ილია ზატუაშვილის კარიერული განვითარება Angular-ის პროგრამიდან

blog-detail-img

Angular-ის პროგრამის ბოლოს სტუდენტები დამოუკიდებლად ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც კურსზე დაგროვებულ ცოდნა/გამოცდილებას იყენებენ – Angular-ის ტექნოლოგიით ვებ-აპლიკაციას აწყობენ, რომელიც შემდგომ დამოუკიდებლად განვითარებაში ეხმარებათ.

“აქ მიიღებენ საუკეთესო გამოცდილებას თავიანთი პროფესიის განხრით, რაც მომავალში კარიერული წინსვლაში დაეხმარებათ, ამიტომაც გავუწევდი Commschool-ს რეკომენდაციას”

ილია ზატუაშვილი Angular-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც საკუთარი თავის რეალიზება დეველოპმენტის სფეროში დაიწყო:

“კურსის დასრულების შემდეგ ანაზღაურებადი სტაჟირება დავიწყე საჯარო სექტორში, ეს კიდევ უფრო გამიღრმავებს ცოდნას Front-End დეველოპმენტის მიმართულებით”

თუმცა, კარიერულ წინსვლაში აქ მიღებულ გამოცდილებასთან ერთად ჩვენს კურსდამთავრებულებს Alumni Club-ის წევრობაც ეხმარებათ, ამიტომ ამის შესახებაც გეტყვით მოკლედ.

Commschool-ის ნებისმიერი წარმატებული კურსდამთავრებული ავტომატურად Alumni Club-ის წევრი ხდება. ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ კლუბის დახმარებით ისინი ჩვენი პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე იღებენ წვდომას. ამ კომპანიებს შორის ისეთებს იპოვი, როგორიც Space, Adjara Sport, Sweeft Digital, Omedia, ლიბერთი ბანკი და GPI Holding არიან. მაგალითად, ანა ლეჟავა სწორედ Alumni Club-ის დახმარებით შეუერდა Sweeft Digital-ის გუნდს. აქვე, გადახედე კოტე კირკიტაძის ბლოგს, რომელიც Angular-ის კურსის დასრულებისთანავე Omedia-ს გუნდს შეუერთდა.

როგორც ვთქვით, Angular-ის კურსის ფინალურ ნაშრომად სტუდენტებს Angular ტექნოლოგიის გამოყენებით ფილმების, მუსიკის ან წიგნების კატალოგისთვის აპლიკაცია უნდა შეექმნათ. ამაში მათ კურსის განმავლობაში განვლილი მასლა და შესრულებული დავალებები დაეხმარებოდათ:

"ფინალურმა დავალებამ დაგვანახა, თუ როგორ ხდება პროექტის არქიტექტურის დაგეგმვა და მისი ნაბიჯ-ნაბიჯ აწყობა. ამდენად, მასზე მუშაობაც ძალიან საინტერესო იყო"

 

ილიას შეფასებით, პროექტზე მუშაობამ მას აპლიკაციის ასაწყობი მთელი პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ გაატარა:

“პროექტის ფარგლებში გავეცანით ყველა იმ ხელსაწყოს, რაც საჭიროა რეალური პროექტის კეთებისთვის.”

საერთო ჯამში, ილიას შეფასებით, კურსმა მას Angular ტექნილოგიის ეფექტური გამოყენებისთვის საჭირო ცოდნა მისცა:

"კურსმა შემძინა Angular-ის პატერნებისა და არქიტექტურის ცოდნა. მიღებული ცოდნა დამეხმარა, სწორად გამეაზრებინა, რატომ უნდა გამოვიყენოთ Angular და რა უპირატესობები გააჩნია მას. ეს მომავალში კარიერული წინსვლისთვის დამეხმარება"

ალბათ, გაინტერესებს, რა ცოდნის მიღება შეგიძლია ამ კურსის ფარგლებში, ე.ი. 20 სამსაათიანი ლექციისა და 10 კვირის განმავლობაში:

კურსზე შენ ისწავლი და გამოიყენებ Angular-ის ყველა ძირითად კონცეფციასა თუ არსებულ best practice-ებს. TypeScript-საც სიღრმისეულად გაეცნობი. კურსის ბოლოს TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად შეძლებ მუშაობას და მისი გამოყენება Angular-ის მიღმაც, ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიაში შეგეძლება. რა თქმა უნდა, თანამედროვე JavaScript-საც შეეხები და სიღრმისეულად გაარჩევ რეაქტიულ პარადიგმასაც(RxJS). საერთო ჯამში, კურსის ბოლოს Angular-ის გამოყენებით single-page ვებ-აპლიკაციებს დამოუკიდებლად ააწყობ და Angular-ში დამოუკიდებლად განვითარების უნარებიც გექნება.

Angular-ის კურსის გასავლელად შენ HTML, CSS და JavaScript-ის ცოდნა დაგჭირდება და ესეც გაითვალისწინე. (მაგრამ, თუ front-end-ის საბაზისო ცოდნა(HTML, CSS, JavaScript) ჯერაც არ გაქვს, მაშინ, შეიძლება Introduction to Front-end Development-ის კურსმა დაგაინტერესოს.

ამდენად, თუ ცდილობ, აირჩიო, ვებ-დეველოპმენტის რომელი მიმართულებით წახვიდე, კარიერული განვითარებაც გინდა და თან HTML, CSS და JavaScript-საც უკვე კარგად იცნობ, Commschool-ის Angular-ის კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება