცა ზოგადად ბიზნეს გადაწყვეტილებების გააზრება შეძლო, გაგიმ სხვადასხვა ბიზნეს ქეისების კითხვა და ანალიზი დაიწყო. გრძნობდა, რომ ბიზნეს პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი იყო ის, რითაც სამომავლოდ აქტიურად იქნებოდა დაკავებული. ამავდროულად იცოდა, რომ მისი ყოველდღიური სამუშაო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიებთან ახლოს უნდა ყოფილიყო. ამ ფიქრებმა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამდე მიიყვანა. საბოლოოდ კი, გაგი ჯერ IT პროექტების, შემდეგ კი პროდუქტების მენეჯმენტში აღმოჩნდა, რაც ზუსტად ის არის, რაც 15-16 წლის ასაკში უნდოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ამ ყველაფერს პროდუქტის მენეჯმენტი ერქვა.

IT პროექტების მართვა

13 ლექცია | 39 საათი | 7 კვირა

მარტივად რომ შევაჯამოთ, IT პროექტების მენეჯმენტი არის იდეის შედეგად ქცევის ხელოვნება. პროექტის მენეჯერმა უნდა შეძლოს თუნდაც რამდენიმე სიტყვით ნათქვამი იდეის შევსება და მისი სრულყოფილ გეგმად ქცევა. შემდეგ შემოიკრიბოს გუნდი თავის გარშემო და ამ გუნდთან ერთად გაიაროს ის გზა, რომელიც ამ პროექტის დაგეგმვის, შესრულების, მონიტორინგის, გაშვებისა და დახურვის ფაზებს მოიცავს.

პროექტის მენეჯერის როლი თავისთავად პროაქტიული როლია. ამ როლში გვევლინებიან ისინი, ვისაც შეუძლია მართოს პროექტზე მუშაობის პროცესი, მასში ჩართულ ადამიანებს დაეხმაროს და იმუშაოს გუნდის საერთო ეფექტურობის ზრდისთვის. IT პროექტების მენეჯერის საქმის უდიდესი ნაწილი სწორი და დროული კომუნიკაციაა. იგი პასუხისმგებლობას იღებს პროექტის ნებისმიერი ტიპის შეფერხებასა თუ დაუგეგმავ ცვლილებაზე. ამიტომ მან უნდა უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის მოგვარებასა თუ ცვლილების დროულ მენეჯმენტში სხვა გუნდების ეფექტურად ჩართვა.

IT PM-ებზე მოთხოვნა როგორც ლოკალურად, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში უწყვეტად ზრდადია, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები და ამ მიღწევების ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომობა განაპირობებს.

გაგი აღნიშნავს, რომ ციფრულ რეალობაში უამრავი იდეა იბადება და კვდება მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარისად არ მოვინდომეთ, საკმარისი ხალხი ვერ შემოვიკრიბეთ, საკმარისი რესურსი ვერ მოვიძიეთ, ან უბრალოდ იდეა ვერ დავამუშავეთ საკმარისად დეტალურად. IT პროექტების მენეჯერების პოპულარობაც სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ დროთა განმავლობაში ბაზარზე იდეების რეალობად ქცევის პროცესის ლიდერის საჭიროება გამოიკვეთა; ადამიანის, რომელსაც შეუძლია რომ გონებაში არსებული პროექტი რეალობამდე, სრულყოფილ შედეგამდე მიიყვანოს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარანტი იმისა, რომ პროექტის მენეჯერის როლის მოთხოვნადობა მომდევნო წლებში უპირობოდ ზრდადი იქნება, ხელოვნური ინტელექტია. AI შესაძლებლობების დაუსრულებელ სივრცეს ქმნის, ამ სივრცეში კი ახალი იდეები პროექტის მენეჯერის უნარების გარეშე ვერ განვითარდება.

IT პროექტების მართვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები

პროექტების მართვაში ორ ძირითად მეთოდოლოგიას გამოყოფენ – Waterfall და Agile.
Waterfall მეტად სტრუქტურული მეთოდოლოგიაა, სადაც წინა ფაზის დასრულების გარეშე ახალ ფაზას ვერ დაიწყებ, რაც თანამედროვე ციფრულ პროექტებში ძალიან იშვიათი შემთხვევაა. Waterfall მიდგომისთვის იდეალური მაგალითია სამშენებლო პროექტი, რადგან მას აქვს ფიქსირებული ბიუჯეტი და დეტალურად გაწერილი გეგმა. ხოლო ყოველი შემდეგი ეტაპის დასაწყებად წინა ეტაპის დასრულებაა საჭირო და ცვლილებების შეტანა სამშენებლო პროექტებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

თანამედროვე ციფრული პროექტების მენეჯმენტისთვის Agile მეთოდოლოგია და მისი Scrum framework-ი დღეისთვის ყველაზე ეფექტურ გზად ითვლება. იგი არა მხოლოდ მართვის მეთოდოლოგიაა, არამედ მიდგომაა საკითხის მიმართ (Mindset), რაც გაგებას, კოლაბორაციას, კომუნიკაციასა და მუდმივ განვითარებას გულისხმობს. ამას Agile მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპებიც ნათლად აჩვენებს.

პასუხისმგებლობის შეგრძნებასთან ერთად, გაგის აზრით, პროექტების მენეჯერისთვის ყველაზე მეტად საჭიროა კომუნიკაციის ძლიერი უნარები. გუნდთან, ჩართულ მხარეებთან, სხვა პირებთან თუ მომხმარებლებთან კომუნიკაცია არის ის, რაც პროექტის წარმატებით განხორციელების შანსებს ერთი-ორად ზრდის. გაგი აღნიშნავს, რომ პროექტის მენეჯერის hard skills-ის ათვისება ყველაზე მარტივი ნაწილია ამ პროფესიის შესწავლისას, რადგან აქ თეორიულ ცოდნაში დაუძლეველი არაფერია.

მთავარი და უფრო მეტად ყურადსაღები ისაა, რომ რბილი უნარები და mindset სწორად მიმართო, შეძლო პროცესის იმ პრიზმიდან დანახვა, საიდანაც კონკრეტულ მომენტში სწრაფი რეაგირება არის საჭირო. პოტენციურ პრობლემებისა და რისკების თავიდან არიდება სწორი და დროული კომუნიკაციით არის შესაძლებელი.

ხელსაწყო, რომლის გარეშეც გაგის სამუშაო პროცესი ვერ წარმოუდგენია, არის Miro. პროექტის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია, თავისი სათქმელი სწორად, სწრაფად და გასაგებად მიიტანოს შესაბამის აუდიტორიამდე, იქნება ეს გუნდის წევრები, ჩართული/დაინტერესებული მხარეები, სხვა გუნდები, მომხმარებლები, ტოპ-მენეჯმენტი თუ სხვა. ამისთვის კი ვიზუალიზაცია ყველაზე მარტივი, გასაგები და კომფორტული საშუალებაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია Task Management-ისა და Document Management-ის ხელსაწყოების გამოყენებაც. ამ მიმართულებით უამრავი სხვადასხვა პროგრამა არსებობს, რომელსაც სხვადასხვა სამუშაო გარემოში იყენებენ (ClickUp, Trello, Asana). თუმცა, გაგი მიიჩნევს, რომ Jira და Confluence ამ მხრივ უკონკურენტოა.

კარიერული პერსპექტივები

ამ სფეროში კარიერის დაწყება ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ. წინარე გამოცდილებები IT პროექტების მენეჯმენტის შესწავლის გზაზე  შეიძლება გამოგადგეთ, მითუმეტეს, თუ საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს კომუნიკაცია და დაგეგმვა წარმოადგენს. გაგის თქმით, ხშირად IT პროექტების მენეჯმენტზე ფიქრისას დაბრკოლებად ხედავენ IT სფეროში გამოცდილების არქონას, რაც დიდი შეცდომაა. პროექტების მენეჯმენტის შესწავლისთვის არ არის აუცილებელი IT ინდუსტრიის ცოდნა. მთავარია, სწავლის პროცესში აითვისო ის ძირითადი, საკმაოდ მცირე ცოდნა, რაც ამ სფეროში დაგჭირდება.

ხელოვნური ინტელექტი შესაძლებლობების დაუსრულებელ ტალღას აჩენს, რომელიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო დიდი იქნება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროექტების მენეჯერის როლს რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება, არამედ პირიქით. ის შესაძლებლობები, რასაც AI გვთავაზობს, სწორ მენეჯმენტს საჭიროებს. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია იდეალურად დაგეგმოს პროექტი, თუმცა ჩვენ უნდა შევძლოთ იმის შეფასება, რამდენად არის ეს გეგმა ის, რაც გვჭირდებოდა; ჩვენ უნდა დავინახოთ მომხმარებლის საჭიროებები და ამის მიხედვით დავგეგმოთ პროექტები AI-სთან ერთად. განხორციელების ნაწილში კი პროექტის მენეჯერის როლი ხელშეუხებელია.

ყოველი ახალი პროექტი ხელოვნური ინტელექტის მონაწილეობით ახალ ცოდნას გვაძლევს და გზას გვიხსნის ახალი პროექტებისკენ. ამ ცოდნის მიღება, ათვისება და გაანალიზება IT PM-ებისთვის უმნიშვნელოვანესია.

IT პროექტების მენეჯმენტი: კურსის შესახებ

როგორც უკვე გითხარი, გაგი Commschool-ში IT პროექტების მენეჯმენტის კურსს გაუძღვება. ცოდნა, რომელსაც ამ კურსიდან მიიღებ, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პირველი ციფრული პროექტის მართვა დამოუკიდებლად შეძლო. ამ მიმართულებით საჭიროა საბაზისო ცოდნა, რომლის მიღებაც ყველაზე კომფორტული ისეთი მოკლევადიანი კურსებიდან არის, როგორსაც სწორედ Commschool გთავაზობს. ლექციების უმეტესი ნაწილი რეალური ქეისების ანალიზს დაეთმობა. ლექტორთან ერთად განიხილავ იმ წარმატებულ ნაბიჯებსა თუ შეცდომებს, რომლებიც შეიძლება IT PM-მა ან გუნდმა გადადგას/დაუშვას ამა თუ იმ სიტუაციაში.

პროგრამის ფარგლებში შეისწავლი IT პროექტების Agile მეთოდოლოგიით მართვას, Scrum Framework-ის გამოყენებას, პროექტის რისკების იდენტიფიცირებასა და სამოქმედო გეგმის შედგენას. კურსი პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას მოიცავს. შეასრულებ სხვადასხვა დავალებებსა და ინდივიდუალურ პროექტს, რითაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებას შეძლებ.

პირველადი ცოდნის მისაღებად გაგი გირჩევთ Atlassian-ის მარტივ სასწავლო მასალებს, რომლებიც ტერმინოლოგიასა და ზოგად შინაარსს კარგად დაგანახებთ. ამავდროულად, თვითგანვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ჩართვაც, რომელთან გატარებული დრო ძალიან ღირებულია. ChatGPT, Perplexity, Google Gemini – მათი დახმარებით შეგიძლია ისწავლო AI-სთვის დავალებების სწორად წერა, რის შემდეგაც თავად AI ბევრად უფრო გამოსადეგ ინფორმაციას მოგცემს.

ასეთია IT პროექტების მენეჯერის პროფესიული გზა. თუ შენც დაინტერესდი ამ მიმართულებით, Commschool-ში შემოგვიერთდი! გამოიყენე ეს შესაძლებლობა და დაეუფლე მომავლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნარებს პროფესიონალ ლექტორთან ერთად.

კურსები მენეჯმენტის მიმართულებით:

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება