საკუთარი სტარტაპისთვის შექმნილი ბრენდინგი - ირინა ბერიაშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img

“უამრავი აპლიკაციის არსებობის მიუხედავად, მაინც ბევრნი ვართ, ვისაც to do list-ების ჩამოწერა ლამაზ წიგნაკში გვიყვარს და ფანქრებს, სახაზავებსა თუ რვეულებს ისევ ჩანთით დავატარებთ…”

საკუთარი თავი თუ არა, შენი ერთი-ორი მეგობარი მაინც მოგაგონდებოდა… თუ ასეა, გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, ირინა ბერიაშვილის ფინალურმა ნაშრომმა შეიძლება, შენს ცხოვრებაშიც დაიკავოს თავისი ადგილი – მან ფინალურ პროექტად სწორედ თავისი სტარტაპის პირველი ნაწარმის დიზაინი მოამზადა! ამ ბლოგში ირინას სტარტაპის, მისი ფინალური ნაშრომისა და ამ ყველაფერში Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსის როლის შესახებ მოგიყვებით.

“როგორც საკანცელარიო ნივთების დიდ მოყვარულებს, მე და ჩემს მეგობარს გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა ყოველთვიური საკანცელარიო ნაკრები – “ესერთი”.“

“ესერთის” მთავარი იდეა ყოველთვიურად ახალ-ახალი, გამორჩეული დიზაინის საკანცელარიო ნივთების სეტების შექმნაა:

“ყოველთვე სხვადასხვა დიზაინერები და არტისტები იმუშავებენ. შედეგად, სხვადასხვა საკანცელარიო პროდუქტს ყოველთვე სრულიად განსხვავებული და უნიკალური დიზაინი ექნება.”

მას შემდეგ, რაც Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსის ფარგლებში ტექნიკურ-სტილისტური ცოდნა შეიძინა, ირინამ გადაწყვიტა, რომ “ესერთის” პირველი სეტის დიზაინერობას თავადაც გაუმკლავდებოდა:

"დიზაინის კურსის გავლის დროს ამ საქმეს ალღოც ავუღე და ტექნიკურადაც ბევრი რამ ვისწავლე. ამდენად, მივხვდი, რომ პირველი ნაკრების დიზაინის შექმნას ჩემითაც შევეჭიდებოდი - სწორედ ეს იქცა ჩემს ფინალურ ნაშრომად.”

ირინა კონტენტ კრეატორია და ამიტომ Commschool-ის კურსი არ ყოფილა დიზაინთან მისი პირველი შეხება. თუმცა კურსმა, მისი თქმით, განვითარებაში თავისი განსაკუთრებული როლი ითამაშა: 

“კურსი ძალიან დამეხმარა არსებული ცოდნის დალაგებაში. ჩემს ცოდნას როგორც ტექნიკური სქილები, ასევე თეორიული ჩარჩოც აკლდა. კურსმა არამხოლოდ გამაუმჯობესებინა ის, რაც ვიცოდი, არამედ - მიმაღებინა საფუძვლიანი ცოდნა “ეს როგორ კეთდებას?” მიღმა.”

ირინას თქმით, გრაფიკული დიზაინის კურსი მას თავისი სტრატაპის ბრენდინგში მიეხმარა; თუმცა ამასთან ერთად ლექტორისგანაც არ მოჰკლებია დახმარება “შიდა სამზარეულოს” შესახებ პრაქტიკული რჩევების სახით:

“კურსზე მიღებული ზოგადი “დიზაინერული” ცოდნის გარდა, სტარტაპის შექმნის პროცესში ლექტორის რჩევებიც ძალიან დამეხმარა: ბევრი გავიგე იმის შესახებ, თუ როგორ მემუშავა საბეჭდ მასალასთან, როგორ მიმეღო ისეთი ფერები, რომლებიც ფურცელზეც ისეთივე ლამაზი იქნებოდა, როგორც ეკრანზე, ან თუნდაც, როგორ გამეგზავნა სტამბისთვის ისეთი საბეჭდი ფაილი, რომელიც მათაც გაუმარტივებდათ საქმეს.” 

ასე გადმოაბიჯა ირინას ფინალურმა ნაშრომმა რეალობაშიც. 

ირინას თქმით, Commschool-ის კურსი გზაა ახალი პროფესიის დაუფლებისკენ:

“Commschool-ის კურსებით არა მხოლოდ არსებული ცოდნის დახვეწა, არამედ სრულიად ახალი ცოდნის მიღება და ახალი პროფესიის დაუფლებაა შესაძლებელი. ძალიან კარგი საწყისია იმისთვის, რომ სრულიად ახალ სფეროში გადაეშვა. ამიტომაც სხვებსაც აუცილებლად ვურჩევდი Commschool-ს.”

თუ გინდა, რომ გრაფიკული დიზაინერის პროფესია ნულიდან დაიწყო Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი ამაში ნამდვილად დაგეხმარება; Almuni Club-ის შესახებაც ხომ გახსოვს?  ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულები კლუბში ავტომატურად წევრიანდებიან და ჩვენი პარტნიორების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე იღებენ წვდომას: Holmes & Watson, Adjarabet, Redberry, JWT Metro იმ კომპანიების მხოლოდ ნაწილია, რომლებთან თანამშრომლობის შანსიც Alumni Club-დან გეძლევა.

კურსის ფარგლებში, როგორც ირინას ნაშრომიდანაც კარგად დაინახავდი, არამხოლოდ Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ში მუშაობის ტექნიკურ სქილებს დაეუფლები, არამედ დიზაინის სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვასა და ბრენდინგის პრინციპების დაცვით ვიზუალის შექმნასაც ისწავლი. ამას 14 სამსაათიანი ლექციის ბოლოს შეძლებ. თანაც, კურსის გასავლელად არანაირი წინასწარი ცოდნა არაა აუცილებელი!

კურსის დახმარებით ირინამ საკუთარი სტარტაპის პირველი ნაწარმის დიზაინი თავადვე შექმნა. თუ ფიქრობ, რომ გრაფიკული დიზაინის სფეროში შესაბიჯებლად მზად ხარ, გეტყვით, რომ გრაფიკული დიზაინის კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია.

ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება